თბილისი:
მანჩესტერი:
23-04-2017, 20:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2711,
კომენტარები: 14
რუნი მატჩის შემდგომ
კაპიტნის კომენტარი "ბარნლისთან" მატჩის შემდეგ.
რუნი მატჩის შემდგომ
უეინ რუნიმ "ბარნლისთან" მოგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფიზიკურად ძლიერად გრძნობს თავს.

რუნის 5 მარტის შემდეგ არ ჩაუტარებია მატჩი სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრავმის შემდეგ ჟოზე მოურინიოს მისი სამსახური კვლავ დასჭირდა.

ენტონი მარსიალმა აღნიშნულ მატჩში თავისი გუნდი დააწინაურა, მოგვიანებით კი რუნიმ "იუნაიტედს" ორბურთიანი უპირატესობა მოუპოვა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა, რითაც "წითლებმა" თავიანთი წაუგებელი სერია 23 მატჩამდე გაზარდეს.

მატჩის შემდეგ რუნიმ "სქაი სპორტსს" ინტერვიუ მისცა, სადაც თავის მდგომარეობაზე ისუბრა:

"განწყობა აგვიმაღლა ევროპა ლიგის ნახევარფინალში გასვლამ, მაგრამ როხოსა და ზლატანის დაკარგვა დიდი დარტყმაა.

შემადგენლობაში მოხვედრილმა ფეხბურთელებმა მწვრთნელს საფიქრალი გაუჩინეს. ორივემ გავიტანეთ. კარგია არჩევანის ქონა. ხუთშაბათის დიდი მატჩის გამოძახილია.

გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა. ტრავმები მქონდა, რაც სამწუხაროა, მაგრამ ახლა თავს ძლიერად ვგრძნობ",
- განაცხადა კაპიტანმა.

ოთხშაბათს გასამართი მანჩესტერული დერბი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი გადამწყვეტი ფაქტორი უნდა იყოს, რის შესახებაც რუნიმ დაამატა: "ორი დიდი გუნდი ითამაშებს და "სიტისთვისაც" დიდი მნიშვნელობა აქვს.

ოთხეულისთვის ბრძოლა მიმდინარეობს და ორივე გუნდი იბრძვის. მზად ვიქნებით."


წყარო: goal.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Dato kutaisi
23 აპრილი 2017 22:54
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3202
ამ გადასახედიდან რო ვუყურებ განვლილ სეზონს პროსტა უიღბლობა და ამდენი გაფუჭებული მომენტები რო არა ახლა ჩელსის წაკუზული გვეყოლებოდა.3წაგება გვაქ სულ ეპლში დანარჩენი მოგება და ფრეები.ფრეების ნახევარი რო მოგებულიყო ახლა 12 ქულით მეტი გვექნებოდა და არა ოთხეული
0
№12
ავტორი: LASHQARA
24 აპრილი 2017 02:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
სიტისთან რუნიმ თუ გოლი არ გაიტანოს აგერ ნახეთ და ფეხბურთში ყველაფერი რომ დამავიწყდეს მანჩესტრი რეალის 4-3 არ დამავიწყდება 1999 წლის ფინალი და რუნის მაკრატელა სიტის კარში love am
0
№13
ავტორი: ROI
24 აპრილი 2017 14:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
მიდი რუნი მოხოდე რაააა
0
№14
ავტორი: უეინ რუნი
25 აპრილი 2017 20:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
ეს გაიტანს გოლს დერბშიი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top