თბილისი:
მანჩესტერი:
22-04-2017, 11:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2563,
კომენტარები: 15
შესაძლოა, იბრაჰიმოვიჩმა 2017 წელში ვეღარ ითამაშოს
სერიოზული ტრავმის შემთხვევაში ზლატანი მთელი წელი იუქმებს.
შესაძლოა, იბრაჰიმოვიჩმა 2017 წელში ვეღარ ითამაშოს
ზლატან იბრაჰიმოვიჩი 2017 წელს ჩასატარებ მატჩებს გამოტოვებს, თუკი დაუდასტურდება მარჯვენა მუხლის მოტეხილობა.

ეს ამბავი დიდი დარტყმა იქნება "მანჩესტერ იუნაიტედისთვის", რომელიც მიმდინარე სეზონში ევროპა ლიგის მოგებისა და პრემიერ ლიგის ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის, მომდევნო სეზონში კი პრემეირ ლიგის მოგებასაც ეცდება.

ამან ხელი შეიძლება შეუშალოს "ოლდ ტრაფორდზე" ზლატანის მეორე წლით დარჩენას და 36 წლის ასაკში მან სხვა ჩემპიონატს მიაშუროს.

შესაძლოა, იბრაჰიმოვიჩმა 2017 წელში ვეღარ ითამაშოს



ზლატანის შეძენის მსურველები კი ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატში მრავლად მოიძებნებიან, რომელთა შორის "ლოს ანჯელესი" 5 მილიონ ფუნტს სთავაზობს ერთ სეზონში და ეს წინადადება ჯერ კიდევ ძალაშია.

ვეტერანმა ფორვარდმა ევროპა ლიგის ეგიდით "ანდერლეხტთან" გამართული მატჩის ძირითადი დროის ბოლო წუთზე გაზონზე მოუხერხებლად დააბიჯა ფეხი და მუხლი დაიზიანა.

არსებობს საშიშროება, რომ იბრაჰიმოვიჩმა მუხლის მოტეხილობა მიიღო, ასეთი სახის ტრავმა კი 6-დან 9 თვემდე უქმობას ნიშნავს.

მისთვის მიმდინარე სეზონი უკვე დასრულებულია და თუ "იუნაიტედი" "სელტა ვიგოს" დამარცხებას მოახერხებს, სამშობლოში გამართულ ევროპა ლიგის ფინალშიც ვერ მიიღებს მონაწილეობას.

იბრაჰიმოვიჩის ადგილს მარკუს რეშფორდი დაიკავებს, თუმცა "იუნაიტედს" შეტევაში უეინ რუნიც დაემატა.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Vikings
22 აპრილი 2017 14:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
იბრას გამო ვწუხვარ ძალიან..მაგრამ ეხლა გამოჩნდება რუნის წლევანდელი შესაძლებლობები გუნდს უნდა ულიდეროს ამ მძიმე მომენტში.
0
№12
ავტორი: dybbuk
22 აპრილი 2017 14:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1535
მაგრად შემეცოდა, ეს თუ სიმართლეა ფაქტიურად დამთავრებულია მისი კარიერა
0
№13
ავტორი: ikeoni
22 აპრილი 2017 14:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
ეს გვინდოდა ეხლაა:((
0
№14
ავტორი: SANDROGRIGA
22 აპრილი 2017 16:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძაან ცოდცაა გაუფუჭდა კარიერის დასასრული ფაქტობრივად
0
№15
ავტორი: stepno
23 აპრილი 2017 11:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ეგრეც ვიცოდიი რაა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top