თბილისი:
მანჩესტერი:
24-04-2017, 21:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2276,
კომენტარები: 12
ერერა: "გამარჯვება დუეტს ეძღვნება"
ერერამ "ბარნლისთან" მოგება ტრავმირებულებს მიუძღვნა.
ერერა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, ანდერ ერერამ "ბარნლისთან" მოპოვებული გამარჯვება ტრავმირებულ დუეტს, მარკოს როხოსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს მიუძღვნა.

ერერამ "ბორდოველებთან" მატჩში ნახევარდაცვაში სოლიდური, პროფესიონალური თამაში ჩაატარა, ენტონი მარსიალისა და უეინ რუნის გოლები კი სამი ქულის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა და "წითლები" ოთხეულში მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებენ.

მატჩის წინ დადასტურდა, რომ იბრაჰიმოვიჩმა და როხომ მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტეს, რის გამოც ერერამ მათ გამარჯვება მიუძღვნა.

"ბედნიერი ვარ, რომ გამარჯვება იბრასა და მარკოსს მივუძღვენით. ახლა მათ ცუდი მომენტი აქვთ. იბრაჰიმოვიჩს იმიტომ, რომ 35 წლის არის და ყველაფერი აქვს მოგებული, 15 თუ 16 წლის განმავლობაში უმაღლეს დონეზე თამაშობდა, ასეთი ცუდი ტრავმა კი პირველად მიიღო და მის გამო დამწუხრებულები ვართ.

მარკოსი კარიერის საუკეთესო პერიოდში იყო. ძალიან დიდი ყურადღებით ეპყრობოდა თავის საქმეს. ჩემი მეგობარია, ამიტომ ძალიან ვწუხვარ მის გამო, მაგრამ ძალიან ძლიერია და ძლიერი დაბრუნდება. გამარჯვებას მათ ვუძღვნით."


ერერას მიაჩნია, რომ იბრაჰიმოვიჩის ფიზიკური სიძლიერე შვედს გამოჯანმრთელებაში დაეხმარება, მიუხედავად მისი ასაკისა.

"ფიზიკურად პრივილიგერირებულია. მისი ფიზიკურობა, მისი სხეული ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც კი ოდესმე მინახავს, ამიტომაც მგონია, რომ მას უფრო გაუადვილდება დაბრუნდება, ვიდრე სხვებს.

რა თქმა უნდა, 35 წლის არის, ამიტომ ბევრი, ძალიან ბევრი უნდა იშრომოს და მოითმინოს, მაგრამ ეQვი არ მეპარება, რომ დაბრუნდება, რადგან ფეხბურთი უყვარს, გოლების გატანაც უყვარს.

ყოველდღე ვარჯიშობს. ყოველთვის გამარჯვება სურს, ვარჯიშებზე ჩატარებულ ნებისმიერ დავალებაში ცდილობს მოგებას, ამიტომ ეჭვი არ მეპარება მის დაბრუნებაში. მაგრამ ჩვენ ყველამ მხარი უნდა დავუჭიროთ - არა მარტო ზლატანს, არამედ მარკოსსაც, რადგან ძალიან ცუდი მომენტი აქვთ.

როხო მართლაც საუკეთესო მომენტში იყო, სრულად კონცენტრირებული. ჩემთვის, ამჟამად, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრფორვარდია. მისი დამარცხება, დუელის მოგება, ძალიან რთულია, ორთაბრძოლებში იმარჯვებს. უნდა იცოდეს, რომ ისეთივე დაბრუნდება, როგორიც იყო. ჩემი მეგობარია და ვეცდები, ძალიან, ძალიან ახლოს ვიყო მის დასახმარებლად."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: gache1991
25 აპრილი 2017 12:31
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
yvelaze kai iqneba lukakus moyvana,jererti imena forvardia,meore ibraze aewyo gundi da yvelaze metad gavs stilit.grizmani rogori igroki da forvardic ari egre mxitarianic ro daayeno arari gamoricxuli itamashos.

mirrorma dawera ro ibra midis amerikashi.me mainc vtvlidi ro tramvis gareshec unda wasuliyi
0
№12
ავტორი: Shota Blues
26 აპრილი 2017 20:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
ორივე ძალიან მიყვარს; ზლატა დიდი კაცია! როხო დიდებული!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top