თბილისი:
მანჩესტერი:
22-04-2017, 16:42
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2548,
კომენტარები: 12
პოგბა ჩემპიონატის საუკეთესო მეპასეა
პოლ პოგბას შთამბეჭდავი სტატისტიკა.
პოგბა ჩემპიონატის საუკეთესო მეპასეა
პოლ პოგბამ უფრო მეტი ზუსტი პასი განახორციელა, ვიდრე პრემიერ ლიგის ნებისმიერმა სხვა ფეხბურთელმა, "ჩელსისთან" ნაჩვენები შესანიშნავი თამაშის შემდეგ კი მან "ლივერპულის" ნახევარმცველ ჯორდან ჰენდერსონსაც აჯობა ამავე მაჩვენებლით.

"ოლდ ტრაფორდზე" მოპოვებული 2-0 გამარჯვების შემდეგ ფრანგს პრემიერ ლიგაში 2071 პასი აქვს გაკეთებული და ჰენდერსონს 14 პასით უსწრებს, ხოლო ერთ მატჩში საშუალოდ 74 ზუსტ პასს აკეთებს.

პოგბას უამრავი გადაცემიდან 156 გრძელი გადაცემა იყო, 38 ჩაწოდება და 26 გამჭოლი პასი ისეთ ფორვარდებზე, როგორსაც ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და მარკუს რეშფორდს უკეთებდა ხოლმე.

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი ევროპა ლიგაზეც ლიდერობს ამავე მაჩვენებლით და შიდა ჩემპიონატის ლიდერთა სიაში ერთ-ერთია იმ ორ ფეხბურთელს შორის, რომლებიც "იუნაიტედს" წარმოადგენენ. ანდერ ერერა მეხუთე ადგილზე იმყოფება 1853 პასით და იგი ზემოხსენებულებთან ერთად ნ'გოლო კანტესა (1899) და სესარ ასპილიკუეტას ჩამორჩება (2028).

ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
23 აპრილი 2017 11:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ხოო ეს ხო არაფრის მაქნისიაა :))))) ვაი ტქვენს პატრონს ვინც ეგრე ფიქროფთ:))) პოოოლ love
0
№12
ავტორი: JuanMata
23 აპრილი 2017 12:39
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
პოგბას პასებს რომ იყენებდნენ თავდამსხმელები საგოლე პასებშიც პირველი იქნებოდა, საჯარიმოში გაკეთებული ზუსტი გამჭოლი პასი პოტენციური გოლია, მაგრამ 10% არ აქვთ რეალიზებული, პოგბას ერთადერთი მინუსი რაცაა, როცა მოტყუბა გამოსდის აღარ ჩერდება ხოლმე, 3-4 ფინტს აკეთებს, ბოლოს მაინც აჩერებენ, 1-2 კაცის მოტყუება ცენტრში პოგბასთვის არაფერია, საჭირო დროს სიჩქარის აკრეფაც შეუძლია, გოლებს რაც შეეხება, 7 გოლი ცენტრალური ნახევარმცველისთვის ისედაც კარგი შედეგია, და 9-ჯერ ძელის მორტყმასაც თუ გავითვალისწინებთ, 10-12 გოლი კი დაუგროვდებოდა, ცოტა იღბალიც რომ ჰქონდეს, მე ძაან მომწონს პოგბას თამაში, ახალი სეზონიდან კიდევ უკეთესი იქნება.

თან გამოჩნდა კიდეც პოგბას ტრავმის დროს, რომ გუნდი ცენტრში ბურთს ვერც იჭერდა და ვერც ნორმალურად ანაწილებდა.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top