თბილისი:
მანჩესტერი:
27-04-2017, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2557,
კომენტარები: 12
მოურინიომ ჯონსისა და სმოლინგის შესახებ ისაუბრა
ჟოზემ ინგლისელთა დუეტის მომავალი მიმოიხილა.
მოურინიომ ჯონსისა და სმოლინგის შესახებ ისაუბრა
ჟოზე მოურინიომ კრის სმოლინგსა და ფილ ჯონსს "წინდახედული" ფეხბურთელები უწოდა და მიანიშნა, რომ მომდევნო სეზონს ორივე მათგანი "მანჩესტერ იუნაიტედში" გაატარებს.

გასულ თვეში სმოლინგმა საერთაშორისო მატჩებისთვის მზადებისას ჯონსს თითი მოსტეხა, მოგვიანებით კი ინგლისის ნაკრების ვარჯიშზე თვითონაც დაშავდა და მუხლის დამცავების ტარება მოუწია.

გასულ კვირაში "ანდერლეხტთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ მოურინიომ ინგლისელ მცველებს რისკისა და სიმამაცისკენ მოუწოდა, რადგანაც იმ მატჩში გუნდს კიდევ ერთი ტრავმირებული შეემატა მარკოს როხოს სახით, რამაც ერიკ ბაიი აქცია პირველი გუნდის ერთადერთ ცენტრალურ მცველად.

მოურინიომ "ბარნლისთან" გამარჯვების შემდეგაც აღნიშნა სმოლინგი და ჯონსი, რომელთაც დახმარების გაწევა სთხოვა ბაიისთვის, ერთადერთი ფეხბურთელისთვის, რომელმაც "იუნაიტედის" ბოლო შვიდივე მატჩი სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა.

მიუხედავად იმისა, რომ დუეტი მანჩესტერულ დერბიში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მოურინიოს მათი ფიტნეს ფოლოსოფიის შესახებ ჰკითხეს.

"ფრთხილები. წინდახედულები. ფრთხილები. მხოლოდ ფრთხილი მიდგომა. ეს პროფილია, სამუშაოს ფილოსოფია. მხოლოდ ეს."

როცა მიიჩნიეს, რომ "იუნაიტედის" მცველები თანამედროვე ფეხბურთელების სენით არიან შეპყრობილნი, რაც ტკივილით თამაშის უსურველობას გულისხმობს, მოურინიომ დაამატა: "პროფესიონალური ფეხბურთი უმაღლეს დონეზე, დიახ.

მხოლოდ მათში არ არის საქმე, მათ ირგვლივ არსებული მენტალურობისა და ფილოსოფიის საკითხიცაა. მხოლოდ მათში არ არის საქმე და იცით, რომ იმ ფეხბურთელებით ვითამაშებთ, ვინც ჩვენს განკარგულებაშია.

ჩვენ გვყავს ბლინდი, რომელმაც კარგად ითამაშა, გვყავს ბაიი, რომელიც კარგად, მართლაც კარგად თამაშობს და გვყავს აქსელი, რომელიც თავის შანსს ელოდება. გვყავს მენსა, რომელმაც 21-წლამდელთა ეროვნულ ნაკრებში ცენტრალური მცველის პოზიცია მოირგო და ჩვენ მივდივართ, მივდივართ.

შესაძლოა, მეტოქე სხვა თვალით გვიყურებს, რადგან ჩვენ არა გვყავს ზლატანი, პოლი, მარკოსი, მატა, ჯონსი და სმოლინგი. შესაძლოა, ისინი სხვაგვარად გვხედავენ, მაგრამ არა მგონია, სულელები იყვნენ, არც გულუბრყვილონი არიან და იციან, რომ ბრძოლას ვაპირებთ."


აქვთ მომდევნო სეზონში თამაშის შანსი?


"რა თქმა უნდა, აქვთ. იმედი მაქვს, ამ სეზონშიც. იმედი მაქვს, ამ სეზონშიც."

სმოლინგი ნოემბერში ასევე დაშავდა და "სუონსისთან" მატჩში ვერ მიიღო მონაწილეობა, ამის შემდეგ კი მან 17 დეკემბრამდე იუქმა.

სამაგიეროდ, მოურინიომ ფილ ჯონსი შეაქო, რომელმაც 3 თვეში პირველი მატჩი სწორედ "ლივერთი სტედიუმზე" ჩაატარა.

"ფილ ჯონსი საკმაოდ მამაცი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ეთქვა: "მზად ვარ. მზად ვარ გუნდისთვის." ეს მითხრა მაშინ, როცა მზად არ იყო, რადგან ბურთს 2 თუ 3 თვე არ შეხებია, მაგრამ მზად იყო გონებრივად. გონებრივი მზადყოფნა კი ნამდვილად მნიშვნელოვანია და მან შესანიშნავად ითამაშა."

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: kobinio
27 აპრილი 2017 17:18
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
სმოლინგს წყალია აქ შეყენებული

ჩვენ მივდივართ მივდივართ ვიღაცეები რჩებიანო აღარ დაამატა
0
№12
ავტორი: shotkin
27 აპრილი 2017 17:49
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: levionok
სმოლინგი ძალიან ქალიშვილობს და გაუშვებს ასე თუ გააგრძელა უკვე მერამდენედ აღნიშნავს ამას რომ არა ტრამვბეი სმოლინგი ალბათ ძირითადს ვერც ნახავდა შარშანდელი სეზონის შემდეგ იმედიანად ვიყავი მაგრამ ეს ბიჭი ვერ პროგრესირებს და პირიქით

არამარტო სმოლინგზე ადრე შოუზეც იგივეს ანამიოკებდა და ბოლოს შეაქო და თქვა რო არმეგონა90 წუთი თუ ითამაშებდა და იანგი მყავდა გამოყვანილი გასახურებლად რო სემეცვალაო მარა მითხრა ბოლომდე მინდა ვითამაშოო და მოეწონა მოუს ეგ და სწორიცაა სწორ მენტალიტეტს ითხოვს მოედანზე მებრძოლები ჭირდება და არა ქალისვილები და ბევრი გვყავს ქალიშვილი ჩემიაზრით და ნელ ნელა მოიცილებს მაგ ხალხს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top