თბილისი:
მანჩესტერი:
24-04-2017, 21:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2269,
კომენტარები: 12
ერერა: "გამარჯვება დუეტს ეძღვნება"
ერერამ "ბარნლისთან" მოგება ტრავმირებულებს მიუძღვნა.
ერერა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, ანდერ ერერამ "ბარნლისთან" მოპოვებული გამარჯვება ტრავმირებულ დუეტს, მარკოს როხოსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს მიუძღვნა.

ერერამ "ბორდოველებთან" მატჩში ნახევარდაცვაში სოლიდური, პროფესიონალური თამაში ჩაატარა, ენტონი მარსიალისა და უეინ რუნის გოლები კი სამი ქულის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა და "წითლები" ოთხეულში მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებენ.

მატჩის წინ დადასტურდა, რომ იბრაჰიმოვიჩმა და როხომ მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტეს, რის გამოც ერერამ მათ გამარჯვება მიუძღვნა.

"ბედნიერი ვარ, რომ გამარჯვება იბრასა და მარკოსს მივუძღვენით. ახლა მათ ცუდი მომენტი აქვთ. იბრაჰიმოვიჩს იმიტომ, რომ 35 წლის არის და ყველაფერი აქვს მოგებული, 15 თუ 16 წლის განმავლობაში უმაღლეს დონეზე თამაშობდა, ასეთი ცუდი ტრავმა კი პირველად მიიღო და მის გამო დამწუხრებულები ვართ.

მარკოსი კარიერის საუკეთესო პერიოდში იყო. ძალიან დიდი ყურადღებით ეპყრობოდა თავის საქმეს. ჩემი მეგობარია, ამიტომ ძალიან ვწუხვარ მის გამო, მაგრამ ძალიან ძლიერია და ძლიერი დაბრუნდება. გამარჯვებას მათ ვუძღვნით."


ერერას მიაჩნია, რომ იბრაჰიმოვიჩის ფიზიკური სიძლიერე შვედს გამოჯანმრთელებაში დაეხმარება, მიუხედავად მისი ასაკისა.

"ფიზიკურად პრივილიგერირებულია. მისი ფიზიკურობა, მისი სხეული ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც კი ოდესმე მინახავს, ამიტომაც მგონია, რომ მას უფრო გაუადვილდება დაბრუნდება, ვიდრე სხვებს.

რა თქმა უნდა, 35 წლის არის, ამიტომ ბევრი, ძალიან ბევრი უნდა იშრომოს და მოითმინოს, მაგრამ ეQვი არ მეპარება, რომ დაბრუნდება, რადგან ფეხბურთი უყვარს, გოლების გატანაც უყვარს.

ყოველდღე ვარჯიშობს. ყოველთვის გამარჯვება სურს, ვარჯიშებზე ჩატარებულ ნებისმიერ დავალებაში ცდილობს მოგებას, ამიტომ ეჭვი არ მეპარება მის დაბრუნებაში. მაგრამ ჩვენ ყველამ მხარი უნდა დავუჭიროთ - არა მარტო ზლატანს, არამედ მარკოსსაც, რადგან ძალიან ცუდი მომენტი აქვთ.

როხო მართლაც საუკეთესო მომენტში იყო, სრულად კონცენტრირებული. ჩემთვის, ამჟამად, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრფორვარდია. მისი დამარცხება, დუელის მოგება, ძალიან რთულია, ორთაბრძოლებში იმარჯვებს. უნდა იცოდეს, რომ ისეთივე დაბრუნდება, როგორიც იყო. ჩემი მეგობარია და ვეცდები, ძალიან, ძალიან ახლოს ვიყო მის დასახმარებლად."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
24 აპრილი 2017 21:49
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
როხო რამდენ ხანს გამოტოვებს ნეტა? იგივე ტრანვა თუ აქვს ეგეც 9 თვე?
0
№2
ავტორი: ikeoni
24 აპრილი 2017 22:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ეს გვინდოდა ეხლაა:(( მართლა რა ფორმაში იყოო როხოო
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
24 აპრილი 2017 22:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ორივე დიდი დანაკლისია, წინ კიდე ზლატანის გარეშეც შეუძლიათ ასე თუ ისე და დაცვაში როხო ძაან საჭირო იყო
0
№4
ავტორი: GRIEZMANN 7
24 აპრილი 2017 22:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 196
იბრა წავა ალბათ მორატაზე იწერებაა
0
№5
ავტორი: giorgisamnidze99
24 აპრილი 2017 22:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მიდი დაგვიბრუნდით ბიჭებო იბრუ და როხუუუ ორივე საჭირო ხართ მიდით რა მალე ფინალში იყავით მაინც რააა <3 სიტისთანაც თქვენ მოგიძგვნიან სამ ქულას
0
№6
ავტორი: gache1991
25 აპრილი 2017 00:06
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ibra isedac unda wasuliyo.eg tavis gasaketebels amerikashi utamashebladac gaaketebs(pexburtis popularizaciis pontshi)roxos rac sheexeba aramgonia turnemde ver dabrundes.mtavaria mous xelshi ise da imaze magal doneze tamashobs vidre rodesme(msoflioze itamasha dzaan kargad)mtvaria esbolo tamashebi blindma gaqachos.pirvelwreshi blindit daiwyo moum da dzaanbevri shecdoma qonda.tumca bailis aq didi progresi

ise suonsistan keriki ro daayenos sacdelad ar iqneba cudi.blindze meti klasi chkua gamocdileba simagle yvelaferi aq ro blinds ajobos adre fergimac daayena maxsovs da araferi gaupuchebia..
0
№7
ავტორი: makaveli
25 აპრილი 2017 00:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: GRIEZMANN 7
იბრა წავა ალბათ მორატაზე იწერებაა

Morata ragac ar momcons ra meore lorentea da magas isev aw ukve yopili citeli chicharitos dabruneba mirchevnia
Tqven ras ityvit bichebo ???
0
№8
ავტორი: GRIEZMANN 7
25 აპრილი 2017 00:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 196
ციტატა: makaveli
ციტატა: GRIEZMANN 7
იბრა წავა ალბათ მორატაზე იწერებაა

Morata ragac ar momcons ra meore lorentea da magas isev aw ukve yopili citeli chicharitos dabruneba mirchevnia
Tqven ras ityvit bichebo ???

ცუდი არაა მაგრამ მე მბაპე მინდაა და ათიანზე გრიზუ ძაან კი დაგვიგროვდება ფრანგები მაგრამ ან ალი
0
№9
ავტორი: JuanMata
25 აპრილი 2017 11:28
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: GRIEZMANN 7
იბრა წავა ალბათ მორატაზე იწერებაა


მორატას ჩელსიშიც უშვებენ, რას გაიგებ სანამ ზაფხული არ მოვა, იბრას ტრავმის მერე ალბათ ერთ თავდამსხმელს იყიდის მოუ, მაგრამ ჩემი აზრით ფლანგის ფეხბურთელი უფრო გვინდა, მარსიალი და რეშფორდი მშვენივრად თამაშობენ ფორვარდის პოზიციაზე.
0
№10
ავტორი: გაბადაძე
25 აპრილი 2017 11:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
წინა წელს იყო და შოუ იყო ფორმის პიკში დგებოდა და ფეხი მოიტეხა ეხა იყო და როხო იყო სასწაულ ფორმაში და ეს დაემართა რა უბედურება ბუბლიკ areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top