თბილისი:
მანჩესტერი:
28-04-2017, 09:16
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3368,
კომენტარები: 17
მოურინიოს ვერდიქტი დერბიში ფრეზე
ჟოზე მოურინიომ მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა.
მოურინიოს ვერდიქტი დერბიში ფრეზე
ჟოზე მოურინიო მანჩესტერულ დერბიში მოპოვებულ 1 ქულას შერეული ემოციებით ხვდება.

"წითლებმა", რომლების რიგებიდან მარუან ფელაინი გააძევეს, ხუთშაბათის მატჩის შემდგომ მეოთხე ადგილზე მყოფ "სიტისთან" 1-ქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნეს და პრემიერ ლიგის ოთხეულში მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებენ.

მატჩის შემდეგ მწვრთნელი "იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიას", "სქაი სპორტსა" და "ბი-ბი-სი-ს" გაესაუბრა.

"ძალიან კარგი" პირველი ტაიმით მოხიბლვა

"სიმტკიცით, ხასიათით, პერსონალურობით, მონდომებითა და ყველა შესაძლო მიზეზით სუპერ ბედნიერი ვარ ბიჭების გამო. პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ. სრულიად ვაკონტროლებდით, ადვილად და კონტრშეტევაზე სახიფათონი ვიყავით. პირველ ტაიმში გოლის გატანის რამდენიმე შანსი გვქონდა. ეს მეორე ტაიმშიც რომ გაგვემეორებინა, მოვიგებდით."

მეორე ტაიმის სირთულეები

"მათ ძალიან სწრაფად დაიწყეს, მძიმე ზეწოლას ახდენდნენ მოედნის მაღალ მონაკვეთზე. ამავდროულად, ჩვენ ბურთი ვერ დავიჭირეთ და მისი კარგად ამოძრავება არ შეგვეძლო. დაგპირდით, რომ არ ვილაპარაკებდი ფეხბურთელებზე, რომლებიც ვერ თამაშობენ, ამიტომაც არ გავაკეთებ ამას. მირჩევნია, ვთქვა, რომ მოედანზე მყოფი ფეხბურთელების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში, ხარისხი გვაკლდა ბურთის შესანარჩუნებლად, ბურთის სამოძრავებლად, დაცვიდან დასაწყებად, შემტევ ფეხბურთელებთან დასაკავშირებლად.

პირველ ტაიმში პირდაპირები ვიყავით, მათი დაცვის უკან რამდენიმე კარგი პოზიცია აღმოვაჩინეთ. ისინი კი ჯარიმის, ჭკვიანური ჯარიმის ხარჯზე გვაჩერებდნენ, რასაც ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები სჩადიონენ, როგორებიც ოტამენდი და კომპანი არიან. ჯარიმები, რომლებიც მსაჯმა არ დანიშნა, რადგან ისინი მართლაც ჭკვიანურად აკეთებდნენ. მაგრამ პირველ ტაიმში სულ ვგრძნობდი, რომ სახიფათონი ვიყავით, თუმცა მცირე შემთხვევებში. რამდენიმე მოძრაობა გვქონდა, რაც რაღაც მნიშვნელოვანის დასაწყისი უნდა ყოფილიყო. მეორე ტაიმში ესეც აღარ გვქონდა. ბურთს ხშირად ვკარგავდით და მეორე ტაიმში "სიტი" ჩვენზე გაცილებით ძლიერი იყო."

ფელაინის წითელი ბარათი

"არაფერს ვამბობ, რადგან ტელევიზორით არ მინახავს. მარუანს ვესაუბრე და ძალიან იმედგაცრუებულია, მიაჩნია, რომ წითელი ბარათი მხოლოდ იმის გამო მისცეს, რომ მარუან ფელაინია. მსაჯს ვესაუბრე და მარტინმა მითხრა, რომ მისი აზრით, წითელი ბარათი იყო. არ მინახავს, მაგრამ შემიძლია გამოვიცნო, რომ ნაწილობრივ წითელი ბარათია, ნაწილობრივ გამოცდილი, ჭკვიანი არგენტინელი ფეხბურთელია. მისი თქმით, სერხიო აგუერომ გონებამახვილობა გამოავლინა თავისი რეაქციიდან გამომდინარე, მაგრამ ერთადერთი, რაც მე ვიცი, ის არის, რომ დაღლილი გუნდით კიდევ 15 წუთი უნდა გვეთამაშა."

დაუმარცხებელი სერია სიმტკიცეს აჩვენებს

"რა თქმა უნდა, ასეა და დღეს ეს კარგი გუნდის წინააღმდეგაც ვაჩვენეთ, რომელსაც სახლში გამარჯვება სურს. 10 კაცით თამაში ყოველგვარი ნახევარმცველის გარეშე, რომელსაც ცვლილების შეტანა შეუძლია, მე სათადარიგოთა სკამზე ნახევარმცველი არ მყავდა. ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში ტიმ ფოსუ-მენსა ვათამაშე. გუნდს პრობლემები აქვს, გუნდს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს და დერბიში ისე თამაში, როგორც ჩვენ ვითამაშეთ, სიმტკიცეს აჩვენებს, ფეხბურთელთა ხასიათს უსვამს ხაზს.

დღეს ბევრი ადამიანი აკვირდებოდა ერთქულიან სხვაობას "სიტისა" და ჩვენ შორის, მაგრამ ზოგიერთს დაავიწყდა "ლივერპულთან" ჩამორჩენა და ეს ქულა შესაძლოა, მნიშვნელოვანი გამოდგეს. პრემიერ ლიგაში 24-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია იგივე არ არის, რაც სხვა ჩემპიონატში ნაჩვენები ასეთივე სერია. ეს ბევრს ნიშნავს, ეს მონდომება ყველასთვის ბევრს ნიშნავს."

კვირას "სუონსისთვის" მზადება

"ძალიან რთული იქნება, რთულია. მაგრამ რა შეიძლება გავაკეთოთ? 11 ფეხბურთელით გავალთ და რა თქმა უნდა, მოედანზე მყოფი თერთმეტივე ფეხბურთელი ყველაფერს გაიღებს, ნამდვილად ასე იქნება. ასე რომ, ვიცით, ხუთშაბათს სასიცოცხლო მატჩი გვექნება ვიგოში, რადგან ამას სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის სტატუსი უნდა მივანიჭოთ, ჩვენ ხომ ევროპა ლიგის ნახევარფინალში ვართ. თუმცა, "სუონსის" წინააღმდეგ "ოლდ ტრაფორდის" მხარდაჭერით, ამ 24-მატჩიანი წაუგებელი სერიით, კვლავ გავალთ და ყველაფერს გავიღებთ".

ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: levionok
28 აპრილი 2017 14:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
#De #Gea ახალი სეზონიდან
მადრიდის #რეალში ითამაშებს

ციტატა: bziki
დაცვას ჟოზეს ხელწერა ეტყობა უკვე , მომავალ წელს ბევრად უფრო ძლიერები ვიქნებით უკან, სუონსთან თავის შეკვლა არ ღირს რომც დაგვიცდეს ფეხი, ჯობია დაასვენოს სასტავი და მიაწვეს სელტას,
დასვენებას აკადემიური უფერული თამაშით თუ შეძლებენ თორე იმდენი ტრამვირებულია 11 კაცი თუ შეიკრა ეგეც კაი ამბავია

როტაციისთვის ფეხბურთელების საკმარისი რაოდენობაა საჭირო რომელიც ჩვენ აღარ გვყავს ტრამვების ფონზე რანაირათ დაასვენებს არ ვიცი არადა თუ არ დაისვენეს ტრამვების სერია გაგრძელდება სამწუხაროდ რუნი გვჭირდება ძალიან ახლა უნდა დაგვეხმაროს კარგი იყო რომ სიტისთან არ გამოსულა დაისვენებს მაგრამ ერერაზე და ბაიზე რა გვეშველება არ ვიცი დასვენება ჭირდებათ ამ ბიჭებს
0
№12
ავტორი: kaxeti
28 აპრილი 2017 14:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
აუ რა ძღრენი კალენდარი გვაქვს რა ფელაინი პიტალოების ხელმწიფე

დარწმუნებული ვარ რომ არც არსენალთან და არც ტოტენჰემთან არ წავაგებთ მაგრამ გვინდა მოგებები
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
28 აპრილი 2017 16:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ფელაინი გასაგდები იყო აბა რა იყო
0
№14
ავტორი: qamari
28 აპრილი 2017 17:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
ციტატა: levionok
#De #Gea ახალი სეზონიდან
მადრიდის #რეალში ითამაშებს

ციტატა: bziki
დაცვას ჟოზეს ხელწერა ეტყობა უკვე , მომავალ წელს ბევრად უფრო ძლიერები ვიქნებით უკან, სუონსთან თავის შეკვლა არ ღირს რომც დაგვიცდეს ფეხი, ჯობია დაასვენოს სასტავი და მიაწვეს სელტას,
დასვენებას აკადემიური უფერული თამაშით თუ შეძლებენ თორე იმდენი ტრამვირებულია 11 კაცი თუ შეიკრა ეგეც კაი ამბავია

როტაციისთვის ფეხბურთელების საკმარისი რაოდენობაა საჭირო რომელიც ჩვენ აღარ გვყავს ტრამვების ფონზე რანაირათ დაასვენებს არ ვიცი არადა თუ არ დაისვენეს ტრამვების სერია გაგრძელდება სამწუხაროდ რუნი გვჭირდება ძალიან ახლა უნდა დაგვეხმაროს კარგი იყო რომ სიტისთან არ გამოსულა დაისვენებს მაგრამ ერერაზე და ბაიზე რა გვეშველება არ ვიცი დასვენება ჭირდებათ ამ ბიჭებს

ნამდვილად საინტერესოა ვინ უნდა დაისვენოს და ვინ ითამაშოს სოუნსთან ,ან უკაცრავად შეიძლება რამე არ ვიცი.ჩემის და ეტყობა მოუსიც გარანტირებული დღეს არაფერია ,ამიტომ ის რა რესურსიც არის ორივე ფრონტზე უნდა აბრძოლო

№15
ავტორი: giorgi_mg
28 აპრილი 2017 20:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ნახევარმცველი არ მყავსო რო იძახის ბასტიანი აბა ვინ არის?! ჩამოწერა როგორც ჩანს რა, მაგრად ტეხავს
0
№16
ავტორი: Iunaitedi
28 აპრილი 2017 20:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Evropa evropaaaa unda movigot warmovidginot vitom ligazevart isevitamashot
0
№17
ავტორი: levionok
29 აპრილი 2017 19:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ციტატა: giorgi_mg
ნახევარმცველი არ მყავსო რო იძახის ბასტიანი აბა ვინ არის?! ჩამოწერა როგორც ჩანს რა, მაგრად ტეხავს

ბასტიანი კარგა ხანია უკვე ამერიკაში თამაშობს ;)
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top