თბილისი:
მანჩესტერი:
22-04-2017, 11:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2557,
კომენტარები: 15
შესაძლოა, იბრაჰიმოვიჩმა 2017 წელში ვეღარ ითამაშოს
სერიოზული ტრავმის შემთხვევაში ზლატანი მთელი წელი იუქმებს.
შესაძლოა, იბრაჰიმოვიჩმა 2017 წელში ვეღარ ითამაშოს
ზლატან იბრაჰიმოვიჩი 2017 წელს ჩასატარებ მატჩებს გამოტოვებს, თუკი დაუდასტურდება მარჯვენა მუხლის მოტეხილობა.

ეს ამბავი დიდი დარტყმა იქნება "მანჩესტერ იუნაიტედისთვის", რომელიც მიმდინარე სეზონში ევროპა ლიგის მოგებისა და პრემიერ ლიგის ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის, მომდევნო სეზონში კი პრემეირ ლიგის მოგებასაც ეცდება.

ამან ხელი შეიძლება შეუშალოს "ოლდ ტრაფორდზე" ზლატანის მეორე წლით დარჩენას და 36 წლის ასაკში მან სხვა ჩემპიონატს მიაშუროს.

შესაძლოა, იბრაჰიმოვიჩმა 2017 წელში ვეღარ ითამაშოს



ზლატანის შეძენის მსურველები კი ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატში მრავლად მოიძებნებიან, რომელთა შორის "ლოს ანჯელესი" 5 მილიონ ფუნტს სთავაზობს ერთ სეზონში და ეს წინადადება ჯერ კიდევ ძალაშია.

ვეტერანმა ფორვარდმა ევროპა ლიგის ეგიდით "ანდერლეხტთან" გამართული მატჩის ძირითადი დროის ბოლო წუთზე გაზონზე მოუხერხებლად დააბიჯა ფეხი და მუხლი დაიზიანა.

არსებობს საშიშროება, რომ იბრაჰიმოვიჩმა მუხლის მოტეხილობა მიიღო, ასეთი სახის ტრავმა კი 6-დან 9 თვემდე უქმობას ნიშნავს.

მისთვის მიმდინარე სეზონი უკვე დასრულებულია და თუ "იუნაიტედი" "სელტა ვიგოს" დამარცხებას მოახერხებს, სამშობლოში გამართულ ევროპა ლიგის ფინალშიც ვერ მიიღებს მონაწილეობას.

იბრაჰიმოვიჩის ადგილს მარკუს რეშფორდი დაიკავებს, თუმცა "იუნაიტედს" შეტევაში უეინ რუნიც დაემატა.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
15 კომენტარი
№1
ავტორი: GRIEZMANN 7
22 აპრილი 2017 11:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 196
ძააან ცუდიაა ნეტა მოტეხილი არქონდეს როგოც ბეხბურთელი მეცოდება ამხნის კაცი ასე თამაშობს და 6თვის მერე ძაან გაუჭირდება ამ დონეზე თამაში თუმცა გამორიცხული არაფერია ეს ხო იბრაა
0
№2
ავტორი: Lady in red
22 აპრილი 2017 11:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
მინდოდა ევროპა ლიგა მოეგო, ძალიან სამწუხაროა. არ იმსახურებდა ასე სეზონის დასრულებას. ამ ტრავმის გამო ნაკლებად მგონია, რომ რომელიმე გუნდმა მისი ყიდვა მოინდომოს
0
№3
ავტორი: Old Red Devil
22 აპრილი 2017 11:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
ზლატანი თუნდაც ორივე ფეხის გარეშე ნებისმიერ გუნდს გამოადგება. ვიმედოვნებ რეშფორდი მარსიალი რუნის ტრიო იქნება შეტევაში. ცენტრში კი ფელაინი პოგბა ერერა. მგონი ძალიან კარგი იქნება ეს განლაგება შექმნილი ვითარებიდან. აი პრობლემა კი და ყველაზე სერიოზული პრობლემა არის დაცვა. მხოლოდ ბაილია მწყობრში. უთამაშებელი ბლინდის იმედი მაინც არ მაქვს თან როცა თავის პოზიციაზე არ უთამაშია წესივრად რაც გუნდშI გადმოვიდა. დარმიანი და ჩაფუშული შოუ ფლანგებზე?!?! ვერც ესაა კარგი რამ. დაცვაშI მხოლოდ ვალენსიასი მეიმედება.
1
№4
ავტორი: makaveli
22 აპრილი 2017 11:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
Daiceraaa bicheboo ukvee!! Muxlis jvaredini iogebi gaucydao da 9 tve ver itamashebsooo
0
№5
ავტორი: nugo-nugo
22 აპრილი 2017 12:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
ზლატანის ტრამვა ძალიან ცუდია.ახლა რუნიმ შანსი უნდა გამოიყენოს და ყველაფერი გააკეთოს ძირითადში დასაბრუნებლად

ციტატა: Old Red Devil
ზლატანი თუნდაც ორივე ფეხის გარეშე ნებისმიერ გუნდს გამოადგება. ვიმედოვნებ რეშფორდი მარსიალი რუნის ტრიო იქნება შეტევაში. ცენტრში კი ფელაინი პოგბა ერერა. მგონი ძალიან კარგი იქნება ეს განლაგება შექმნილი ვითარებიდან. აი პრობლემა კი და ყველაზე სერიოზული პრობლემა არის დაცვა. მხოლოდ ბაილია მწყობრში. უთამაშებელი ბლინდის იმედი მაინც არ მაქვს თან როცა თავის პოზიციაზე არ უთამაშია წესივრად რაც გუნდშI გადმოვიდა. დარმიანი და ჩაფუშული შოუ ფლანგებზე?!?! ვერც ესაა კარგი რამ. დაცვაშI მხოლოდ ვალენსიასი მეიმედება.

ჩემი აზრით ბლინდის დაცვაში დაყენებას ფოსუ მენსა დადგეს ის ჯობია.ბაიი მენსა ვალენსია შოუ კარგი იქნება.შოუ ანდერლეხტთან მომეწონა კარგად ითამაშა.
1
№6
ავტორი: pere
22 აპრილი 2017 12:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
არ გაუშვებენ ამას რამდენი შეუფარებია მანჩესტერს ფლეტჩერი ჰარგრივზი და რავი კიდე. ზამენაზე გამოდგება თან სავარაუდოდ ნოემბერში დაბრუნდება და მომავალ სეზონში დაგვჭირდება
0
№7
ავტორი: Phil Jones
22 აპრილი 2017 12:50
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მატა მაინც არ იყოს დამტვრეული :((
0
№8
ავტორი: rooney-scholes
22 აპრილი 2017 12:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 210
რუნის დროა მიდი შრეკ შენ ამასს შეძლებ და ფინალში გოლსაც შეაგდებ spiteful2
0
№9
ავტორი: LASHQARA
22 აპრილი 2017 13:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
თქვენ თუ ხვდებით ამ ასაკში ესეთ ტრამვას რო მიიღებ რომ დამთავრდა ფეხბურთელის კარიერა, თუ მართლა მოტეხილი აქ ეს რაღა ფორმას აღიდგენს?? ეგ როდის იქნება? აღარასდროს... ასაკიდან გამომდინარე, სამწუხარო ამბავია ნამდვილად, ის მეორე თემა რაშფორდი რო უფრო ააჩქარებს შეტევას მარსიალთან და სომეხასთან ერთად love am
0
№10
ავტორი: Gamkrelidze
22 აპრილი 2017 13:49
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ძაან ცუდ დროს მოუვიდა. იმედია რუნი იკისრებს იბრას სამუშაოს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top