თბილისი:
მანჩესტერი:
18-04-2017, 13:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2222,
კომენტარები: 11
იანუზაის ინგლისში დარჩენა სურს
ადნან იანუზაი ქვეყნის დატოვებას არ აპირებს.
იანუზაის ინგლისში დარჩენა სურს
ადნან იანუზაი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლის შემთხვევაში ინგლისის დატოვებას არ აპირებს.

"ოლდ ტრაფორდზე" თავის დამკვიდრებაში პრობლემის შექმნის შემდეგ იანუზაი ჟოზე მოურინიოს გუნდის გეგმებში აღარ შედის და შესაძლოა, იგი სეზონის ბოლოს "იუნაიტედმა" გაყიდოს.

ამჟამად კი ბელგიელი "სანდერლენდში" იჯარის წესით ასპარეზობს, მაგრამ ვერც იქ ახერხებს თავის გამოჩენას და "შავი კატების" რიგებში დარჩენას არ აპირებს, თუკი ისინი დაბალ დივიზიონში დაქვეითდებიან.

დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილი იჯარით აყვანილი ფეხბურთელი კი არა მარტო პრემიერ ლიგაში, არამედ ინგლისში დარჩენის სურვილსაც გამოთქვამს, რადგანაც მისი ოჯახი ნისლიან ალბიონზე თავს კარგად გრძნობს.

"წითელი ეშმაკების" ბანაკში კი სჯერათ, რომ იანუზაის გამოყენება სატრანსფერო გეგმებისთვის შეიძლება.

"იუნაიტედთან" გაკავშირებული წყარო იტყობინება: "იანუზაის ინგლისში დარჩენა სურს. როგორც მოსალოდნელია, კლუბს დატოვებს, ვინაიდან მოურინიოს მისი ხილვა აღარ სურს.

არც "სანდერლენდში" აქვს კარგი სეზონი. მის და კლუბის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება მომდევნო თვეში შედგება.

ახლობლებს უთხრა, რომ პრემიერ ლიგა მისი პირველი არჩევანია და აქ თავს კარგად გრძნობს".


წყარო: thesun
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
18 აპრილი 2017 13:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
რაღაც არამგონია მოურინიომ დაიბრუნოს ეს
1
№2
ავტორი: irakli87
18 აპრილი 2017 14:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
აწი მისგან ის არ გამოვა რასაც უწინასწარმეტყველებდნენ.
0
№3
ავტორი: shotkin
18 აპრილი 2017 14:56
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
დარწმუნებული ვარ ამას არ დააბრუნებს , იმის ფონზე რო გაძლიერება გვინდა ფლანგებზე ესეთი იანუზას დატოვება იდიოტობა იქნება მიტუმეტეს რო პერეირას შანსი უნდა მიეცეს და ამ 2 დან აშკარად პერეირა ატარებს უფრო კარგ სეზონს და ჯამშიც ბევრად სტაბილურია და თუ დარჩენაა იმას უფრო დაიტოვებენ ვიდრე ამას. ამის საქმე წასულია უკვე დიდი ხანია,თავის სიზარმაცეს და უპასუხისმგებლობას დააბრალოს, ძაან თავში აუვარდა თავის დროზე და შედეგს ეხლა იმკის.
0
№4
ავტორი: tedore
18 აპრილი 2017 16:06
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
სალამურის თემაა რაა როგორც იმისგან არ გამოვა სალამური ისე ამისგან აღარ დადგება არაფერი უსარგებლო ფეხბურთელი კიდე არაფრად გვჭირდება მემფისი გავუშვით და ეს ვინ ჩემი ფეხებია ბოლობოლო
0
№5
ავტორი: gache1991
18 აპრილი 2017 16:48
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
gadavides braitonshi da inglisshic iqneba da eplshic:))
2
№6
ავტორი: ikeoni
18 აპრილი 2017 17:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Arada ra momavali echyaneboda)))
0
№7
ავტორი: I L C
18 აპრილი 2017 17:07
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ჩემი აზრით ვან გაალი რომარა მართლა ძაან სასარგებლო ფეხბურთელი იქნებოდა მაგრამ მომავალში ამისგან აღარაფერი გამოვა, ყოველშემთხვევაში ის ვერა რასაც ველოდით მარა მოურინიოს არაფერი უთქვამს ჯერ იანუზაიზე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№8
ავტორი: kobinio
18 აპრილი 2017 17:09
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
დედის ცენზურა და პეჩემია ჩაიში არ უნდა? კითხეთ რა ვინმემ
ეს ის ხომ არაა დორტმუნდ დაბალი დონის გუნდი რა და ვარჯიში რმ არ ჭირდება?!
შანსი ყველას უნდა მიეცეს მშრომელს და არა მარადმწვანე პერსპეკტიულებს
0
№9
ავტორი: shotkin
18 აპრილი 2017 17:18
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: ikeoni
Arada ra momavali echyaneboda)))

ეჰ ბრატ აფელაის რო მომავალი ეჭყანებოდა ეგეთი ამას არ დაესიზმრება მარა რა დაემართა იმასაც ვნახეთ
0
№10
ავტორი: Phil Jones
18 აპრილი 2017 18:17
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: gache1991
gadavides braitonshi da inglisshic iqneba da eplshic:))

აბა ბრაიტონს ჰკითხე ეხლა თუ უნდა ))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top