თბილისი:
მანჩესტერი:
30-04-2017, 10:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2645,
კომენტარები: 16
ჰარტი დე ხეას შესაცვლელად მზად არის
ინგლისელ მცველს "იუნაიტედის" რიგებში თამაში სურს.
ჰარტი დე ხეას შესაცვლელად მზად არის
თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" მადრიდის "რეალში" დავიდ დე ხეას გადასვლას ხელს ვერ შეუშლის, ჯო ჰარტი ესპანელის შეცვლის ერთ-ერთი კანდიდატი იქნება.

30 წლის ინგლისელი მეკარე, რომლის საიჯარო შეთანხმება "ტორინოსთან" მომდევნო თვეში იწურება, "ეტიჰად სტედიუმს" "ოლდ ტრაფორდზე" სიამოვნებით გაცვლის.

სერ ალექს ფერგიუსონმა ერთხელ აღნიშნა, "შრუზბერიდან" 100 ათას ფუნტად ჰარტის შეძენაში მარცხის განცდა მისი კარიერის ერთ-ერთი სამწუხარო მოვლენაა. შოტლანდიელმა მას ბოლო 20 წლის განამვლობაში საუკეთესო ინგლისელი მეკარე უწოდა.

ჰარტს ძალიან სურს ჩრდილო-დასავლეთ მხარეში დარჩენა, სადაც 2006 წელს "მანჩესტერ სიტიში" გადასვლის შემდეგ ცხოვრობს. მანჩესტერში აღდგომის კვირას დაბრუნდა, რათა თავისი 30-ე დაბადების აღენიშნა კასპერ შმეიხელთან, ჯეიმი ვარდისა და კევინ დე ბრუინესთან ერთად.

მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერის ორ გუნდს შორის პირდაპირი ტრანსფერი იშვიათად ხორციელდება - კარლოს ტევესი და ოუენ ჰარგრივსი თავისუფალი აგენტები იყვნენ, როცა "ოლდ ტრაფორდიდან" "ეტიჰადზე" გადავიდნენ, - ჰარტი ფერების შეცვლის წინააღმდეგი არ არის, ვინაიდან მას სურს, პეპ გვარდიოლას დაუმტკიცოს, რომ შეცდა.

ბუქმეიქერების ფავორიტ გუნდად, რომელიც ჰარტის შეძენას შეძლებს, "ევერტონი" ითვლება, რომელიც ჰარტს ჩეშირში ცხოვრების უფლებას მისცემს თავის ცოლთან, ქიმბერლისა და ორი წლის ვაჟ ჰარლოუსთან ერთად.

მიუხედავად იმისა, რომ ჰარტმა ორჯერ მოიგო პრემიერ ლიგა "მანჩესტერ სიტისთან" ერთად და გამოცდილება არ აკლია, პეპ გვარდიოლამ მისი სამსახური არ ისურვა, მაგრამ ვერ მოძებნა ინგლისელის ღირსეული შემცვლელი, რაც ერთ-ერთი მიზეზია უტიტულო სეზონისა.

"ტორინოს" "სიტი" 15 მლნ. ფუნტს სთხოვს. მეკარის ხელფასი კი კვირაში 120 ათასი ფუნტი იქნება. რასაც "ტორინიოს" ბიუჯეტი, შესაძლოა, ვერ გასწვდეს.

პრობლემა იმაში არ არის, ჰარტს "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში სურს თუ არა, პრობლემა ის არის, არის თუ არა საკმარისად კარგი ამ გუნდისთვის და იქნება თუ არა ვაკანსია "ოლდ ტრაფორდზე".

"ტორინოში" ნაჩვენები ფორმა (6 მშრალი მატჩი 32-დან) არაფრით სჯობს კლაუდიო ბრავოს შედეგს "სიტიში" - 9 მშრალი შეხვედრა 30 მატჩში.

ჰარტის საზაფხულო სატრანსფერო გადასვლა დამოკიდებული იქნება იმაზეც, მოახერხებს თუ არა ჟოზე მოურინიო დავიდ დე ხეას შენარჩუნებას. ერთი რამ კი ცხადია, "ევერტონი", რომელსაც არც ჟოელ რობლესის და არც მაარტენ სტეკელენბურგის თამაში აკმაყოფილებს, ახალ მეკარეს ეძებს.

წყარო: independent
ახალი ამბები
16 კომენტარი
№1
ავტორი: tornike shavishvili
30 აპრილი 2017 10:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
ობლაკი მოიყვანონ ან ედერსონი ბენფიკას კიპერი
0
№2
ავტორი: shotkin
30 აპრილი 2017 10:48
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ჰარტი ზოგადად მაღალი დონის მეკარეა მაგრამ ზალიან ხშირად ცდება გადაწყვეტილებებში და არაადეკვატურია ხოლმე. მე პირადად ჰარტს ლორისი მირჩევნია ნუ როგორც მინიმუმ არაფრით ნაკლები არაა ლორისი, მაგრამ ასაკის და იმ პოტენციალის გათვალისწინებით რაც დე ხეას აქვს მაგას ვერავინ შეცვლის დღეს ვაფშე ვერავინ და თუ მართალია ეს ამბავი სამწუხაროა ნამდვილად. მე პირადად მომწონს ობლაკიც,ასევე შმეიხელიც,და ლორისიც. იმედია არსად წავა მარა გულის სიღრმეში სულ მეგონა და მგონია რო ადრე თუგვიან წავიდოდა ესპანეთში იქნებოდა რეალი ეს თუ ბარსა, ესპანელია და ესპანელებისთვის დიდი მნისვნელობა აქვს საკუთარ ქვეყანაში წარმატების მიღწევას ისევე როგორც გერმანელებისთის.
0
№3
ავტორი: Lady in red
30 აპრილი 2017 10:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
დე ხეა არ წავა, მაგრამ ეგ თუ მოხდა რომერომ უნდა დაიკავოს მისი ადგილი. ჰარტი შეიძლება მაღალი დონის მეკარეა, თუმცა მე დიდან არ მომწონს. რაც შეეხება დე ხეას, დიდი იმედი მაქვს სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და დარჩება.
0
№4
ავტორი: shotkin
30 აპრილი 2017 11:15
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: Lady in red
დე ხეა არ წავა, მაგრამ ეგ თუ მოხდა რომერომ უნდა დაიკავოს მისი ადგილი. ჰარტი შეიძლება მაღალი დონის მეკარეა, თუმცა მე დიდან არ მომწონს. რაც შეეხება დე ხეას, დიდი იმედი მაქვს სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და დარჩება.

რომერო რო ბურთის ხელში დაჭერას ცდილობს მე მაგდროს გული მიჭირავს ხელით :))) კარგი მეკარეა მარა სუსტია გამოსვლებზე და ხელიდან ძაან ხშირად უვარდება ბურთი დაჭერისას და მოგერიებაც არააქვს მთლად ეფექტური და არანირად არარის სასტავის პირველი მეკარე, ეგ არის იდეალური შემცვლელი ნომერ 2 მეკარე რომეროს შმეიხელიც მირჩევნია და სოტონის მეკარეც და ბევრი სხვა.
0
№5
ავტორი: ikeoni
30 აპრილი 2017 11:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11629
Imedia ar wava magram Tu martla moxda da wavida chemi azrit ertaderti kargi da sauketeso varianti oblakis moyvana iqneba..
0
№6
ავტორი: stepno
30 აპრილი 2017 11:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
დეხეაა მიდიის 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ უკვე sad sad მთლად რომეროს იმედზე ვერ ვიკნებით იმედიაა ვინმე მ,აგარ მეკარეს დავითრევთ
0
№7
ავტორი: Lady in red
30 აპრილი 2017 11:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ციტატა: shotkin
ციტატა: Lady in red
დე ხეა არ წავა, მაგრამ ეგ თუ მოხდა რომერომ უნდა დაიკავოს მისი ადგილი. ჰარტი შეიძლება მაღალი დონის მეკარეა, თუმცა მე დიდან არ მომწონს. რაც შეეხება დე ხეას, დიდი იმედი მაქვს სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და დარჩება.

რომერო რო ბურთის ხელში დაჭერას ცდილობს მე მაგდროს გული მიჭირავს ხელით :))) კარგი მეკარეა მარა სუსტია გამოსვლებზე და ხელიდან ძაან ხშირად უვარდება ბურთი დაჭერისას და მოგერიებაც არააქვს მთლად ეფექტური და არანირად არარის სასტავის პირველი მეკარე, ეგ არის იდეალური შემცვლელი ნომერ 2 მეკარე რომეროს შმეიხელიც მირჩევნია და სოტონის მეკარეც და ბევრი სხვა.

კი, აქვს შეცდომები, მაგრამ ჰარტის კარში დგომას ეგ მირჩევნია იდგეს. თან არც მგონია დე ხეა წავიდეს. თუ ეგ მოხდა, ჰარტზე ბევრად უკეთესები არიან და არ მგონია მოუმ ეგ არ იცოდეს. ასე რომ, ეს ჭორია და სანამ სატრანსფერო ფანჯარა არ გაიხსნება ვერაფერს გავიგებთ დაზუსტებით თუ, რა თქმა უნდა, თავად არ თქვეს.
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
30 აპრილი 2017 12:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
დე ხეა თუ წავიდა ობლაკი ყველაზე კაი ვარიანტია მგონი
0
№9
ავტორი: abrama
30 აპრილი 2017 12:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
მოიყვანეთ ცოტა ხნით ვანგაალი მოაწერინოს უცბად ხელი ახალ კონტრაქტს
0
№10
ავტორი: kaxeti
30 აპრილი 2017 12:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
არაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა პიტალოა არაააააააააააააააააააააააააააააააააააააა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top