თბილისი:
მანჩესტერი:
17-04-2017, 23:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2401,
კომენტარები: 11
დარმიანი: "რეშფორდი მსოფლიო დონეს მიაღწევს"
მატეო დარმიანი თინეიჯერ თავდამსხმელზე საუბრობს.
დარმიანი:
მატეო დარმიანი ფიქრობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, მარკუს რეშფორდი "მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი გახდება", როგორც კი თავის პოტენციალს გამოავლენს.

19 წლის ფეხბურთელმა თავის პროფესიონალურ კარიერაში მე-16 გოლი გაიტანა, რაც "ჩელსის" კარის აღებით მოახერხა კვირას "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ მატჩში.

ზლატან იბრაჰიმოვიჩის პოზიციაზე სასტარტო შემადგენლობაში გამოსულმა რეშფორდმა არა მარტო გოლი გაიტანა, არამედ მნიშვნელოვანი როლიც შეასრულა გუნდის შეტევით თამაშში თავისი ენერგიითა და დინამიურობით.

დარმიანმა, რომელიც ასევე სასტარტო შემადგენლობაში თამაშობდა მარცხენა მცველად, მატჩის შემდეგ 19 წლის თანაგუნდელის მისამართით დადებითად ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, თავისი გოლი შესანიშნავ სტილში გაიტანა. მარკუსი დიდებული ფეხბურთელია და ჯერ ძალიან, ძალიან ახალგაზრდაა. ვფიქრობ, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. შეუძლია, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს, მსოფლიოს ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე, რადგან მის თამაშში ყველაფერი კარგია.

კარგი დარტყმა, კარგი მოძრაობა და სისწრაფე აქვს და თავდამსხმელის სტილში თითქმის ყველა შემთხვევაში გააქვს გოლი, როცა ბურთს ეხება. ზოგჯერ ჩვეულებრივი მოვლენაა ისიც, რომ უგოლო პერიოდი აქვთ. მაგრამ იმედი მაქვს, გუნდს მიზნების მიღწევაში ასე დაეხმარება",
- განაცხადა იტალიელმა მცველმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: chira
17 აპრილი 2017 23:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 67
რეშფორდი კი მიაღწევს მაგრამ შენ რაგეშველება შე საცოდაო
2
№2
ავტორი: Lady in red
17 აპრილი 2017 23:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
მარკუსი ჩვენი ოქროს ბიჭუნაა და მჯერა. რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება ჩვენი გუნდისთვის. ამ ოთხი წლის განმავლობაში მისი გამოჩენა ერთ-ერთი დადებითი მოვლენაა, რაც ჩვენ გუნდს გადახდა თავს.
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
17 აპრილი 2017 23:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
პროგრესი თუ განაგრძო მართლა აქ იმის პოტენციალი რო მსოფლიო დონის მოთამაშე გახდეს
0
№4
ავტორი: shotkin
17 აპრილი 2017 23:59
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
კარგი გუნდი უნდა ააშენოს რა მოუმ წესით
0
№5
ავტორი: stepno
18 აპრილი 2017 00:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
markusii namdvilaad umagresiaa da gagvimartlaa chven ro gvyavs :)))) darmianebi da iangebi shemdegi sezonidan out imediaaa didiii
0
№6
ავტორი: ikeoni
18 აპრილი 2017 00:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Dzalian didi momavali aqvs amas ukve yvela xedavs❤️
0
№7
ავტორი: MU1810
18 აპრილი 2017 00:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
როგორ ვერ გახდება მსოფლიო დონე ცოცხალი მაგალითი ყავხარ წინ
0
№8
ავტორი: giorgiginturi
18 აპრილი 2017 09:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ციტატა: chira
რეშფორდი კი მიაღწევს მაგრამ შენ რაგეშველება შე საცოდაო

wink wink საღოლ ძმა.. მართალია
0
№9
ავტორი: nugo-nugo
18 აპრილი 2017 09:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
პროგრესი უნდა განაგრძოსდ და გახდება ერტერთი საუკეთესო.მერე თუ რეალში არ აგვეთესა ესეც
0
№10
ავტორი: Phil Jones
18 აპრილი 2017 12:23
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: nugo-nugo
პროგრესი უნდა განაგრძოსდ და გახდება ერტერთი საუკეთესო.მერე თუ რეალში არ აგვეთესა ესეც

მსგავსი რამეები ხშირად მესმის ხოლმე და ვერ ვხვდები ასე რატომ ფიქრობთ? ჯერერთი ინგლისელია და არსად წავა მარტო ამიტომ, მეორეთი ის დრო წარსულს ჩაბარდა რეალი რომ 1 თავით მაღლა იდგა ველაზე, რაც შეეხება იუნაიტედიდან წასულებს რეალში, ბექჰემი უფრო გააგდეს ვიდრე თავისი ნებით წავიდა, რონალდო იყო ერთადერთი ვინც ვერ გააჩერეს გუნდში და უფრო იოლად უფრო მეტის მიღწევა უნდოდა და წავიდა, აქ ქალაქებს შორის სხვაობამაც ითამაშა დიდი როლი, წვიმიანი და ერთი ჩვეულებრივი ინგლისური ქალაქი მანჩესტერი და მეორე მხარეს ულამაზესი და მზიანი მადრიდი და ნისტელროი რომელმაც უკვე დაღმასვლადაწყებულმა დაგვტოვა და ვერც გაამტყუნებ ჟვარი არ ჰქონდა დაწერილი მანჩესტერზე. ეხლა პრემიერლიგაა საუკეთესო ჩემპიონატი, რონალდო-მესის დროც მიდის და ძააალიან დაავრდება პრიმერას დონეც 2-3 წელიწადშI შეიძLება სევილიამ აჯობოს ყველას ისე მიდის საქმე, ასე რომ რეალშI ნორმალური პერსპეკტიული არასდროს გადავა ახალგაზრდა ასაკშI.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top