თბილისი:
მანჩესტერი:
17-04-2017, 23:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2403,
კომენტარები: 11
დარმიანი: "რეშფორდი მსოფლიო დონეს მიაღწევს"
მატეო დარმიანი თინეიჯერ თავდამსხმელზე საუბრობს.
დარმიანი:
მატეო დარმიანი ფიქრობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, მარკუს რეშფორდი "მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი გახდება", როგორც კი თავის პოტენციალს გამოავლენს.

19 წლის ფეხბურთელმა თავის პროფესიონალურ კარიერაში მე-16 გოლი გაიტანა, რაც "ჩელსის" კარის აღებით მოახერხა კვირას "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ მატჩში.

ზლატან იბრაჰიმოვიჩის პოზიციაზე სასტარტო შემადგენლობაში გამოსულმა რეშფორდმა არა მარტო გოლი გაიტანა, არამედ მნიშვნელოვანი როლიც შეასრულა გუნდის შეტევით თამაშში თავისი ენერგიითა და დინამიურობით.

დარმიანმა, რომელიც ასევე სასტარტო შემადგენლობაში თამაშობდა მარცხენა მცველად, მატჩის შემდეგ 19 წლის თანაგუნდელის მისამართით დადებითად ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, თავისი გოლი შესანიშნავ სტილში გაიტანა. მარკუსი დიდებული ფეხბურთელია და ჯერ ძალიან, ძალიან ახალგაზრდაა. ვფიქრობ, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. შეუძლია, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს, მსოფლიოს ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე, რადგან მის თამაშში ყველაფერი კარგია.

კარგი დარტყმა, კარგი მოძრაობა და სისწრაფე აქვს და თავდამსხმელის სტილში თითქმის ყველა შემთხვევაში გააქვს გოლი, როცა ბურთს ეხება. ზოგჯერ ჩვეულებრივი მოვლენაა ისიც, რომ უგოლო პერიოდი აქვთ. მაგრამ იმედი მაქვს, გუნდს მიზნების მიღწევაში ასე დაეხმარება",
- განაცხადა იტალიელმა მცველმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: nugo-nugo
18 აპრილი 2017 20:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
ციტატა: Phil Jones
ციტატა: nugo-nugo
პროგრესი უნდა განაგრძოსდ და გახდება ერტერთი საუკეთესო.მერე თუ რეალში არ აგვეთესა ესეც

მსგავსი რამეები ხშირად მესმის ხოლმე და ვერ ვხვდები ასე რატომ ფიქრობთ? ჯერერთი ინგლისელია და არსად წავა მარტო ამიტომ, მეორეთი ის დრო წარსულს ჩაბარდა რეალი რომ 1 თავით მაღლა იდგა ველაზე, რაც შეეხება იუნაიტედიდან წასულებს რეალში, ბექჰემი უფრო გააგდეს ვიდრე თავისი ნებით წავიდა, რონალდო იყო ერთადერთი ვინც ვერ გააჩერეს გუნდში და უფრო იოლად უფრო მეტის მიღწევა უნდოდა და წავიდა, აქ ქალაქებს შორის სხვაობამაც ითამაშა დიდი როლი, წვიმიანი და ერთი ჩვეულებრივი ინგლისური ქალაქი მანჩესტერი და მეორე მხარეს ულამაზესი და მზიანი მადრიდი და ნისტელროი რომელმაც უკვე დაღმასვლადაწყებულმა დაგვტოვა და ვერც გაამტყუნებ ჟვარი არ ჰქონდა დაწერილი მანჩესტერზე. ეხლა პრემიერლიგაა საუკეთესო ჩემპიონატი, რონალდო-მესის დროც მიდის და ძააალიან დაავრდება პრიმერას დონეც 2-3 წელიწადშI შეიძLება სევილიამ აჯობოს ყველას ისე მიდის საქმე, ასე რომ რეალშI ნორმალური პერსპეკტიული არასდროს გადავა ახალგაზრდა ასაკშI.

მაგას ვერ გავიგებთ ვინ სად იქნება მომავალში.იგივე ბექემის ვარიანტი რო განმეორდეს რაშფორდთან,ამაში არავინაა დაზღვეული,ინგლისელია თუ იტალიელი არც ამას აქვს მნიშვნელობა თუ რეალის მოსწონს კაცს(რაშფორდზე არ მაქვს საუბარი ზოგადად ვამბობ) მაშინ რეალში წავა თუ ჰქონდა შანსი.მაგრამ დაგეთანხმები და არამგონია რაშოფრდი პრემიერ ლიგიდან წავიდეს, და მითუმეტეს სხვა რომელიმე პრემიერ ლიგის გუნდში გადავიდეს.იმედია აქ დაასრულ;ებს კარიერას.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top