თბილისი:
მანჩესტერი:
23-04-2017, 20:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2705,
კომენტარები: 14
რუნი მატჩის შემდგომ
კაპიტნის კომენტარი "ბარნლისთან" მატჩის შემდეგ.
რუნი მატჩის შემდგომ
უეინ რუნიმ "ბარნლისთან" მოგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფიზიკურად ძლიერად გრძნობს თავს.

რუნის 5 მარტის შემდეგ არ ჩაუტარებია მატჩი სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრავმის შემდეგ ჟოზე მოურინიოს მისი სამსახური კვლავ დასჭირდა.

ენტონი მარსიალმა აღნიშნულ მატჩში თავისი გუნდი დააწინაურა, მოგვიანებით კი რუნიმ "იუნაიტედს" ორბურთიანი უპირატესობა მოუპოვა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა, რითაც "წითლებმა" თავიანთი წაუგებელი სერია 23 მატჩამდე გაზარდეს.

მატჩის შემდეგ რუნიმ "სქაი სპორტსს" ინტერვიუ მისცა, სადაც თავის მდგომარეობაზე ისუბრა:

"განწყობა აგვიმაღლა ევროპა ლიგის ნახევარფინალში გასვლამ, მაგრამ როხოსა და ზლატანის დაკარგვა დიდი დარტყმაა.

შემადგენლობაში მოხვედრილმა ფეხბურთელებმა მწვრთნელს საფიქრალი გაუჩინეს. ორივემ გავიტანეთ. კარგია არჩევანის ქონა. ხუთშაბათის დიდი მატჩის გამოძახილია.

გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა. ტრავმები მქონდა, რაც სამწუხაროა, მაგრამ ახლა თავს ძლიერად ვგრძნობ",
- განაცხადა კაპიტანმა.

ოთხშაბათს გასამართი მანჩესტერული დერბი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი გადამწყვეტი ფაქტორი უნდა იყოს, რის შესახებაც რუნიმ დაამატა: "ორი დიდი გუნდი ითამაშებს და "სიტისთვისაც" დიდი მნიშვნელობა აქვს.

ოთხეულისთვის ბრძოლა მიმდინარეობს და ორივე გუნდი იბრძვის. მზად ვიქნებით."


წყარო: goal.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: ROONEY-RUNI
23 აპრილი 2017 21:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ცუდი არ იყო დღეს რუნი არც მარსიალი და იმედია მოუმატებენ მე პირადათ არ წამომიდგენია მანჩესტერი რუნის გარეშე და რავი და
0
№2
ავტორი: ikeoni
23 აპრილი 2017 21:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Midi runi midii zlierad unda chaataro es bolo tamashebi❤️
0
№3
ავტორი: zloi
23 აპრილი 2017 21:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
მალადეც კრისტალ პალასს რა, ბოლო თამაშები ჩელსის, არსენალს და ლივერპულს მოუგო
0
№4
ავტორი: shotkin
23 აპრილი 2017 21:28
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
წკაპან (ყ) ლივერპული კიდე გაგვიკეთებს საჩუქარს ამის გარდა და ძაან გაასწორებს :)) ეხლა ისედაც უკვე ყველაფერი ჩვენ ხელშია. ბენტეკეს გოლები გამისწორდა ძაან
0
№5
ავტორი: გაბადაძე
23 აპრილი 2017 21:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
სიტისთან მოგება და ოთხეულში ვართ და მესამე ადგილისთვის გავიბრძოლებთ
3
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№6
ავტორი: gaga1987
23 აპრილი 2017 21:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
rakargia liverma caago
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
23 აპრილი 2017 21:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
უკვე ძალიან კარგი შანსია ოთხეულში შესვლის და ხელიდან არ უნდა გაუშვან
0
№8
ავტორი: stepno
23 აპრილი 2017 21:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
საღოოოოოლ ბენტეკეეე 4 ეული ჩვენიაა მთავარიაა სიტისაც ჩაუდოთ დაა ეგაა რაააა
0
№9
ავტორი: Manstark_United
23 აპრილი 2017 21:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ციტატა: zloi
მალადეც კრისტალ პალასს რა, ბოლო თამაშები ჩელსის, არსენალს და ლივერპულს მოუგო

ჩვენც გვაქვს მაგათთან სათამაშო,ასე რომ,ნუ გვიხარია წინასწარ wink
0
№10
ავტორი: shotkin
23 აპრილი 2017 22:26
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Manstark_United
ციტატა: zloi
მალადეც კრისტალ პალასს რა, ბოლო თამაშები ჩელსის, არსენალს და ლივერპულს მოუგო

ჩვენც გვაქვს მაგათთან სათამაშო,ასე რომ,ნუ გვიხარია წინასწარ wink

ჩვენთანაც სახლში მოდიან მარა მანდ 1 რამეა ჩემიაზრით რა აი კლოპისგან განსხავვებით მოურინიომ იცის როგორ მოკლას სწრაფი გუნდი და მაის რესურსიც აქვს შესაბამისი ფეხბურთელები ყავს ვინც ამ ტიპის დავალებას შეასრულებს რაც ლივერპულს არ ყავს და დონეც არარის სესადარებელი მათშორის, ასე რომ დიდად მაგაზე არ ვღელავ თან დარჩენილ 3 გრანდთან მატცებს თუ წარმატებით დაამთავრებენ ბოლო იგრას თან ოლდზე როცა გვჭირდბეა ვინცგინდა იყოს დამიჯერე გადაუვლიან.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top