თბილისი:
მანჩესტერი:
21-04-2017, 22:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2354,
კომენტარები: 24
"იუნაიტედი" მარკინიოსის შეძენას აპირებს
"წითლები" ბრაზილიელი მცველისთვის მეგაშეთავაზებას ამზადებენ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის, 70 მილიონი ევრო გადაიხადოს "პარი სენ-ჟერმენის" მცველის, მარკინიოსისთვის, რომლის საშუალებითაც მომდევნო სეზონის დასაწყისში დაცვის ხაზის გაძლიერებას ეცდება.

ლიგა 1-ის ჩემპიონებს არ სურთ თავიანთი ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა და ისინი 100 მილიონი ევროს ოდენობის წინადადებასაც კი არ დასთანხმდებიან.

ჟოზე მოურინიოს გუნდი კი თავის მხრივ წელიწადში 10 მილიონ ევროს გადაიხდის დანამატის სახით, რათა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მცველი შეიძინოს და პრემეირ ლიგის მოგების უნარის მქონე გუნდი შექმნას.

ეჭვები ჯერ კიდევ არის კრის სმოლინგისა და ფილ ჯონსის შემთხვევაში, რომლებსაც ტრავმებთან გამკლავება უწევთ, დეილი ბლინდი ზაფხულში, დიდი ალბათობით, გუნდს დატოვებს.

მარკოს როხო და ერიკ ბაიი არიან წყვილი, რომელსაც უხდება გუნდის დაცვაში პასუხისგება ბოლო კვირებში და ისინი ამას შესანიშნავად ართმევენ თავს, მაგრამ მარკინიოსის პოტენციალი დამატებითი სიძლიერე იქნება ცენტრალურ ხაზში.

"იუნაიტედს" ჯერ არ გაუკეთებია ოფიციალური შეთავაზება, პსჟ კი "წითელი ეშმაკების" ნებისმიერი მცდელობის დაბლოკვას ეცდებიან, რათა 2013 წელს "რომადან" შეძენილი ფეხბურთელი შეინარჩუნონ.

სწორედ ამისთვის, უნაი ემერის გუნდი მარკინიოსს ზაფხულში ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, რომლის თანახმადაც 22 წლის მცველი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

წყარო: goal.com
ახალი ამბები
24 კომენტარი
№1
ავტორი: tupaca
21 აპრილი 2017 22:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
არ მინდა მარკინოსი
და ზოგადად ბრაზილიელი მცველების არ მჯერა თან 70 მილიონად მცველს რო იყიდი კაკ მინიმუმ კიელინი რამოსი ან ჰუმელსი უნდა იყოს
0
№2
ავტორი: ikeoni
21 აპრილი 2017 22:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Ra 70 milioni sisulelea magram mcveli Ro gvyavs sayideli magaze ori azrii araa
0
№3
ავტორი: ROI
21 აპრილი 2017 23:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
კარგია მარკინიო მაგრამ მაინც საფიქრალია რაა ეგრევე 70 მილიონი რავი აბაა მაინც მცველია მე მინდა ბოატენგი მაგრამ რავვი აბაა
0
№4
ავტორი: Mike
21 აპრილი 2017 23:15
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
70 მილიონად მაიკლ კინსაც დაითრევ და დაიერსაც :)) მარკინიოსი 30 მილიონზე მეტი არ ღირს
0
№5
ავტორი: stepno
21 აპრილი 2017 23:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
mcveli 70 mln sagool sagool raa fuuu tqvenii
0
№6
ავტორი: LASHQARA
21 აპრილი 2017 23:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
კარგი მცველია გაგვაძლიერებს მაგრამ ძალიან ძვირი კი არა არარეალური ფასია ისე ბრაზილიელი მცველია ტიაგო სილვაც და მარსელოც ვისაც არ გჯერათ ბრაზილიელი მცველების love am
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
22 აპრილი 2017 00:13
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ბრაზილიელ მცველებზე არ მაქ გართულება მაგრამ ეს ამდენი მაღდად არ ღირს და ამ თანხად რამდენიმე პოზიციას გააძლიერებ.ბაი რითია ამაზე ნაკლები ერთი და არ გადაგვიხდია 70მასში
0
№8
ავტორი: bziki
22 აპრილი 2017 00:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
არ იყიდის მოუ გამორიცხულია არც ტოპ კლასია არც მოუს სტილია და საერთოდ 30 მილიონზე მეტი არ ღირს, ბრაზილია მსოფლიოზე ვითომ საუკეთესო დაცვით წარსდგა და კი იცით რაც დაემართათ მარსელობს და ლუისებს ,სილვა არ ყავდათ მართალია მარა ეგეც ვერ უშველიდათ
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
22 აპრილი 2017 01:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჭორია დიდი ალბათობით
0
№10
ავტორი: chira
22 აპრილი 2017 01:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 67
ამას ჯობია ბენფიკადან ლინდელოფი იყიდონ თან უაზრო ფულის გადახთა არმოგვიწევს
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top