თბილისი:
მანჩესტერი:
24-04-2017, 18:57
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 2332,
კომენტარები: 20
კარაგერი: "მისი დაბრუნება შეცდომა იქნება"
ჯეიმი კარაგერის აზრით, მაიკლ კინი "ოლდ ტრაფორდზე" არ უნდა დაბრუნდეს.
კარაგერი:
"ლივერპულის" ლეგენდა და ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველის, ჯეიმი კარაგერის აზრით, "ბარნლის" ცენტრალურმა მცველმა, მაიკლ კინიმ კარიერა "ევერტონში" უნდა გააგრძელოს და არა "იუნაიტედში".

იმის გათვალისწინებით, რომ მაიკლ კინი შთამბეჭდავ სეზონს ატარებს "პრემიერ ლიგის" მიმდინარე გათამაშებაში, მისი "თერფ მურის" დატოვება გარდაუვალი იქნება.

"იუნაიტედს" სურს მაიკლის "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნება, თუმცა კარაგერის აზრით, ინგლისის ნაკრების წევრს, "ევერტონი" უფრო შეეფერება.

"24 წლის მოთამაშესთვის რთული იქნება ყოფილ კლუბში დაბრუნება. ჩემი აზრით, "ბარნლი" მისთვის კარგი ადგილია, მაგრამ არსებობს შანსი იმისა, რომ მაიკლი მომდევნო სეზონს სხვა კლუბის ღირსებას დაიცავს. ვფიქრობ, მისი "იუნაიტედში" დაბრუნება შეცდომა იქნება.

მაიკლი უნდა წავიდეს ისეთ კლუბში, სადაც ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრებს ადგილს. შეძლებს ის ამას "იუნაიტედში" ? - არ ვარ დარწმუნებული.

არის საუბრები, რომ მისით "ევერტონი" ინტერესდება. ეს შესანიშნავი ვარიანტი იქნება ინგლისის ნაკრების წევრისთვის. დიახ - მაიკლს სურს მოიგოს ტიტული, თუმცა მისთვის მთავარი ყოველ კვირა დღეს თამაშია"
- განაცხადა ჯეიმი კარაგერმა "SkySports"-თან ინტერვიუში.
ინტერვიუები
20 კომენტარი
№1
ავტორი: nugo-nugo
24 აპრილი 2017 19:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
მართლას ამბობს.აქ ვერ დაიმკვიდრება ძირითადში ადგილს ბაიი როხო მოსლინგი და კიდე მოვა ვინმე ტოპ კლასის მცველი და კინი ვერ გაუძლებს კონკურენციას თავისი მომავლისთვის ჯობია აქ არ დაბრუნდეს მაგრამ ბარნლიში ცოდოა ცოტა უფრო დიდი გუნდი უნდა აი იგივე ევერტონი სესანიშნავი იქნება
0
№2
ავტორი: shotkin
24 აპრილი 2017 19:08
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ევერტონშიც არ ექნება ადგილი გარანტირებული))) ევერტონი ისეთი კლუბია 1 სეზონი თუ ჩააგდო ამან მეორე შანსს არ მისცემენ იყიდიან სხვას და სკამზე გადავა ეს, ბარნლი იდეალური ვარიანტია ამისთვის მიტუმეტეს ყოველ კვირა გარანტირებული აქვს სასტარტო და მეტი რაუნდა.

პ.ს პოგბაზე რაისმის ? მოუს პრესკონფერენციას ვუსმინე და შეიძლება ტრანვა ქონდეს კუნთები გადაეღალა.
0
№3
ავტორი: kashmara
24 აპრილი 2017 19:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1111
არა ცუდი ბიჭი პროსტა უფრო მეტი სისწეაფე როქონდეს დიდი სიმოვნებიტ დავაბრუნებდი.... ვარანე მინდა იმედია რეალს ატლეტიკო გაგადებს და ზიზიუს დანახუებენ და ვარანის დატრევა მერე უკვე შესადზლებელია..... ვარანე ვარანე და ვარანე....

თან მორინიომ მიყვანა თავის დროზე ლანსიდან.... დაიმედია აქეთაც წამოყვანს... ბაკაიოკო და გრიზმანი და საკმარისია კი მესმის რო ბევრი ფრანგია მაგრამ ტაობა ფაქტია ოქროს მოსდით
0
№4
ავტორი: ikeoni
24 აპრილი 2017 19:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
პირველი შეემთხვევაა რო ვეთამნხმები wink
0
№5
ავტორი: kashmara
24 აპრილი 2017 19:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1111
დენი როუზი მარცხნივ... თუ შოუს გჯერათ კიდე???? ნუ იმედია ათამასჰდება და მარჯვნივნა მცველად ფორსუ მენსა მომავალი წლიდან და გუნდია ფანნტასტიკა
0
№6
ავტორი: gache1991
24 აპრილი 2017 19:55
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
aguero silva fernandinioze daiweera tramva miiges arsenaltano da vnaxot ra iqneba.memgoni gvardiolac tanaxma iqneba freze
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
24 აპრილი 2017 19:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამ შემთხვევაში მართალია კარაგერი
0
№8
ავტორი: bziki
24 აპრილი 2017 20:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ბაკაიოკო მეც მაგრად მომწონს, მარა არ მგონია ჟოზემ ცენტრი იყიდოს ფელაინს ენდობა wink საფრანგეთს მართლა ოქროს თაობა მოუვიდა 6-7 ფეხბურთელი გამისწორდებოდა მაქედან დაჟე მეტი wink
0
№9
ავტორი: rene harrison_
24 აპრილი 2017 20:34
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
რომც გვინდოდეს ბაკაიოკო მერე რა, ალბათ 90% ჩელსიში გადავა

ვარანი კიდე, გინდა შეე*ი, არ უნდა მაგას ჩვენთან. ეს წინა სეზონებშიც ასე იყო და არამგონია რამე შეიცვალოს
0
№10
ავტორი: nugo-nugo
24 აპრილი 2017 21:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
ციტატა: shotkin
ევერტონშიც არ ექნება ადგილი გარანტირებული))) ევერტონი ისეთი კლუბია 1 სეზონი თუ ჩააგდო ამან მეორე შანსს არ მისცემენ იყიდიან სხვას და სკამზე გადავა ეს, ბარნლი იდეალური ვარიანტია ამისთვის მიტუმეტეს ყოველ კვირა გარანტირებული აქვს სასტარტო და მეტი რაუნდა.

პ.ს პოგბაზე რაისმის ? მოუს პრესკონფერენციას ვუსმინე და შეიძლება ტრანვა ქონდეს კუნთები გადაეღალა.

სიტისთვის შეიძლება მზად არ იყოსო.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top