თბილისი:
მანჩესტერი:
21-04-2017, 19:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1918,
კომენტარები: 12
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
მოურინიომ ტრავმირებულთა შესახებ ისაუბრა.
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ პრემიერ ლიგის ეგიდით კვირას გამასართი მატჩის წინ ფეხბურთელთა მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდს დაცვაში საგრძნობი პრობლემები აქვს.

მარკოს როხომ "ანდერლეხტთან" მატჩში ფეხის დაზიანება მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ კლუბს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია, არსებობს შანსი, რომ არგენტინელი ფილ ჯონსსა და კრის სმოლინგს შეუერთდეს ლაზარეთში.

ტრავმა მიიღო ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც, რომელიც მატჩის უკანასკნელ წუთზე დაშავდა და ენტონი მარსიალმა ჩაანაცვლა. თუმცა, მოურინიოს მიაჩნია, რომ შეტევაში გუნდს მეტი არჩევანი აქვს, რის საფუძველსაც უეინ რუნის დაბრუნება ქმნის.

მწვრთნელმა ასევე დაადასტურა, რომ ორი ფეხბურთელი, რომლებიც მეოთხედფინალში არ თამაშობდნენ - ანდერ ერერა და ეშლი იანგი - "ტორფ მურზე" გასამართ მატჩში მონაწილეობას მიიღებენ და შესაძლოა, გუნდში უხმოს რეზერვების კაპიტან აქსელ ტუანზებესაც, რომელიც მველია.

"ერიკ ბაიიმ ზედიზედ 6 მატჩი ჩაატარა - 540 წუთი ზედიზედ. დავკარგეთ მარკოს როხო, არ გვყავს ჯონსი და არ გვყავს სმოლინგი.

პრობლემა გვაქვს და ახლა ზლატანიც დავკარგეთ, მაგრამ შეტევაში არჩევანი გვაქვს: რუნი ბრუნდება და ვნახოთ, მატაც მოახერხებს თუ არა დაბრუნებას სეზონის ბოლომდე. ვნახოთ, რა მოხდება.

ერერა "ბარნლისთან" ითამაშებს. ხუთშაბათს არ უთამაშია - ერთი ყვითელი ბარათი და ნახევარფინალს გამოტოვებდა. მასზე და ფელაინი ვფიქრობდი, მაგრამ რადგანაც როხო შევცვალე, ამას ვეღარ შევძლებდი და ერერამ ვერ ითამაშა.

ასე რომ, ერერა სათამაშო მზად არის. ეშლი იანგიც დასვენებულია და კიდევ ვინ? სხვა არავინ არის დასვენებული! ახლა ყველა გვჭირდება და არ უნდა ვიფიქრო იმაზე, რომ აქსელ ტუანზებე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე კორეაში მიემგზავრება, რადგან აქსეულს შესაძლოა, აქ მოსვლა მოუხდეს. ყველა გვჭირდება."


რაც შეეხება რუნის, რომელსაც 1 აპრილის შემდეგ არ უთამაშია, მოურინიომ დაამატა: "კარგი მენტალიტეტი აქვს, მებრძოლი და ძლიერი ადამიანია, თავის საუკეთესო მდგომარეობაშიც რომ არ იყოს და უმაღლეს დონეზე სათამაშოდ საჭირო სიმწვავე არ ჰქონდეს, მას გამოცდილებ და ხასიათი აქვს."

მარკუს რეშფორდმა "ანდერლეხტთან" მატჩში გადამწყვეტი გოლი გაიტანა 107-ე წუთზე, რაც მე-10 გოლი გამოდგა 44 მატჩში. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მოურინიოს ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებში 19 წლის ფეხბურთელის შესაძლო შეყვანაზე ჰკითხა, რაც ივნისში ევროპის ჩემპიონატზე თამაშს გულისხმობს.

"არ მინდა ამ მიმართულებით ფიქრი. მე მხოლოდ ვფიქრობ, რომ როცა ფეხბურთელი გარკვეულ დონეს აღწევს, ამ დონის დაქვეითებას აზრი არ აქვს. ჩემი საქმეა, დავაყენებ თუ არა მას ჩვენს 23-წლამდელთა გუნდში, ვთქვათ, "მანჩესტერ სიტისთან" დერბიში, არა? ნიკი ბატს შეუძლია მისი გამოყენება ასაკის გამო.

ამიტომაც მგონია, რომ როცა გარკვეულ დონეს აღწევ და ამ დონეზე დიდი ხანია ხარ, აზრი არ აქვს. თუმცა, ძალაუფლება მათ ხელშია."


წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: gache1991
21 აპრილი 2017 19:59
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ახალგაზრდული ნაკრები კი არა დიდ ნაკრებში რო გაუშვით მაგიტო აღარ გვყავს სმოლინგი ჯონსი..ჩვენ და ევერტონმა ვიზარალეთ მაგრა სანაკრებო პაუზაზე..არაუშავს ბარნლი მაინც არ შეგვიტევს ისე რო ბლინდმა ვერ შეცვალოს.შეტევაში იბრას არ ყოფნა კიდე მგონი უკეთესიც არი:))ალბათ ესე დააყენებს დეხეა ვალენსია ბაილი ბლინდი შოუ ერერა ფელაინი პოგბა ლინგარდი მხითარიანი რეშფორდი..(კერიკს არ მიაბმევინებს 120 წუთის მერე კიდე ძირითადს)ცუდი არ იქნებოდა ერერას რუნი შეეწყვილებინა კი ამბობს ფორვარდიაო მარა მგონი უკან უფრო ითამაშებს..
0
№2
ავტორი: K1llsw1tch
21 აპრილი 2017 20:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
დაქვეითება რა შუაშია? ტურნირის მოგება უნდა ინგლისს და რეშფორდის მსგავსი მოთამაშე თუ აკმაყოფილებს ასაკობრივ ლიმიტს და ეროვნული ნაკრების მნიშვნელოვანი თამაშები არ ემთხვევა ახალგაზრდულ ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე რატომ არ უნდა გაემგზავროს? აბა ვინ უნდა ათამაშონ რეშფორდი თუ არა ისედაც ნაგავია ინგლისის ყველა დონის ნაკრები და კიდევ ეგ რომ არ გამოიძახო და მისნაირი პირველ გუნდში მოთამაშე ახალგაზრდები საერთოდ ჯგუფში ჩარჩებიან. მთავარია რომ ასაკობრივ კატეგორიას აკმაყოფილებს რეზერვებშია თუ ძირითადში ამას ალბათ მარტო ინგლისში აქცევენ ყრადღებას, ვითომ "არ ეკადრება". ამ მიდგომის გამოა ვერცერთ ახალგაზრდულ ტურნირზე ჯგუფს რომ ვერ ცდებიან.
0
№3
ავტორი: ikeoni
21 აპრილი 2017 20:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Dzalian didi danaklisi gvaq da imedia vinme mainc gamojamrteldeba
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
21 აპრილი 2017 20:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სეზონის დასაწყისში არ იყო ტრამვები და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა რო მოდის ახლა დაიწყო ;/
0
№5
ავტორი: gaga1987
21 აპრილი 2017 21:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
unda gaudzlot sxva gza araa.
0
№6
ავტორი: gache1991
21 აპრილი 2017 21:25
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
reshfordi ki ara milionjer uketesi taoba yavda mara veraferi ver qnes,amis gamodzaxeba wasvla ar wasvlit ar ashendeba aveyana.ase rom daetios sadac ari.arc sterlings mouklia tavi tavisdroze da aravis kide.mbape amaze pataraa mara meti saqme ar aqvt axalgazrdulze gaushvan.mitumetes chven vinme ardagvemtvres nakrebshi ar maxsovs
0
№7
ავტორი: bziki
21 აპრილი 2017 21:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
აუცილებელია ბაილის დასვნებაც ამოწევს ვინმეს რეზერვებიდან ალბათ და შეუწყვილებს ბლინდს
აი სიტისთან კი ბაილი კერიკი დადგებიან თუ არ გაასხეს ბარნლისთან და აზრი ქონდა და თუ ვერ დაბრუნდა როხო სელტამდე კერიკს დააყენებს მანდაც, იანგი ითამაშებს და შეილება ვალენსიაც დაასვენოს მარა ალბათ ორივე იქნებიან აქეთ იქიდან
დალშე არაა დიდი პრობლემა ჯერ ჯერობით რეშფორდსაც თუ დაასვენებს კაი იქნება რუნის ვნახავდი 9 იანზე დიდი იმედებით აღარ ვეკიდები რუნის 9 იანობას მარა რეშფორდს ჭირდება

ტუანზებეს შეუძლია ცენტრში თამაში იცით ვინმემ?
0
№8
ავტორი: Phil Jones
21 აპრილი 2017 21:47
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ბარნლისთან ფელაინი უნდა იყოს უეჭველი,, მაგათმა ჩაწოდების მეტი არაფერი იციან და წინ 1-2 ფიზიკურად ძლიერი კაცი ჰყავთ და სულ ეგ არის მაგათი ტაკტიკა.

ციტატა: bziki
აუცილებელია ბაილის დასვნებაც ამოწევს ვინმეს რეზერვებიდან ალბათ და შეუწყვილებს ბლინდს
აი სიტისთან კი ბაილი კერიკი დადგებიან თუ არ გაასხეს ბარნლისთან და აზრი ქონდა და თუ ვერ დაბრუნდა როხო სელტამდე კერიკს დააყენებს მანდაც, იანგი ითამაშებს და შეილება ვალენსიაც დაასვენოს მარა ალბათ ორივე იქნებიან აქეთ იქიდან
დალშე არაა დიდი პრობლემა ჯერ ჯერობით რეშფორდსაც თუ დაასვენებს კაი იქნება რუნის ვნახავდი 9 იანზე დიდი იმედებით აღარ ვეკიდები რუნის 9 იანობას მარა რეშფორდს ჭირდება

ტუანზებეს შეუძლია ცენტრში თამაში იცით ვინმემ?

ტუანზებე ცენტრალურ მცველადაა რეზერვებში და მაგის ძირითადი პოზიციაა.
0
№9
ავტორი: stepno
21 აპრილი 2017 23:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
imediaa marsiaali traaks gaa****evs
0
№10
ავტორი: bziki
22 აპრილი 2017 00:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Phil Jones
ნომინალურად მარჯვენა მცველია ტუანზებე, ერთი თამაში მახსოვს მანდაც მარჯვნივ იყო, კაია თუ შეულია ცენტრში თამაში გამოადგება გუნდს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top