თბილისი:
მანჩესტერი:
28-04-2017, 09:16
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3362,
კომენტარები: 17
მოურინიოს ვერდიქტი დერბიში ფრეზე
ჟოზე მოურინიომ მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა.
მოურინიოს ვერდიქტი დერბიში ფრეზე
ჟოზე მოურინიო მანჩესტერულ დერბიში მოპოვებულ 1 ქულას შერეული ემოციებით ხვდება.

"წითლებმა", რომლების რიგებიდან მარუან ფელაინი გააძევეს, ხუთშაბათის მატჩის შემდგომ მეოთხე ადგილზე მყოფ "სიტისთან" 1-ქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნეს და პრემიერ ლიგის ოთხეულში მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებენ.

მატჩის შემდეგ მწვრთნელი "იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიას", "სქაი სპორტსა" და "ბი-ბი-სი-ს" გაესაუბრა.

"ძალიან კარგი" პირველი ტაიმით მოხიბლვა

"სიმტკიცით, ხასიათით, პერსონალურობით, მონდომებითა და ყველა შესაძლო მიზეზით სუპერ ბედნიერი ვარ ბიჭების გამო. პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ. სრულიად ვაკონტროლებდით, ადვილად და კონტრშეტევაზე სახიფათონი ვიყავით. პირველ ტაიმში გოლის გატანის რამდენიმე შანსი გვქონდა. ეს მეორე ტაიმშიც რომ გაგვემეორებინა, მოვიგებდით."

მეორე ტაიმის სირთულეები

"მათ ძალიან სწრაფად დაიწყეს, მძიმე ზეწოლას ახდენდნენ მოედნის მაღალ მონაკვეთზე. ამავდროულად, ჩვენ ბურთი ვერ დავიჭირეთ და მისი კარგად ამოძრავება არ შეგვეძლო. დაგპირდით, რომ არ ვილაპარაკებდი ფეხბურთელებზე, რომლებიც ვერ თამაშობენ, ამიტომაც არ გავაკეთებ ამას. მირჩევნია, ვთქვა, რომ მოედანზე მყოფი ფეხბურთელების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში, ხარისხი გვაკლდა ბურთის შესანარჩუნებლად, ბურთის სამოძრავებლად, დაცვიდან დასაწყებად, შემტევ ფეხბურთელებთან დასაკავშირებლად.

პირველ ტაიმში პირდაპირები ვიყავით, მათი დაცვის უკან რამდენიმე კარგი პოზიცია აღმოვაჩინეთ. ისინი კი ჯარიმის, ჭკვიანური ჯარიმის ხარჯზე გვაჩერებდნენ, რასაც ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები სჩადიონენ, როგორებიც ოტამენდი და კომპანი არიან. ჯარიმები, რომლებიც მსაჯმა არ დანიშნა, რადგან ისინი მართლაც ჭკვიანურად აკეთებდნენ. მაგრამ პირველ ტაიმში სულ ვგრძნობდი, რომ სახიფათონი ვიყავით, თუმცა მცირე შემთხვევებში. რამდენიმე მოძრაობა გვქონდა, რაც რაღაც მნიშვნელოვანის დასაწყისი უნდა ყოფილიყო. მეორე ტაიმში ესეც აღარ გვქონდა. ბურთს ხშირად ვკარგავდით და მეორე ტაიმში "სიტი" ჩვენზე გაცილებით ძლიერი იყო."

ფელაინის წითელი ბარათი

"არაფერს ვამბობ, რადგან ტელევიზორით არ მინახავს. მარუანს ვესაუბრე და ძალიან იმედგაცრუებულია, მიაჩნია, რომ წითელი ბარათი მხოლოდ იმის გამო მისცეს, რომ მარუან ფელაინია. მსაჯს ვესაუბრე და მარტინმა მითხრა, რომ მისი აზრით, წითელი ბარათი იყო. არ მინახავს, მაგრამ შემიძლია გამოვიცნო, რომ ნაწილობრივ წითელი ბარათია, ნაწილობრივ გამოცდილი, ჭკვიანი არგენტინელი ფეხბურთელია. მისი თქმით, სერხიო აგუერომ გონებამახვილობა გამოავლინა თავისი რეაქციიდან გამომდინარე, მაგრამ ერთადერთი, რაც მე ვიცი, ის არის, რომ დაღლილი გუნდით კიდევ 15 წუთი უნდა გვეთამაშა."

დაუმარცხებელი სერია სიმტკიცეს აჩვენებს


"რა თქმა უნდა, ასეა და დღეს ეს კარგი გუნდის წინააღმდეგაც ვაჩვენეთ, რომელსაც სახლში გამარჯვება სურს. 10 კაცით თამაში ყოველგვარი ნახევარმცველის გარეშე, რომელსაც ცვლილების შეტანა შეუძლია, მე სათადარიგოთა სკამზე ნახევარმცველი არ მყავდა. ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში ტიმ ფოსუ-მენსა ვათამაშე. გუნდს პრობლემები აქვს, გუნდს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს და დერბიში ისე თამაში, როგორც ჩვენ ვითამაშეთ, სიმტკიცეს აჩვენებს, ფეხბურთელთა ხასიათს უსვამს ხაზს.

დღეს ბევრი ადამიანი აკვირდებოდა ერთქულიან სხვაობას "სიტისა" და ჩვენ შორის, მაგრამ ზოგიერთს დაავიწყდა "ლივერპულთან" ჩამორჩენა და ეს ქულა შესაძლოა, მნიშვნელოვანი გამოდგეს. პრემიერ ლიგაში 24-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია იგივე არ არის, რაც სხვა ჩემპიონატში ნაჩვენები ასეთივე სერია. ეს ბევრს ნიშნავს, ეს მონდომება ყველასთვის ბევრს ნიშნავს."

კვირას "სუონსისთვის" მზადება


"ძალიან რთული იქნება, რთულია. მაგრამ რა შეიძლება გავაკეთოთ? 11 ფეხბურთელით გავალთ და რა თქმა უნდა, მოედანზე მყოფი თერთმეტივე ფეხბურთელი ყველაფერს გაიღებს, ნამდვილად ასე იქნება. ასე რომ, ვიცით, ხუთშაბათს სასიცოცხლო მატჩი გვექნება ვიგოში, რადგან ამას სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის სტატუსი უნდა მივანიჭოთ, ჩვენ ხომ ევროპა ლიგის ნახევარფინალში ვართ. თუმცა, "სუონსის" წინააღმდეგ "ოლდ ტრაფორდის" მხარდაჭერით, ამ 24-მატჩიანი წაუგებელი სერიით, კვლავ გავალთ და ყველაფერს გავიღებთ".

ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: mufc1878
28 აპრილი 2017 09:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ჯოზეეეეე მიდიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
იიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი უნდა მოვიგოთ ევროპის ლიგა და4 ლშიც შევიდეთ
0
№2
ავტორი: ikeoni
28 აპრილი 2017 09:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Pogbas ar yofnas da naxevardacvashi problemas kide Ertxel gausva xazii da ras vizamt martla amdeni tramvirebuli fexburteli eset gadatvirtul grafikshi...sagol gunds da jozes❤️
0
№3
ავტორი: Manstark_United
28 აპრილი 2017 10:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
თუ არჩევაზეა საქმე ევროპა ლიგის მოგება ჯობია,თუმცა რატომ უნდა გავირთულოთ საქმე.ფინალში რა იქნება ხომ ვერავინ იტყვის.მე-4 ადგილზე,რომ დავასრულოთ ძალიან რეალურია და იმედია შეძლებენ.
1
№4
ავტორი: Dato kutaisi
28 აპრილი 2017 10:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ლივერპულის და სიტის დარჩენილი თამაშები ქულების დაკარგვას დიდად არ მოასწავებს ასე რომ ახლა ყველაფერი ჩვენს ხელშია.თუ შევინარჩუნებთ სტატუს ქვოს მაშინ მეოთხეზე ვართ თუ ვერა ლიგის იმედად.შეუსრულებელი მისიის თემაა მარა იმედია ვიზამთ
0
№5
ავტორი: levionok
28 აპრილი 2017 11:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
პოგბას ხარისხი გვაკლდა ძალიან გვაკლდა და ამიტომ იყო რეშფორდზე რო არ მიდიოდა მცველებ უკან გადაცემები არცერთი პასი არ წავიდა რეშფორდზე ისეთი როგორიც უნდა ყოფილიყო,არადა აშკარად ჯაბნიდა სისწრაფეში და ოტამნენდის დაჩაგრავდა ძალიან...მართლაც რთულ სიტუაციაში ვართ...სამი ძალიან დიდი ხარისხი გვაკლდა(მატა იბრა პოგბა)იმედი მაქვს პოგბა გამოვა და მარსიალის მაგივრად რუნი დაიწყებს ვიგოსთანაც და სუონსისთანაც სუონსთან გამარჯვება გვჭირდება ევროპა ლიგაზე უფრო თავისუფლად რომ ვითამაშოთ
1
№6
ავტორი: kobinio
28 აპრილი 2017 12:48
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
პასის მიმცემი არავინ იყო,ისე მარსიალი პირველტაიმში არაუშავს ფეხბურთს თამაშობდა,ფელაინი უკომენტაროდ,დარმიანი საშინელად სუსტია,ბლინდი ასევე მხოლოდ შეცვლაზე თუ შემოვა თორე ასნავნოისთვის ძაან სუსტია.
მხითარიანმა რა აკეთა მთელი თამაში?! სამჯერ ოინდომა კაცის მოტყეუება დავარქვათ და სამივეჯერ გააბახეს,მეოთხედ თავისით დაკარგა ბრთი და საბოლოო ჯამში საერთოდ არაფერი გაუეთებია.მეორე ტაიმმში მინდოდა ლინგარდით ჩანაცვლებულიყო სისწრაფე მაინც აქვს და 4 დარტყმიდდან ერთს ახვედრებს კარებს lol საერთო ჯამში გუნდმა მწვრთნელის ტაქტიკა შეასრულა,ჩემი აზრით პოგბა რომ ყოფილიყო და მატა უფრო კაი თამაშის მომსწრენი გავხდებოდით. რაც შეეხება სიტის სლეები არიან სუყველა ტურეს თამადობით ,არ უნდოდა სტერლინგს იუნაიტედში და იყოს თავის ბანძ ცისფერში#
ღეშფორდ შეუფასებელი ხარ <3
0
№7
ავტორი: gache1991
28 აპრილი 2017 13:05
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
dadwmunebuli var felainzea namioki,haershi tu arari burti 0ia.araferi daushavebia keriks 98wutiereraze laparaki zedmetia,pirvelive dgidan magra mjeroda da dzaliankai bichia(fernandinioze ro gaiwia rafaeli gamaxsenda luzertan)icis ambichma sad ari:)

rac sheexeba suonsis.baili rogorme unda daasvenos tundac k erikis xarjze.sanam magasac rame mosvlia.marsiali daayenos forvardad mainc mgonia ro itamashebs.reshfordi bevrad magra gaamwvavebs flangidan,da mxitariani meoredac gaqra sitistan.imedi maq iozilivit ar iqneba xolme dzlier gundebtan
0
№8
ავტორი: bziki
28 აპრილი 2017 13:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
დაცვას ჟოზეს ხელწერა ეტყობა უკვე , მომავალ წელს ბევრად უფრო ძლიერები ვიქნებით უკან, სუონსთან თავის შეკვლა არ ღირს რომც დაგვიცდეს ფეხი, ჯობია დაასვენოს სასტავი და მიაწვეს სელტას,
დასვენებას აკადემიური უფერული თამაშით თუ შეძლებენ თორე იმდენი ტრამვირებულია 11 კაცი თუ შეიკრა ეგეც კაი ამბავია
0
№9
ავტორი: ROI
28 აპრილი 2017 13:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ევროპა ლიგა და ოტხეული მოუ და სეზნი ცჰატვლილია:*
0
№10
ავტორი: gaga1987
28 აპრილი 2017 13:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
გინდა ავტობუსი ეძახე და გინდ ტრაილერი.მეტს ვერაფერს იზამდა მოურინიო.მნიშვნელოვანი ქულა იყო.მთავარია არწავაგეთ მაგრამ თააში საშინელება იყო.ძალიან მძიმე თამაშები გვაქვს წინ და როგორმე გუნდი უნდა დაასვენოს.თორე ესე გაგვიჭირდება.ისე არგამოვიდეს 2კურდღლის მადევარი ვერცერთს რვერიჭერს.ღმერთმა დაგვიფაროს. ((((((((((((წარმატებები მანიუს. წინ გამარჯვებებით.

"რეალი" ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარის, დავიდ დე ხეას გადაბირებას გეგმავს.

Marca-ს თანახმად, მადრიდელები "წითელი ეშმაკუნების" გოლკიპერთან მოლაპარაკებებში უკვე გამოცდილები არიან და სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე გადაწყვიტეს მოქმედება.

"სამეფო კლუბმა" ესპანელს პირადი კონტრაქტის პირობები შეუთანხმა. დე ხეას ანაზღაურება "რეალში" წლიურად 12 მილიონ ევროზე ნაკლები იქნება, რომელსაც იგი ამჟამად ინგლისში გამოიმუშავებს. თავად ფეხბურთელიც დაუკავშირდა უკვე "ემიუს" ხელმძღვანელობას და მომავალ ზაფხულს მადრიდულ გუნდში გაშვება ითხოვა.

შეგახსენებთ, 2015 წლის ზაფხულში "ემიუდან" "რეალში" დე ხეას ტრანსფერი დოკუმენტების დროულად ვერგადაცემის გამო ჩაიშალა. სატრანსფერო ბაზრის დახურვის შემდეგ კლუბებმა მოლაპარაკებები დაადასტურეს, თუმცა ერთმანეთი საქმესთან არაპროფესიონალურ მიდგომაში დაადანაშაულეს.

იმედია სიმართლე არ არის. თორე დეხეას არმოელის კაი დღე ნუ რათქმაუნდა მანჩესტერს ძალიან გაუჭირდება ესეთი მეკარის შემცვლელის მოძიება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top