თბილისი:
მანჩესტერი:
27-04-2017, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2548,
კომენტარები: 12
მოურინიომ ჯონსისა და სმოლინგის შესახებ ისაუბრა
ჟოზემ ინგლისელთა დუეტის მომავალი მიმოიხილა.
მოურინიომ ჯონსისა და სმოლინგის შესახებ ისაუბრა
ჟოზე მოურინიომ კრის სმოლინგსა და ფილ ჯონსს "წინდახედული" ფეხბურთელები უწოდა და მიანიშნა, რომ მომდევნო სეზონს ორივე მათგანი "მანჩესტერ იუნაიტედში" გაატარებს.

გასულ თვეში სმოლინგმა საერთაშორისო მატჩებისთვის მზადებისას ჯონსს თითი მოსტეხა, მოგვიანებით კი ინგლისის ნაკრების ვარჯიშზე თვითონაც დაშავდა და მუხლის დამცავების ტარება მოუწია.

გასულ კვირაში "ანდერლეხტთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ მოურინიომ ინგლისელ მცველებს რისკისა და სიმამაცისკენ მოუწოდა, რადგანაც იმ მატჩში გუნდს კიდევ ერთი ტრავმირებული შეემატა მარკოს როხოს სახით, რამაც ერიკ ბაიი აქცია პირველი გუნდის ერთადერთ ცენტრალურ მცველად.

მოურინიომ "ბარნლისთან" გამარჯვების შემდეგაც აღნიშნა სმოლინგი და ჯონსი, რომელთაც დახმარების გაწევა სთხოვა ბაიისთვის, ერთადერთი ფეხბურთელისთვის, რომელმაც "იუნაიტედის" ბოლო შვიდივე მატჩი სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა.

მიუხედავად იმისა, რომ დუეტი მანჩესტერულ დერბიში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მოურინიოს მათი ფიტნეს ფოლოსოფიის შესახებ ჰკითხეს.

"ფრთხილები. წინდახედულები. ფრთხილები. მხოლოდ ფრთხილი მიდგომა. ეს პროფილია, სამუშაოს ფილოსოფია. მხოლოდ ეს."

როცა მიიჩნიეს, რომ "იუნაიტედის" მცველები თანამედროვე ფეხბურთელების სენით არიან შეპყრობილნი, რაც ტკივილით თამაშის უსურველობას გულისხმობს, მოურინიომ დაამატა: "პროფესიონალური ფეხბურთი უმაღლეს დონეზე, დიახ.

მხოლოდ მათში არ არის საქმე, მათ ირგვლივ არსებული მენტალურობისა და ფილოსოფიის საკითხიცაა. მხოლოდ მათში არ არის საქმე და იცით, რომ იმ ფეხბურთელებით ვითამაშებთ, ვინც ჩვენს განკარგულებაშია.

ჩვენ გვყავს ბლინდი, რომელმაც კარგად ითამაშა, გვყავს ბაიი, რომელიც კარგად, მართლაც კარგად თამაშობს და გვყავს აქსელი, რომელიც თავის შანსს ელოდება. გვყავს მენსა, რომელმაც 21-წლამდელთა ეროვნულ ნაკრებში ცენტრალური მცველის პოზიცია მოირგო და ჩვენ მივდივართ, მივდივართ.

შესაძლოა, მეტოქე სხვა თვალით გვიყურებს, რადგან ჩვენ არა გვყავს ზლატანი, პოლი, მარკოსი, მატა, ჯონსი და სმოლინგი. შესაძლოა, ისინი სხვაგვარად გვხედავენ, მაგრამ არა მგონია, სულელები იყვნენ, არც გულუბრყვილონი არიან და იციან, რომ ბრძოლას ვაპირებთ."


აქვთ მომდევნო სეზონში თამაშის შანსი?


"რა თქმა უნდა, აქვთ. იმედი მაქვს, ამ სეზონშიც. იმედი მაქვს, ამ სეზონშიც."

სმოლინგი ნოემბერში ასევე დაშავდა და "სუონსისთან" მატჩში ვერ მიიღო მონაწილეობა, ამის შემდეგ კი მან 17 დეკემბრამდე იუქმა.

სამაგიეროდ, მოურინიომ ფილ ჯონსი შეაქო, რომელმაც 3 თვეში პირველი მატჩი სწორედ "ლივერთი სტედიუმზე" ჩაატარა.

"ფილ ჯონსი საკმაოდ მამაცი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ეთქვა: "მზად ვარ. მზად ვარ გუნდისთვის." ეს მითხრა მაშინ, როცა მზად არ იყო, რადგან ბურთს 2 თუ 3 თვე არ შეხებია, მაგრამ მზად იყო გონებრივად. გონებრივი მზადყოფნა კი ნამდვილად მნიშვნელოვანია და მან შესანიშნავად ითამაშა."

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Gamkrelidze
27 აპრილი 2017 13:09
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ოხ ეს ტრავმები რო არა ვინ იცის ფილ ჯონსი ეხლა რა დონის მცველი იქნებოდა... sad
0
№2
ავტორი: ikeoni
27 აპრილი 2017 13:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Rac mteli sezoni tramvebis gareshe gaviaret ertianad dagvatyda tavze sezonis bolos ra(((
0
№3
ავტორი: LASHQARA
27 აპრილი 2017 13:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
აი ფილ ჯონსი არის კარიერული უიღბლობის მაგალითი, არადა რა მაგრად კრიფავს რამოდენიმე თამაშს რომ გადააბავს love am
0
№4
ავტორი: gache1991
27 აპრილი 2017 13:53
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
didi matchis ori biletia dges:))?da yvelapers pulit ver iyidi:))?sxva danarchenistvis ra arsebobda vis axsovs:))
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
27 აპრილი 2017 13:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: ikeoni
Rac mteli sezoni tramvebis gareshe gaviaret ertianad dagvatyda tavze sezonis bolos ra(((


ხო მეც მაგას ვამბობ, რაც აქამდე არ ყოფილა ეს ტრამვები ამ სეზონში ბოლოს მიეყარა
0
№6
ავტორი: GeorgeBest
27 აპრილი 2017 14:28
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჯონსიც კი მოხოდილი იყო ბოლო დროს და რა ამბები გვაქვს დაცვაში. კიდე კაი ბაიი მაინც შემოგვრჩა
0
№7
ავტორი: kashmara
27 აპრილი 2017 14:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
Ahahah sagol gache me maxsovs brat yvlafers fulit ver iyidi sxva danrchnstvis evrocard masrercadi arsebosbs.... getrebi 18 masuri da bolos eg tema edzroboda ))))) .... dges dzan bevri goli gava da imedia es chveni kari ar iqneba .... frosu mensa minda kerikis mahurad dzan mebrdzololi da jilkiani kacia ... da 60 wutis mere bebero keriki dalahebs tu kargad wagviva tamashi... tore shenelebuli kerikot da felainit debrune motynavs centts da shesabamisad wavagebt. Da imedia forsikas dawybinebs
0
№8
ავტორი: levionok
27 აპრილი 2017 15:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
სმოლინგი ძალიან ქალიშვილობს და გაუშვებს ასე თუ გააგრძელა უკვე მერამდენედ აღნიშნავს ამას რომ არა ტრამვბეი სმოლინგი ალბათ ძირითადს ვერც ნახავდა შარშანდელი სეზონის შემდეგ იმედიანად ვიყავი მაგრამ ეს ბიჭი ვერ პროგრესირებს და პირიქით
0
№9
ავტორი: GRIEZMANN 7
27 აპრილი 2017 15:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 196
სმოლინვი მაგარი ****ა მაგას ჯონსი მირჩევნია
0
№10
ავტორი: gaga1987
27 აპრილი 2017 17:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ძალიან გადაიღალა სასტავი.მართლა რამდენი თამაში ჩავატარეთ ამის დედაც ჯეკ :)))))))))))))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top