თბილისი:
მანჩესტერი:
21-04-2017, 19:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1925,
კომენტარები: 12
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
მოურინიომ ტრავმირებულთა შესახებ ისაუბრა.
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ პრემიერ ლიგის ეგიდით კვირას გამასართი მატჩის წინ ფეხბურთელთა მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდს დაცვაში საგრძნობი პრობლემები აქვს.

მარკოს როხომ "ანდერლეხტთან" მატჩში ფეხის დაზიანება მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ კლუბს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია, არსებობს შანსი, რომ არგენტინელი ფილ ჯონსსა და კრის სმოლინგს შეუერთდეს ლაზარეთში.

ტრავმა მიიღო ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც, რომელიც მატჩის უკანასკნელ წუთზე დაშავდა და ენტონი მარსიალმა ჩაანაცვლა. თუმცა, მოურინიოს მიაჩნია, რომ შეტევაში გუნდს მეტი არჩევანი აქვს, რის საფუძველსაც უეინ რუნის დაბრუნება ქმნის.

მწვრთნელმა ასევე დაადასტურა, რომ ორი ფეხბურთელი, რომლებიც მეოთხედფინალში არ თამაშობდნენ - ანდერ ერერა და ეშლი იანგი - "ტორფ მურზე" გასამართ მატჩში მონაწილეობას მიიღებენ და შესაძლოა, გუნდში უხმოს რეზერვების კაპიტან აქსელ ტუანზებესაც, რომელიც მველია.

"ერიკ ბაიიმ ზედიზედ 6 მატჩი ჩაატარა - 540 წუთი ზედიზედ. დავკარგეთ მარკოს როხო, არ გვყავს ჯონსი და არ გვყავს სმოლინგი.

პრობლემა გვაქვს და ახლა ზლატანიც დავკარგეთ, მაგრამ შეტევაში არჩევანი გვაქვს: რუნი ბრუნდება და ვნახოთ, მატაც მოახერხებს თუ არა დაბრუნებას სეზონის ბოლომდე. ვნახოთ, რა მოხდება.

ერერა "ბარნლისთან" ითამაშებს. ხუთშაბათს არ უთამაშია - ერთი ყვითელი ბარათი და ნახევარფინალს გამოტოვებდა. მასზე და ფელაინი ვფიქრობდი, მაგრამ რადგანაც როხო შევცვალე, ამას ვეღარ შევძლებდი და ერერამ ვერ ითამაშა.

ასე რომ, ერერა სათამაშო მზად არის. ეშლი იანგიც დასვენებულია და კიდევ ვინ? სხვა არავინ არის დასვენებული! ახლა ყველა გვჭირდება და არ უნდა ვიფიქრო იმაზე, რომ აქსელ ტუანზებე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე კორეაში მიემგზავრება, რადგან აქსეულს შესაძლოა, აქ მოსვლა მოუხდეს. ყველა გვჭირდება."


რაც შეეხება რუნის, რომელსაც 1 აპრილის შემდეგ არ უთამაშია, მოურინიომ დაამატა: "კარგი მენტალიტეტი აქვს, მებრძოლი და ძლიერი ადამიანია, თავის საუკეთესო მდგომარეობაშიც რომ არ იყოს და უმაღლეს დონეზე სათამაშოდ საჭირო სიმწვავე არ ჰქონდეს, მას გამოცდილებ და ხასიათი აქვს."

მარკუს რეშფორდმა "ანდერლეხტთან" მატჩში გადამწყვეტი გოლი გაიტანა 107-ე წუთზე, რაც მე-10 გოლი გამოდგა 44 მატჩში. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მოურინიოს ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებში 19 წლის ფეხბურთელის შესაძლო შეყვანაზე ჰკითხა, რაც ივნისში ევროპის ჩემპიონატზე თამაშს გულისხმობს.

"არ მინდა ამ მიმართულებით ფიქრი. მე მხოლოდ ვფიქრობ, რომ როცა ფეხბურთელი გარკვეულ დონეს აღწევს, ამ დონის დაქვეითებას აზრი არ აქვს. ჩემი საქმეა, დავაყენებ თუ არა მას ჩვენს 23-წლამდელთა გუნდში, ვთქვათ, "მანჩესტერ სიტისთან" დერბიში, არა? ნიკი ბატს შეუძლია მისი გამოყენება ასაკის გამო.

ამიტომაც მგონია, რომ როცა გარკვეულ დონეს აღწევ და ამ დონეზე დიდი ხანია ხარ, აზრი არ აქვს. თუმცა, ძალაუფლება მათ ხელშია."


წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: GRIEZMANN 7
22 აპრილი 2017 09:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 196
ტუაზებე ცენტრში თამაშობს

ფელაინი ცუდად არშემოსულა ანერლეხტთან
0
№12
ავტორი: dachi_mu
23 აპრილი 2017 02:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
გუნდის დამძიმება მოუწევს ფელაინითი მოუს,რო მეორე სართულზე დაცვას მიეხმაროს ხოლმე და ცოტა უკნიდან ითამაშოს,ანდერლეხტთანაც კარგად გამოჩნდა,ბლინდმა წააგო ყველაფერი,სანამ ფელაინი არ შემოვიდა ვეღარ ვითამაშედ ნორმალურად
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top