თბილისი:
მანჩესტერი:
17-04-2017, 10:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3912,
კომენტარები: 24
მოურინიომ პრემიერ ლიგის ყველა გუნდი დაამარცხა
ჟოზე მოურინიოს შთამბეჭდავი შედეგი.
მოურინიომ პრემიერ ლიგის ყველა გუნდი დაამარცხა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს თავის აქტივში პრემიერ ლიგაში მოასპარეზე ყველა გუნდზე გამარჯვება ერიცხება.

პორტუგალიელი სპეციალისტი "ოლდ ტრაფორდზე" პირველ სეზონს ატარებს, მაგრამ პრემიერ ლიგაში ეს მისი მე-6 სეზონია.

მოურინიომ "ჩელსიში" ორჯერ მისვლისას 5 სეზონი გაატარა "სტემფორდ ბრიჯზე", საიდანაც 2015 წელს წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს. სწორედ "ჩელსი" იყო ერთადერთი გუნდი, რომელიც მოურინიოს პრემიერ ლიგაში არასდროს ჰყავდა დამარცხებული, მაგრამ მან ეს დანაკლისი გუშინ "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებული მატჩით შეავსო.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ლონდონელ მეტოქეს ბოლო 13 შეხვედრაში პირველად სძლია და ოთხეულისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა, მოურინიომ კი თავის სამწვრთნელო კარიერაში პრემიერ ლიგაში ოდესმე მოასპარეზეთა შორის 34-ე გუნდი დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ პორტუგალიელს თავის კარიერაში ინგლისის უმაღლეს დივიზიონში მოთამაშე ყველა კლუბთან აქვს გამარჯვება მოპოვებული.
ახალი ამბები
24 კომენტარი
№1
ავტორი: mogeba
17 აპრილი 2017 10:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
momaval wels daewmunebuli var bevrad mzlav gund gaiyvans
0
№2
ავტორი: Dato kutaisi
17 აპრილი 2017 10:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
კიდე ბევრჯერ გაამწარებ მოუ დარწმუნებული ვარ.გუშინდელ თამაშს ცივი გონებით რო დავაკვირდი მივხვდი რო გუნდმა გუშინ სწორად შეასრულა ყველა ის ტაქტიკური ჩანაფიქრი და დავალება რაც მისცა მოუმ და შედეგიც დაიდო.ერთადერთი რაც გუშინ და საერთოდ ეს ბოლო თამაშებოა თვალში მხვდება არის რო პოგბა ძაან ტინგიცობს და სადაც მარტივად შეუძლია რამის გაკეთება ართულებს უფრო სწორად ირთულებს საქმეს და შედეგად ბევრჯერ 3კაცში ხვდება ხან გამოუდის გოძრომა ხან არა.არადა არაა საჭირო ეს ყველაფერი.ჩემი აზრით კანტეს ან მოდრიჩის ნაირ ნახევარმცველს თუ ვიყიდით პოგბა უფრო თავოსუფალო იქნება და უფრო შედეგიანიც.ახლა უწევს იმ ფუნქციების შესრულება რაც უწრვდა ევროს ფინალში და კრეატივი და პროდუქტიულობა ნული ქონდა
1
№3
ავტორი: ikeoni
17 აპრილი 2017 10:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Magar xelshia maniu da am yvelafers yvelaze Kargad momaval sezonshi vnaxavt❤️
0
№4
ავტორი: mogeba
17 აპრილი 2017 10:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
ert vityvi ise arabin ganicdis manius ver mogebas rogor gundis fanoba da amitoa ver mogebuli tanashebis mzime kritika mtavi fanoba da esa siyvaruli amotoa shtvenac da ambebic pirvelu guls fans stkiva imito ro wlebia gund gverdidi udgas mao sawinamgdego ar maq magram samartlian kritikas mivesalmebi
0
№5
ავტორი: kaxeti
17 აპრილი 2017 10:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
მერსონმა მაგრად გამიოცნო ანგარიში რა ჰა ჰა ჰა ჩვენ კი სუფთაზე დავაწვინეთ პრემიერლიგის ფავორიტი უშანსოდ დავტოვეთ
1
№6
ავტორი: Dato kutaisi
17 აპრილი 2017 11:05
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
ციტატა: kaxeti
მერსონმა მაგრად გამიოცნო ანგარიში რა ჰა ჰა ჰა ჩვენ კი სუფთაზე დავაწვინეთ პრემიერლიგის ფავორიტი უშანსოდ დავტოვეთ

იმენა კარშიც ვერ დაარტყეს
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
17 აპრილი 2017 11:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
სტაბილური რო იყოს გუნდი დიდი ძალა იქნება უკვე
0
№8
ავტორი: kaxeti
17 აპრილი 2017 12:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: kaxeti
მერსონმა მაგრად გამიოცნო ანგარიში რა ჰა ჰა ჰა ჩვენ კი სუფთაზე დავაწვინეთ პრემიერლიგის ფავორიტი უშანსოდ დავტოვეთ

იმენა კარშიც ვერ დაარტყეს

ასეთი მოტივირებული იუნაიტედი კარგა ხანია არ მინახავს როგორც ძაღლები ისე იწევდნენ ტაკ დერჟატ
0
№9
ავტორი: I L C
17 აპრილი 2017 12:39
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ეს ყველაფერი კაი მარა.. დიეგო კოშტას ნაირი ფეხბურთელის დდ£££ცი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№10
ავტორი: giorgisamnidze99
17 აპრილი 2017 12:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
უნდა გავცხრილოთ 7 თამაში ეპლში და დაიდოს უნდა 21 ქულა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top