თბილისი:
მანჩესტერი:
26-04-2017, 17:10
ავტორი: Gamkrelidze,
ნანახია: 2511,
კომენტარები: 16
პოლ მერსონის პროგნოზი
გთავაზობთ ინგლისელი ექსპერტის, პოლ მერსონის პროგნოზს, რომელიც მან მანჩესტერულ დერბისთან დაკავშირებით გამოაქყვეყნა.
პოლ მერსონის პროგნოზი
SkySports-ის ცნობილი ბრიტანელი ექსპერტი, პოლ მერსონი ტრადიციას არ არღვევს და პრემიერ ლიგის ჩასატარებელ მატჩებზე კვლავაც აქვეყნებს საკუთარ პროგნოზებს. ასე რომ 27 აპრილს ჩასატარებელი შეხვედრა რომელიც "მანჩესტერ სიტისა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის უნდა გაიმართოს, გამონაკლისი არ აღმოჩნდა. ექსპერტმა მანჩესტერულ დერბიზე საკმაოდ საინტერესო პროგნოზი გააკეთა.

"ორივე გუნდისთვის გამარჯვება ძალზედ მნიშვნელოვანია. მე ვუყურე "იუნაიტედის" და "ანდერლეხტის" დაპირისპირებას, ბელგიელები პირველ ტაიმში საკმაოდ კარგად მოქმედებდნენ, თუმცა "იუნაიტედმა" გამარჯვების გზა მაინც იპოვა. "ბარნლის" დამარცხება ადვილი საქმე არ არის, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამარჯვების მოპოვება კვლავ მოახერხა.

ეს დიდი თამაში იქნება. რომელი გუნდიც დამარცხდება, ის ჩამოსცილდება ოთხეულისათვის ბრძოლას. ხოლო გამარჯვებულისთვის ეს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ოთხეულისაკენ.

"სიტი" სათასო გათამაშებიდან "არსენალმა" გამოაგდო. ვფიქრობ "იუნაიტედის" მთავარი ძალა მარკუს რეშფორდი იქნება. ზლატანის შემცვლელი სწორედ მარკუსია, მისი სისწრაფე პეპ გვარდიოლას დიდ პრობლემებს შეუქმნის დაცვაში.

ვფიქრობ რომ ამ თამაშში გუნდები ერთმანეთის შეჩერებას ვერ შეძლებენ. მარკუს რეშფორდის განეიტრალება ძალიან რთული იქნება, თუმცა "სიტის" აგუერო, სანე, კევინ დე ბრუინი და რაჰიმ სტერლინგი ჰყავს, ისინი კი გატანას ყოველთვის ახერხებენ. ორივე გუნდს სამი ქულა სჭირდება, ასე რომ უხვგოლიანი მატჩი გველის."
- დაასრულა ექსპერტმა.

პოლ მერსონის საბოლოო პროგნოზი ასეთია: "მანჩესტერ სიტი" 3 - 3 "მანჩესტერ იუნაიტედი"

შეგახსენებთ, რომ მატჩი "მანჩესტერ სიტისა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის, 27 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

წყარო: SkySports
ახალი ამბები
16 კომენტარი
№1
ავტორი: Gamkrelidze
26 აპრილი 2017 17:12
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
დიდი იმედი მაქვს რომ გავიმარჯვებთ, თუმცა დაუშვათ და ფრე დასრულდა კატასტროფული შედეგი ნამდვილად არ იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ორმატჩიანი ფორა რაც გვაქ ლივერპულთან უნდა გამოვიყენოთ. მინიმუმ 4 ქულა უნდა ავიღოთ ამ ორ თამაშში. manunited
1
№2
ავტორი: nika_nikusha
26 აპრილი 2017 17:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
ეს ხო იმენა ლელა კაკულიაა
4
№3
ავტორი: SANDROGRIGA
26 აპრილი 2017 17:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რა მოთხარა wink
0
№4
ავტორი: LASHQARA
26 აპრილი 2017 18:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
აგუერო არ უნდა იყოს წესით და თუ აგუერო არ იქნება პოგბა რომც გვაკლდეს მაინც დიდი შანსია რომ მინიმუმ ქულა ავიღოთ 1–1 1–2 love am
0
№5
ავტორი: shotkin
26 აპრილი 2017 18:23
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
არამგონია 6 გოლი გავიდეს :)))) ფრე ტრაგედიად შეიზლება ეხლა არ მოგვეჩვენოს მარა საბოლოო შედეგზე ტრაგედიად შეიზლება აისახოს ეგ 2 ქულის დაკარგვა ამიტომ მოგება გვინდა რო წყნარად ვიყოთ. თან შარშან სიტიმ 1 ქულით გვაჯობდა დალიგაზე გავიდა და იგივე აღარ უნდა განმეორდეს რა.
1
№6
ავტორი: mogeba
26 აპრილი 2017 18:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
fre misagebia magram mogeba shegvizlia
0
№7
ავტორი: kobinio
26 აპრილი 2017 18:53
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: shotkin
არამგონია 6 გოლი გავიდეს :)))) ფრე ტრაგედიად შეიზლება ეხლა არ მოგვეჩვენოს მარა საბოლოო შედეგზე ტრაგედიად შეიზლება აისახოს ეგ 2 ქულის დაკარგვა ამიტომ მოგება გვინდა რო წყნარად ვიყოთ. თან შარშან სიტიმ 1 ქულით გვაჯობდა დალიგაზე გავიდა და იგივე აღარ უნდა განმეორდეს რა.

ასიანი ხარ. ეს მაგარი ცრუპენტელაა ჩვენ თურმე მარტო ჰეშფორდი გვყოლია და იმათ მთელი ამალა
ფელაინის რასუშვები ფელაინის? :D :D :D
0
№8
ავტორი: ikeoni
26 აპრილი 2017 19:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Ra 3-3 magari siroba gaazroo))xval bolomde unda vibzolot da movigot
0
№9
ავტორი: kaxeti
26 აპრილი 2017 19:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
სუფთა ცუ ცუ რაა
0
№10
ავტორი: nugo-nugo
26 აპრილი 2017 19:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
ნეტა შიგ არ ქონდეს ამ ცენზურას.3;3 არა 6;6. 1;2 ვიგებთ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top