თბილისი:
მანჩესტერი:
30-04-2017, 10:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2673,
კომენტარები: 16
ჰარტი დე ხეას შესაცვლელად მზად არის
ინგლისელ მცველს "იუნაიტედის" რიგებში თამაში სურს.
ჰარტი დე ხეას შესაცვლელად მზად არის
თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" მადრიდის "რეალში" დავიდ დე ხეას გადასვლას ხელს ვერ შეუშლის, ჯო ჰარტი ესპანელის შეცვლის ერთ-ერთი კანდიდატი იქნება.

30 წლის ინგლისელი მეკარე, რომლის საიჯარო შეთანხმება "ტორინოსთან" მომდევნო თვეში იწურება, "ეტიჰად სტედიუმს" "ოლდ ტრაფორდზე" სიამოვნებით გაცვლის.

სერ ალექს ფერგიუსონმა ერთხელ აღნიშნა, "შრუზბერიდან" 100 ათას ფუნტად ჰარტის შეძენაში მარცხის განცდა მისი კარიერის ერთ-ერთი სამწუხარო მოვლენაა. შოტლანდიელმა მას ბოლო 20 წლის განამვლობაში საუკეთესო ინგლისელი მეკარე უწოდა.

ჰარტს ძალიან სურს ჩრდილო-დასავლეთ მხარეში დარჩენა, სადაც 2006 წელს "მანჩესტერ სიტიში" გადასვლის შემდეგ ცხოვრობს. მანჩესტერში აღდგომის კვირას დაბრუნდა, რათა თავისი 30-ე დაბადების აღენიშნა კასპერ შმეიხელთან, ჯეიმი ვარდისა და კევინ დე ბრუინესთან ერთად.

მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერის ორ გუნდს შორის პირდაპირი ტრანსფერი იშვიათად ხორციელდება - კარლოს ტევესი და ოუენ ჰარგრივსი თავისუფალი აგენტები იყვნენ, როცა "ოლდ ტრაფორდიდან" "ეტიჰადზე" გადავიდნენ, - ჰარტი ფერების შეცვლის წინააღმდეგი არ არის, ვინაიდან მას სურს, პეპ გვარდიოლას დაუმტკიცოს, რომ შეცდა.

ბუქმეიქერების ფავორიტ გუნდად, რომელიც ჰარტის შეძენას შეძლებს, "ევერტონი" ითვლება, რომელიც ჰარტს ჩეშირში ცხოვრების უფლებას მისცემს თავის ცოლთან, ქიმბერლისა და ორი წლის ვაჟ ჰარლოუსთან ერთად.

მიუხედავად იმისა, რომ ჰარტმა ორჯერ მოიგო პრემიერ ლიგა "მანჩესტერ სიტისთან" ერთად და გამოცდილება არ აკლია, პეპ გვარდიოლამ მისი სამსახური არ ისურვა, მაგრამ ვერ მოძებნა ინგლისელის ღირსეული შემცვლელი, რაც ერთ-ერთი მიზეზია უტიტულო სეზონისა.

"ტორინოს" "სიტი" 15 მლნ. ფუნტს სთხოვს. მეკარის ხელფასი კი კვირაში 120 ათასი ფუნტი იქნება. რასაც "ტორინიოს" ბიუჯეტი, შესაძლოა, ვერ გასწვდეს.

პრობლემა იმაში არ არის, ჰარტს "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში სურს თუ არა, პრობლემა ის არის, არის თუ არა საკმარისად კარგი ამ გუნდისთვის და იქნება თუ არა ვაკანსია "ოლდ ტრაფორდზე".

"ტორინოში" ნაჩვენები ფორმა (6 მშრალი მატჩი 32-დან) არაფრით სჯობს კლაუდიო ბრავოს შედეგს "სიტიში" - 9 მშრალი შეხვედრა 30 მატჩში.

ჰარტის საზაფხულო სატრანსფერო გადასვლა დამოკიდებული იქნება იმაზეც, მოახერხებს თუ არა ჟოზე მოურინიო დავიდ დე ხეას შენარჩუნებას. ერთი რამ კი ცხადია, "ევერტონი", რომელსაც არც ჟოელ რობლესის და არც მაარტენ სტეკელენბურგის თამაში აკმაყოფილებს, ახალ მეკარეს ეძებს.

წყარო: independent
ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: gache1991
30 აპრილი 2017 12:59
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
რა ჰარტი ეგ სიტის არ უნდა და..ბრავოსაც ჯობია და კაბალიეროსაც მარა არ ნიშნავს რო მაგაზე უკეთესი მეკარეები არ არიან.საუკეთესო ვარიანტი ლორისია მიუხედავად იმისა რო გამოსვლებზე უჭირს..ობლაკი ძალიან მაგარია მარა მაგას წინ ისეტი დაცვა უდგას თამაშსი ერთ მომენტს თუ უშვებენ,ჩვენ სხვანაირად ვთამაშობთ და კაცმა არ იცის მერე რა იქნება..შმეიხელს ბევრი უაზრო ბურთი აქ გაშვებული მარა ჰარტის მოყვანას კასპერი ჯობია მარტო მამამისის პონტში იქნება მაგარი

პროსტა მოუს იმედი მაქ,დიდი ავტორიტეტია და ყველაფერს ეცდება რო დატოვოს და თუ გავყიდეთ ძალიან დიდ ფულს მოითხოვს რაც ზაფხულში კაი იგროკის ყიდვაში დაგვეხმარება..მაგათი ჩამოწერილი ხამესი არ მინდა და მარსელოს ეგენი არ მოგვცემენ აბა :))
0
№12
ავტორი: GeorgeBest
30 აპრილი 2017 13:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რომეროს რო ვინმე უკან ბურთს უბრუნებს სულ მგონია რომ რაღაც ცენზურაობა უნდა იკისროს და მაგაზე უფრო ვნერვიულობ ხოლმე ვიდრე მაგის კარში დარტყმულ ბურთებზე. ეგ რო პირველი მეკარე გახდეს ალბათ ინფაქტი არ ამცდება. საოცრად არასტაბილური ვინმეა, სათადარიგოდ კარგი ვარიანტია თუმცა აგას რა უნდა ძირითადში
0
№13
ავტორი: PaLoMo
30 აპრილი 2017 17:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4149
თუ დე ხეა წავა მაშინ ობლაკი ან დონარუმა იდეალურ ვარიანტებად მიმაჩნია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№14
ავტორი: nugo-nugo
30 აპრილი 2017 17:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
ტელეგრაფმა დაწერა მგონი რომ დეხეას წასვლა არ უთხოვიაო და თუ მიანც წავიდა ეს ცისფერი ცენზურა არ დავინახო იუნიატედში თორე გული დამარტყავს.ამის დებილი დედა ვატირე ობლაკი მოიყვანონ.ლენოც არაა ცუდი ვარინატი მგონი.მარა რო დაფიქრდე რატო არ წავა დე ხეა?ტიტულები უნდა ლიგის მოგება უნდა და ჩვენ იმდეს ვიზამთ ოტხეულშიც ვერ შევალტ და შეიძლება ევროპაც ვერ მოვიგოთ.ასეთი დონის მეკარეს უფრო მეტი უნდა.მე გავამართლებ დე ხეას თუ წავიდა მაგრამ იმედია დარჩება მაინც
0
№15
ავტორი: bachooo
1 მაი 2017 22:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
ჯერ 1 რომ ჯონ ჰარტი არაა იუნაითედის დონის მეკარე smile და 2 თუ მაუმ ეს გაუშვა მაუს დედაც მივაცენზურე angry მეზიზღება ეს მწვრთნელი არმევასება
0
№16
ავტორი: Phil Jones
2 მაი 2017 14:45
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
იმედია დავიდი არსად წავა ეს ერთი, თუ წავიდა რომერო ნამდვილად ვერ იქნება პირველი მეკარე, იდეალური მეკარეა შემცვლელად, მაგრამ არა ძირითადისთვის, პასები აქვს განსაკუთრებით კარგი და შეიძლება დე ხეაზე უკეთესიც, მაგრამ მაინც ვერ ვენდობი მე პირადად. და თუ მაინც წავა დავიდი, მე კასპერას ავირჩევდი, მამამისის ხათრით ნამდვილად არა, უბრალოდ 2 წელია ამტკიცებს რომ უმაღლესი კლასის მეკარეა და მიუხედავად არც ისე პატარა ასაკისა, მგონია რომ როგორც ვან დერ საარი, დიდ გუნდში უფრო გაიხსნება.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top