თბილისი:
მანჩესტერი:
22-04-2017, 16:42
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2543,
კომენტარები: 12
პოგბა ჩემპიონატის საუკეთესო მეპასეა
პოლ პოგბას შთამბეჭდავი სტატისტიკა.
პოგბა ჩემპიონატის საუკეთესო მეპასეა
პოლ პოგბამ უფრო მეტი ზუსტი პასი განახორციელა, ვიდრე პრემიერ ლიგის ნებისმიერმა სხვა ფეხბურთელმა, "ჩელსისთან" ნაჩვენები შესანიშნავი თამაშის შემდეგ კი მან "ლივერპულის" ნახევარმცველ ჯორდან ჰენდერსონსაც აჯობა ამავე მაჩვენებლით.

"ოლდ ტრაფორდზე" მოპოვებული 2-0 გამარჯვების შემდეგ ფრანგს პრემიერ ლიგაში 2071 პასი აქვს გაკეთებული და ჰენდერსონს 14 პასით უსწრებს, ხოლო ერთ მატჩში საშუალოდ 74 ზუსტ პასს აკეთებს.

პოგბას უამრავი გადაცემიდან 156 გრძელი გადაცემა იყო, 38 ჩაწოდება და 26 გამჭოლი პასი ისეთ ფორვარდებზე, როგორსაც ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და მარკუს რეშფორდს უკეთებდა ხოლმე.

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი ევროპა ლიგაზეც ლიდერობს ამავე მაჩვენებლით და შიდა ჩემპიონატის ლიდერთა სიაში ერთ-ერთია იმ ორ ფეხბურთელს შორის, რომლებიც "იუნაიტედს" წარმოადგენენ. ანდერ ერერა მეხუთე ადგილზე იმყოფება 1853 პასით და იგი ზემოხსენებულებთან ერთად ნ'გოლო კანტესა (1899) და სესარ ასპილიკუეტას ჩამორჩება (2028).

ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: GRIEZMANN 7
22 აპრილი 2017 17:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 196
ჯერ სადხართ კრიტიკოსებო მომავალი წელი ვნახოთ
0
№2
ავტორი: ROI
22 აპრილი 2017 17:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ეგ არაფერია ტურმე გოლები უნდა იტანოს მაინცდამაინცD::D:D:
1
№3
ავტორი: LASHQARA
22 აპრილი 2017 17:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
არა ბევრს რომ შრომობს და ცენტრში რომ კარგად დგას გუნდი, ამის დიდი დამსახურებაა, გამრჭოლი პასები და სიზუსტე მოედანზეც ჩანს, ბრმა უნდა იყო რომ ვერ დაინახო, მაგრამ მაინც უფრო მეტი მოეთხოვება შორი დარტყმები აღარ ააქ რაც იუვენტუსში ქონდა და ბევრი გოლიც აქვს ეგრე გატანილი, მინიმუმ სეზონში 15 გოლი არ უნდა გაქონდეს ესეთ ფეხბურთელს?? love am
1
№4
ავტორი: SANDROGRIGA
22 აპრილი 2017 17:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მიუხედავად იმისა რო უფრო მეტს ველით პოგბასგან მაინც შესანიშნავი სტატისტიკა აქ და კიდე მოუმატებს მომავალ სეზონში
0
№5
ავტორი: nugo-nugo
22 აპრილი 2017 17:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
ბევრი ვერ ხედავს პოგბას ნაშრომს.რაც არ უდნა კაი ქნას მაინც მისი ცუდი ახსოვს ხალხს.მერე ვიღაც ცენზურა იტყვის სტატისტიკის მიუხედავად ჰენდერსონი ჯობიაო და ცავBსე ვინაა პოგბაო.ასეთებთან დისკუსია მომბეზრდა უკვე
0
№6
ავტორი: tedore
22 აპრილი 2017 17:48
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
ეს არის Paul fucking Pogba და მორჩა თემა! რომ არა ჩვენი თავდამსხმელების უზუსტობა უამრავი საგოლე პასები ექნებოდა უკვე და რომ არა ძელი ბევტი გოლიც გატანილი ასე რომ არ გაუმართლა ამ სეზონში მომავალ წელს უკეთესი იქნება
0
№7
ავტორი: dybbuk
22 აპრილი 2017 17:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: LASHQARA
არა ბევრს რომ შრომობს და ცენტრში რომ კარგად დგას გუნდი, ამის დიდი დამსახურებაა, გამრჭოლი პასები და სიზუსტე მოედანზეც ჩანს, ბრმა უნდა იყო რომ ვერ დაინახო, მაგრამ მაინც უფრო მეტი მოეთხოვება შორი დარტყმები აღარ ააქ რაც იუვენტუსში ქონდა და ბევრი გოლიც აქვს ეგრე გატანილი, მინიმუმ სეზონში 15 გოლი არ უნდა გაქონდეს ესეთ ფეხბურთელს?? love am

უნდა გაიტანოს, მაგრამ ძაან უკან დგას, როგორც ნაკრებში და იკარგება მისი კრეატიული პოტენციალი.
ნაინგოლანი უნდა იყიდონ და დადგეს ეხა სადაც პოგბა დგას მანდ და ჟოზემ უფრო შეტევის ხაზთან ახლოს უნდა გამოიყენოს, დარწმუნებული ვარ ბევრად უფრო პროდუქტიული იქნება თან გრიზმანიც თუ მოიყვანეს ხო საერთოდ იფრენს გუნდი. სისწრაფე აკლია დღევანდელ მანჩესტერს, მოედანზე სიარულით გაატარეს ფაქტიურად მთელი სეზონი და კიდე კარგ პოზიციაზე ვართ ამ ყველაფრის ფონზე
0
№8
ავტორი: LASHQARA
22 აპრილი 2017 19:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ციტატა: dybbuk

გეთანხმები, მგონია რომ შებოჭილები არიან ფეხბურთელები და თავის მაქსიმუმს ვერავინ დებს, მეტი უნდა შეეძლოს ამ შემადგენლობის გუნდს...
ზაფხულში თუ არ გაძლიერდა გუნდი, ეს პოზიცია სანატრელი იქნება და ლიგისკენ გახედვასაც არ ექნება აზრი winked
0
№9
ავტორი: giorgisamnidze99
22 აპრილი 2017 21:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მომავალი წელი უფრო კარგი გვექნება ეხა ნახევარ ფინალში გუნდი და 4 ადგილისთვისაც იბრძვიან მარა ისეთ მაგალი კლასის დაკომპლეკტებულ გუნდს მეტი მოეთხოვება მარა ეს იმის ბრალია რო ზოგი უვარგისი ფეხბურთელები არიან გუნდში და უნდა წავიდნენ მე ვინც მინდა რო წავიდეს არის ბლინდი მეტი არავინ
0
№10
ავტორი: ikeoni
23 აპრილი 2017 03:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Moicat moicat jer sad xart too❤️
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top