თბილისი:
მანჩესტერი:
21-04-2017, 22:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2361,
კომენტარები: 24
"იუნაიტედი" მარკინიოსის შეძენას აპირებს
"წითლები" ბრაზილიელი მცველისთვის მეგაშეთავაზებას ამზადებენ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის, 70 მილიონი ევრო გადაიხადოს "პარი სენ-ჟერმენის" მცველის, მარკინიოსისთვის, რომლის საშუალებითაც მომდევნო სეზონის დასაწყისში დაცვის ხაზის გაძლიერებას ეცდება.

ლიგა 1-ის ჩემპიონებს არ სურთ თავიანთი ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა და ისინი 100 მილიონი ევროს ოდენობის წინადადებასაც კი არ დასთანხმდებიან.

ჟოზე მოურინიოს გუნდი კი თავის მხრივ წელიწადში 10 მილიონ ევროს გადაიხდის დანამატის სახით, რათა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მცველი შეიძინოს და პრემეირ ლიგის მოგების უნარის მქონე გუნდი შექმნას.

ეჭვები ჯერ კიდევ არის კრის სმოლინგისა და ფილ ჯონსის შემთხვევაში, რომლებსაც ტრავმებთან გამკლავება უწევთ, დეილი ბლინდი ზაფხულში, დიდი ალბათობით, გუნდს დატოვებს.

მარკოს როხო და ერიკ ბაიი არიან წყვილი, რომელსაც უხდება გუნდის დაცვაში პასუხისგება ბოლო კვირებში და ისინი ამას შესანიშნავად ართმევენ თავს, მაგრამ მარკინიოსის პოტენციალი დამატებითი სიძლიერე იქნება ცენტრალურ ხაზში.

"იუნაიტედს" ჯერ არ გაუკეთებია ოფიციალური შეთავაზება, პსჟ კი "წითელი ეშმაკების" ნებისმიერი მცდელობის დაბლოკვას ეცდებიან, რათა 2013 წელს "რომადან" შეძენილი ფეხბურთელი შეინარჩუნონ.

სწორედ ამისთვის, უნაი ემერის გუნდი მარკინიოსს ზაფხულში ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, რომლის თანახმადაც 22 წლის მცველი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

წყარო: goal.com
ახალი ამბები
24 კომენტარი
№21
ავტორი: nugo-nugo
22 აპრილი 2017 12:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
ამათ შიგო არ აქვთ რა 70? ასტრონომიულ ფასებს ადებენ ფეხბურტელებს კაი რაა.70 არა 200 კიდე.მანოლასზე რა სიტყვით არაა ცუდი მცველი.და ჯონსი უნდა წავიდეს გუნდიდან მოსიარულე ტრამვაა
0
№22
ავტორი: JuanMata
22 აპრილი 2017 12:45
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
70 მილიონს არ გადაიხდიან მცველში და არც პსჟ არ გაუშვებს, ისე ვან დეიკს რატომ არ გვტენიან ეს გაზეთები, არადა კარგი მცველია, თან პრემიერლიგელია wink
0
№23
ავტორი: bziki
22 აპრილი 2017 13:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
dybbuk
საიუბაი იყო ბრაზილიელ მცველებზე და არ მომწონს ზოგადად ბრაზილიელი მცველები, ზომაზე მეტად არიან გავარსკვლავებულები შეტევითი პოტენციალის და ტექნიკის გამო მარა დაცვითი ფუნქციეების დიაპაზონი საშვალოა
ბრაზილია მაგ მსოფლიოზე ისეთი დაცვით წარსდგა ყველა ფეხბურთის მცოდნე მაგას უსვამდა ხაზს რო ბრაზილიას ყველაზე ძლიერი რგოლი დაცვა ყავსო რაც არ უნდა აბსურდული ყოფილიყო მარა კი ვნახეთ თქო, ტექნიკურმა მარსელომ და ჯარიმების შემსრულებელმა ლუისმა დაცვაში რაც ქნეს ზოგადად ბრაზილიური დაცვის სკოლა არ მომწონს და არც მარკინიოსი
0
№24
ავტორი: dybbuk
22 აპრილი 2017 14:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1535
ციტატა: bziki
dybbuk
საიუბაი იყო ბრაზილიელ მცველებზე და არ მომწონს ზოგადად ბრაზილიელი მცველები, ზომაზე მეტად არიან გავარსკვლავებულები შეტევითი პოტენციალის და ტექნიკის გამო მარა დაცვითი ფუნქციეების დიაპაზონი საშვალოა
ბრაზილია მაგ მსოფლიოზე ისეთი დაცვით წარსდგა ყველა ფეხბურთის მცოდნე მაგას უსვამდა ხაზს რო ბრაზილიას ყველაზე ძლიერი რგოლი დაცვა ყავსო რაც არ უნდა აბსურდული ყოფილიყო მარა კი ვნახეთ თქო, ტექნიკურმა მარსელომ და ჯარიმების შემსრულებელმა ლუისმა დაცვაში რაც ქნეს ზოგადად ბრაზილიური დაცვის სკოლა არ მომწონს და არც მარკინიოსი

ეგ უკვე გემოვნების საკითხია და მაგაზე დავას არ ვაპირებ ბრატ, მეც მაგიტო მოვიყვანე გრანდების დიდი ანგარიშებით წაგება მაგალითად რო არავინ ელის ამდენ გაშვებულ გოლს როცა ეგეთი ვარსკვლავები გყავს გუნდში და მერე მიდის უმოწყალო და ხშირად გადამეტებული, არაადეკვატური კრიტიკა, ეგაა და ეგ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top