ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩის პრევიუ.
სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ევროპის ლიგა. 1/4 ფინალი. მე-2 მატჩი
თარიღი: ხუთშაბათი, 20 აპრტილი, 2017 წელი
მთავარი მსაჯი: ალბერტო უნდიანო მალიენკო (ესპანეთი)
მატჩის დასაწყისი: 23:05, (ჩვენი დროით)
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: მატა, სმოლინგი, ჯონსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: რუნი
გაფრთხილების შემთხვევაში მომდევნო მატჩს გამოტოვებენ: მხითარიანი, ბაიი ერერა
განაცხადი: De Gea, Romero, O'Hara; Valencia, Rojo, Smalling, Blind, Darmian, Young; Carrick, Herrera, Fellaini, Pogba, Lingard, Mkhitaryan;, Rashford, Ibrahimovic.
ჟოზე მოურინიომ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდის კაპიტანი უეინ რუნი, რომელმაც ბოლო ოთხი მატჩი მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა, შესაძლოა, სათადარიგოთა სკამზე მოხვდეს. პორტუგალიელმა ასევე დაადასტურა, რომ მეკარის პოზიციას სერხიო რომერო დაიკავებს. მატა, სმოლინგი და ჯონსი კვლავ ტრავმირებულნი არიან.
"ანდერლეხტი"
ტრავმირებულები: არავინ
დისკვალიფიკაცია: არავინ
გაფრთხილების შემთხვევაში მომდევნო მატჩს გამოტოვებენ: აშამპონგი, დენდონკერი, ანი, ნეტინკი, სოვა, სპაიიჩი, თეოდორჩიკი, კიზე-თელინი, ტილემანსი.
განაცხადი:
[/center]
ბელგიაში გოლის გაშვებამ "იუნაიტედს" საქმე ოდნავ გაურთულა, მაგრამ ინგლისელები იმან უნდა დაამშვიდოს, რომ "ანდერლეხტის" წინააღმდეგ ჩატარებული სამივე საშინაო მატჩი მოიგეს.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ბელგიური გუნდების წინააღმდეგ ჩატარებული ოთხივე საშინაო მატჩი მოიგო, "ანდერლეხტს" კი ჯერ არასდროს გაუმაჯრვია ინგლისში.
[center]

წინა შეხვედრები
კლუბები UEFA-ს ტურნირზე მერვე მატჩს ჩაატარებენ და "ანდერლეხტმა" წინა შვიდიდან 2 მატჩი მოიგო. 4 გამარჯვება "იუნაიტედის" ანგარიშზეა, სამი მათგანი კი მანჩესტერში მოიგო.
პირველ მათგანში - 1956 წლის 26 სექტემბერს "მეინ როუდზე" - "ანდერლეხტმა" ევროტურნირზე თავისი უდიდესი მარცხი განიცადა ანგარიშით 0:10.
თუკი ხსენებულ შვიდ მატჩს არ ჩავთვლით, "იუნაიტედი" სულ ერთხელ დაუპირისპირდა ბელგიურ კლუბს. 2015/16 წლების ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის რაუნდში მანჩესტერელებმა "ბრიუგეს" საერთო ანგარიშით 7:1 სძლიეს. ბელგიაში ჩატარებული მატჩი "წითლებმა" 4:0 მოიგეს.
"ანდერლეხტის" 33 მატჩი ინგლისურ კლუბებთან: მ7 ფ6 წ20. ბელგიელებს ინგლისში სტუმრად ჩატარებული 15 მატჩიდან არცერთი არ მოუგიათ (2ფ 13წ). ბოლოს ინგლსის ჩემპიონატის წარმომადგენელს "ანდერლეხტი" 2015/16 წლების ევროპა ლიგის სეზონში შეხვდა. მაშინ ჯგუფურ ეტაპზე "ვესტ ჰემს" ეთამაშა, რომელთანაც გასვლაზე 1:2 დამარცხდა, მაგრამ იმავე ანგარიშით სახლში იმარჯვა.
"ანდერლეხტის" ორი მატჩი ინგლისელებთან ფინალზე მოდის: 1975/76 წლების თასების თასის ბრიუსელურ ფინალში "ვესტ ჰემს" 4:2 სძლიეს, ხოლო 1983/84 წლების უეფა-ს თასის ორმატჩიან ფინალში საბოლოოდ პენალტების სერიაში დამარცხდა 3:4 (ორივე შეხვედრა 1:1 დასრულდა).
ფაქტები გუნდების შესახებ
მიმდინარე სეზონში ევროტურნირზე ჩატარებული ხუთივე შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" "იუნაიტედის" გამარჯვებით დასრულდა და გუნდმა მხოლოდ 1 გოლი გაუშვა. "წითლების" წაუგებელი საშინაო სერია 16 მატჩია გრძელდება: მ13 ფ3. უკანასკნელი საშინაო მარცხი 2012/13 წლებში ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "რეალთან" განიცადეს.
უეფა-ს თასი/ევროპა ლიგა - ერთადერთია იმ სამ დიდ ევროპულ ტურნირებს შორის, რომელიც "იუნაიტედს" ჯერ კიდევ არ მოუგია. "წითელმა" ეშმაკებმა სამჯერ მოიგეს ჩემპიონთა თასი/ჩემპიონთა ლიგა (1968, 1999, 2008), 1991 წელს კი თასების მფლობელთა თასი აღმართა.
"იუნაიტედის" საუკეთესო შედეგი უეფა-ს თასზე/ევროპა ლიგაზე - მეოთხედფინალია. ამ ეტაპზე 1984/85 წლებში "ეშმაკები" "ვიდეოთონთან" პენალტების სერიაში დამარცხდნენ.
ევროტურნირის მეოთხედფინალში "ანდერლეხტი" უკანასკნელად 1996/97 წლების სეზონში გავიდა. მაშინ ბელგიელებმა ორი მატჩის ჯამში უეფა-ს თასზე "ინტერთან" წააგეს. 1990/91 წლების სეზონში ბრიუსელურმა კლუბმა უეფა-ს თასის ანალოგიურ სტადიაზე სერია ა-ს კიდევ ერთ წარმომადგენელთან, "რომასთან" წააგო.
კავშირი გუნდებს შორის და სხვა ფაქტები
ბრიუსელიდან მანჩესტერამდე 550 კილომეტრია.
"იუნაიტედის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, "სელტას" ფორვარდმა იაგო ასპასმა და "ანდერლეხტის" შემტევმა თეოდორჩიკმა ჯგუფური ეტაპის დაწყების შემდეგ 5-5 გოლი გაიტანეს ტურნირზე და 1/4 ფინალისტებს შორის ლიდერობენ. ტურნირის საუკეთესო ბომბარდირთა სიას კი "ზენიტის" ფლეიმეიქერი ჟულიანო და "რომას" ფორვარდი ედინ ჯეკო ლიდერობენ 8 გოლით.
2013 წლის ოქტომბერში იბრაჰიმოვიჩმა პოკერი შეასრულა და მისმა "პარი სენ-ჟერმენმა" "ანდერლეხტი" 5:0 დაამარცხა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლით მატჩში. საპასუხო შეხვედრა 1:1 დასრულდა, შვედმა კი კვლავ გაიტანა.
1/4 ფინალში სამი შვედი გავიდა - მოცემული წყვილიდან იბრაჰიმოვიჩი და "ანდერლეხტის" თავდამსხმელი კიზე-თელინი წარმოადგენენ ამ ქვეყანას, მათ კი "სელტას" რიგებიდან იონ გვიდეტი უერთდება, რომლებსაც შანსი აქვთ, სამშბოლოში ითამაშონ ტურნირის ფინალი.
მარუან ფელაინის ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული "ანდერლეხტის" წინააღმდეგ, როცა "სტანდარდში" ასპარეზობდა. ამ მატჩებში მისმა გუნდმა ორჯერ მოიგო, 1 წააგო და ერთხელ ფრე ითამაშა.
"იუნაიტედი" ევროტურნირებზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით "ანდერლეხტს" ჩამორჩება (337 - 389), მაგრამ გამარჯვება ინგლისელებს უფრო მეტი აქვთ - 178:173.
"ანდერლეხტი" პირველ ადგილზე იმყოფება ევროტურნირზე განცდილი მარცხების რაოდენობით - 134. უეფა-ს ტურნირებზე გაშვებული გოლების რაოდენობით ბელგიელები მხოლოდ "რეალს" ჩამორჩებიან - 504 / 550
გუნდების მწვრთნელებიჟოზე მოურინიომ "იუნაიტედი" გასულ ზაფხულს ჩაიბარა. პორტუგალიელმა "პორტუ" უეფა-ს თასისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახადა, მოგვიანებით კი ეს უკანასკნელი ტურნირი "ინტერთან" ერთად მოიგო. მოურინიო ორჯერ გახდა "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი და ამ პერიოდში სამჯერ მოიგო პრემიერ ლიგა.
ამ ტურნირზე მოურინიო უკანასკნელად 2002/03 წლებში მონაწილეობდა. მაშინ მისმა "პორტუმ" უეფა-ს თასის ფინალში "სელტიკს" 3:2 სძლია.
მოურინიო ორჯერ დაუპირისპირდა "ანდერლეხტს" 2005/06 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩებში. მისმა "ჩელსიმ" ორი გამარჯვება მოიპოვა - 1:0 სახლში და 2:0 გასვლაზე.
რენე ვაილერი "ანდერლეხტში" პირველ სეზონს ატარებს. 2014 წლიდან 2016 წლამდე იგი "ნიურნბერგს" წვრთნიდა. უფრო ადრე მან შვეიცარიაში გაითქვა სახელი, სადაც "შაფჰაუზენსა" და "არაუს" წვრთნიდა.
პენალტები
"მანჩესტერ იუნაიტედი"
"იუნაიტედის" პენალტების სერია UEFA-ს ტურნირებზე: მ1, წ2
წაგება:
5-4 სტუმრად "ვიდეოთონთან" (უნგრეთი) – UEFA-ს თასის მეოთხედფინალი 1984-85
4-3 სტუმრად "ტორპედოსთან" (რუსეთი) – UEFA-ს თასის პირველი რაუნდი 1992-93.
მოგება:
6-5 ნეიტრალურ მოედანზე "ჩელსის" წინააღმდეგ - ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2007-08.
"ანდერლეხტი"
"ანდერლეხტმა" ევროტურნირზე ჩატარებული სამივე პენალტების სერია წააგო.1:4, სტუმრად "ბარსელონასთან" (თასების მფლობელთა თასის მეორე წრე - 1978/79)
3:4, სტუმრად "ტოტენჰემთან" (უეფა-ს თასის ფინალი - 1983/84)
2:3, სახლში "პარტიზანთან" (ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის რაუნდი - 2010/11)
გუნდების ბოლო შედეგები თავიანთი ქვეყნების ჩემპიონატში:
04.03.2017. "მანჩესტერ იუნაიტედი" -
"ჩელსი" 2-0 (რეშფორდი 7; ერერა 49')"მანჩესტერ იუნაიტედი": დე ხეა, ვალენსია, ბაიი, როხო, დარმიანი. პოგბა, ერერა, ლინგარდი (კერიკი 60), ფელაინი, იანგი (ფოსუ-მენსა), რეშფორდი (იბრაჰიმოვიჩი 83)
მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-5 ადგილი, 60 ქულა.12.03.2017. "ოსტენდე" - "ანდერლეხტი" 0-1მდგომარეობა ჩემპიონატში: 1-ლი ადგილი, 61 ქულა.