თბილისი:
მანჩესტერი:
24-04-2017, 18:57
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 2337,
კომენტარები: 20
კარაგერი: "მისი დაბრუნება შეცდომა იქნება"
ჯეიმი კარაგერის აზრით, მაიკლ კინი "ოლდ ტრაფორდზე" არ უნდა დაბრუნდეს.
კარაგერი:
"ლივერპულის" ლეგენდა და ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველის, ჯეიმი კარაგერის აზრით, "ბარნლის" ცენტრალურმა მცველმა, მაიკლ კინიმ კარიერა "ევერტონში" უნდა გააგრძელოს და არა "იუნაიტედში".

იმის გათვალისწინებით, რომ მაიკლ კინი შთამბეჭდავ სეზონს ატარებს "პრემიერ ლიგის" მიმდინარე გათამაშებაში, მისი "თერფ მურის" დატოვება გარდაუვალი იქნება.

"იუნაიტედს" სურს მაიკლის "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნება, თუმცა კარაგერის აზრით, ინგლისის ნაკრების წევრს, "ევერტონი" უფრო შეეფერება.

"24 წლის მოთამაშესთვის რთული იქნება ყოფილ კლუბში დაბრუნება. ჩემი აზრით, "ბარნლი" მისთვის კარგი ადგილია, მაგრამ არსებობს შანსი იმისა, რომ მაიკლი მომდევნო სეზონს სხვა კლუბის ღირსებას დაიცავს. ვფიქრობ, მისი "იუნაიტედში" დაბრუნება შეცდომა იქნება.

მაიკლი უნდა წავიდეს ისეთ კლუბში, სადაც ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრებს ადგილს. შეძლებს ის ამას "იუნაიტედში" ? - არ ვარ დარწმუნებული.

არის საუბრები, რომ მისით "ევერტონი" ინტერესდება. ეს შესანიშნავი ვარიანტი იქნება ინგლისის ნაკრების წევრისთვის. დიახ - მაიკლს სურს მოიგოს ტიტული, თუმცა მისთვის მთავარი ყოველ კვირა დღეს თამაშია"
- განაცხადა ჯეიმი კარაგერმა "SkySports"-თან ინტერვიუში.
ინტერვიუები
20 კომენტარი
№11
ავტორი: Lalana
24 აპრილი 2017 21:04
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
არა და ვარანეს საკმაოდ დიდი რეგრესი აქვს.რამოსი და ეგ რომ იდგა ცენტრში ყოველ თამასში გოლს უშვებდნენ,თან საკმაოდ ბევრ შეცდომას უშვებდა რიგ შემთხვევებში.სერჟ ორიეზეა ასევე საუბარი,მარჯვენა ფლანგის მცველი რომ არის პარიზში.ცუდი ვარიანტი არ არის,მაგრამ ბევრჯერ დაიწერა მასზე რომ უდისციპლინოა და რამდენად უნდა მასეთი მოუს არ ვიცი.ასევე ბელოტსა და დემბელეზეც იწერება,ვნახოთ.საინტერესო ზაფხული გველის.
0
№12
ავტორი: GRIEZMANN 7
24 აპრილი 2017 21:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 196
მორატაზე დაიწერა მე მომწონს მორატა არაა ცუდი მაგრამ რეშფორდს და მარსოს რაუყოთ
0
№13
ავტორი: shotkin
24 აპრილი 2017 21:39
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: GRIEZMANN 7
მორატაზე დაიწერა მე მომწონს მორატა არაა ცუდი მაგრამ რეშფორდს და მარსოს რაუყოთ

თუ წინ ვინმეს მოყვანას აპირებს ეგ ნიშნავს რო მარსიალი სკამზე უნდა დაჯდეს და მორატას ლუკაკუ მირჩევნია. და საერთოდ 4-4-2 ზე თუ გადავალთ კაი იქნება მარა არამგონია რაღაც.
0
№14
ავტორი: Lalana
24 აპრილი 2017 21:51
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: shotkin
თუ წინ ვინმეს მოყვანას აპირებს ეგ ნიშნავს რო მარსიალი სკამზე უნდა დაჯდეს და მორატას ლუკაკუ მირჩევნია. და საერთოდ 4-4-2 ზე თუ გადავალთ კაი იქნება მარა არამგონია რაღაც.

მაგ წყობაზე წინ რაშფორდი და გრიზმანიც დადგებიან,თუ რა თქმა უნდა ვიყიდეთ.ეგ იქნება ყველაზე კარგი და თუ ლუკაკუს ვიყიდით,მაშინ ჯობს გამოკვეთილი ფორვარდით ვითამაშოთ.
0
№15
ავტორი: shotkin
24 აპრილი 2017 22:18
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Lalana
ციტატა: shotkin
თუ წინ ვინმეს მოყვანას აპირებს ეგ ნიშნავს რო მარსიალი სკამზე უნდა დაჯდეს და მორატას ლუკაკუ მირჩევნია. და საერთოდ 4-4-2 ზე თუ გადავალთ კაი იქნება მარა არამგონია რაღაც.

მაგ წყობაზე წინ რაშფორდი და გრიზმანიც დადგებიან,თუ რა თქმა უნდა ვიყიდეთ.ეგ იქნება ყველაზე კარგი და თუ ლუკაკუს ვიყიდით,მაშინ ჯობს გამოკვეთილი ფორვარდით ვითამაშოთ.

კიბატონო ეგრეა მარა მანდაც შეილება 4-4-2 და წინ ლუკაკუსთან ერთად გრიზმანი ან მარკუსი, ნუ ლუკაკუ ოდნავ მძიმეა მარა ბერბა გაცილებით ნელი იყო ვიდრე ლუკაკუა მარა ბაბუ მაინც ათამაშებდა 4-4-2 ზე წინ ბერბას და რუნის, ვნახოთ რაიქნება.ზოგადად მანჩესტერს 4-4-2 უხდება და იდეალური წყობაა ამ გუნდის სტილიდან გამომდინარე.
და ყველა ვარიანტში სწრაფი ფლანგები გვჭირდება რო ამ წყობით ვითამაშოთ,თორე აზრი არაქ სწრაფი ვინგერების გარეშე მაგ წყობას.
0
№16
ავტორი: Phil Jones
24 აპრილი 2017 22:21
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
კარაგერის ნათქვამს თუ დავეთანხმებოდი არ მეგონა )) რათქმაუნდა საშუალო გუნდში გადასვლა უკეთესი იქნება ამისთვის ბევრად, უფრო მეტადაც გააძლიერებს ყველანაირად, დავუშვათ რომ დაბრუნდეს, ეგრევე ყველა მოსთხოვს რიო ფერდინანდობას, არ გახსოვთ როხოს რამდენი ხანი აკრიტიკებდა ყველა?
0
№17
ავტორი: deqstera
25 აპრილი 2017 09:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
ინგლისის ნაკრებში რო მოხვდა რა?? ჯონსს ტრავმები უშლის თორე ნაკრების ყველაზე პერსპექტიული მცველი იყო(თუ ჯანმრთელია სულ იძახებენ), სმოლინგი ერთ-ერთი ლიდერია.. თუმცა იუნაიტედის დონეს ესენიც ვერაკმაყოფილებენ!!!
0
№18
ავტორი: stepno
25 აპრილი 2017 10:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რათქმაუნდა არ იქნება სწორიი რაა კინიი
0
№19
ავტორი: უეინ რუნი
25 აპრილი 2017 20:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
პირველად ვეთანხმები კარაგერს არაა საჭირო კინი
0
№20
ავტორი: kobinio
26 აპრილი 2017 02:22
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ამ სლისბელადის კომენტარებს ნუ დებთ ძმურად მაგარი მიკერძოებული სლეა.
იგივეა ეხლა ნიკა გვარამიამ რო ბიძინაზე თქვას კარგი
ეს ბოღმის ბუკეტი
არ შეგვცა თავისი ხეჭეჭური ლივერპუით
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top