თბილისი:
მანჩესტერი:
17-04-2017, 10:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3913,
კომენტარები: 24
მოურინიომ პრემიერ ლიგის ყველა გუნდი დაამარცხა
ჟოზე მოურინიოს შთამბეჭდავი შედეგი.
მოურინიომ პრემიერ ლიგის ყველა გუნდი დაამარცხა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს თავის აქტივში პრემიერ ლიგაში მოასპარეზე ყველა გუნდზე გამარჯვება ერიცხება.

პორტუგალიელი სპეციალისტი "ოლდ ტრაფორდზე" პირველ სეზონს ატარებს, მაგრამ პრემიერ ლიგაში ეს მისი მე-6 სეზონია.

მოურინიომ "ჩელსიში" ორჯერ მისვლისას 5 სეზონი გაატარა "სტემფორდ ბრიჯზე", საიდანაც 2015 წელს წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს. სწორედ "ჩელსი" იყო ერთადერთი გუნდი, რომელიც მოურინიოს პრემიერ ლიგაში არასდროს ჰყავდა დამარცხებული, მაგრამ მან ეს დანაკლისი გუშინ "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებული მატჩით შეავსო.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ლონდონელ მეტოქეს ბოლო 13 შეხვედრაში პირველად სძლია და ოთხეულისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა, მოურინიომ კი თავის სამწვრთნელო კარიერაში პრემიერ ლიგაში ოდესმე მოასპარეზეთა შორის 34-ე გუნდი დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ პორტუგალიელს თავის კარიერაში ინგლისის უმაღლეს დივიზიონში მოთამაშე ყველა კლუბთან აქვს გამარჯვება მოპოვებული.
ახალი ამბები
24 კომენტარი
№11
ავტორი: Gamkrelidze
17 აპრილი 2017 13:00
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
აქამდე სულ ანტირეკორდები იდებოდა საიტზე და ძლივს დაიდო რაღაც დადებითი სტატისტიკა wink
0
№12
ავტორი: Lalana
17 აპრილი 2017 13:27
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2349
ახლა რომ ვუკვირდები რამდენჯერ დავასრულეთ უაზროდ ფრეები ოთხეულში კი არა ჩელსისთან დუელში ვიქნებოდით.გუშინდელმა გამარჯვებამ ძალიან გამახარა,არა იმიტომ რომ მოვიგეთ,არამედ იმიტომ რომ პრემიერ ლიგის პირველ გუნდს წესიერი შეტევის შანსიც კი არ მიეცა,ასევე იმანაც რომ კონტეს ეგ იდიოტური სიფათი მოღუშული ვნახე და ჩვენმა გუნდმა არ მისცა მიზეზი ხტუნაობის, როგორც იცის ხოლმე.გუშინ სრულიად გამოვთიშეთ ჩელსის თითოეული ფეხბურთელი.გუშინ იანგმაც კარგად ითამაშა,მაგრამ მაგის ფლანგზე უკეთესი შემსრულებელი რომ გვყოლოდა ორით ნოლზე უკეთესი შედეგი იქნებოდა,რადგან საკმაოდ ბევრი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა და მოხსნა ყვავთა ჯგუფი.საჭიროა ფლანგების გაძლიერება და შემდეგ მაურინიო უსწრაფეს შემტევით გუნდს ჩამოაყალიბებს.
0
№13
ავტორი: kaxeti
17 აპრილი 2017 13:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
სიტისაც უნდა შაუპომპოლიკოთ აუცილებლად
0
№14
ავტორი: გაბადაძე
17 აპრილი 2017 13:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
ქრისტე აღსდგა მრავალს დაესწარით bully გადავხედე ჩელსისტან მოგებული მატჩის შემდეგ დადებულ სიახლებს და ყველა ბედნიერ და გახარებულ კომენტარს რო წერს გუნდზე მოუზე რადგან მოიგეს, არადა რომ წაეგოთ ან ფრე ეთამაშათ დარწმუნებული ვარ ნახევარი ისეთ გამანადგურებელ კომენტარს დაწერდა გუნდზე და მწრთვნელზე რო რაავი winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№15
ავტორი: kaxeti
17 აპრილი 2017 13:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
ციტატა: გაბადაძე
ქრისტე აღსდგა მრავალს დაესწარით bully გადავხედე ჩელსისტან მოგებული მატჩის შემდეგ დადებულ სიახლებს და ყველა ბედნიერ და გახარებულ კომენტარს რო წერს გუნდზე მოუზე რადგან მოიგეს, არადა რომ წაეგოთ ან ფრე ეთამაშათ დარწმუნებული ვარ ნახევარი ისეთ გამანადგურებელ კომენტარს დაწერდა გუნდზე და მწრთვნელზე რო რაავი winked

ასიანი ხარ რა
0
№16
ავტორი: Dato kutaisi
17 აპრილი 2017 14:08
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
თუ დავაკვირდებით დაცვის ხაზი მიუხედავად იმისა რო არ გვყავს საუკეთესო ყოველ შემთხვევაში შემადგენლობით,იმენა ნახევარდაცვის ხარჯზე და დაცვის ბიჭების თავდადებით ყველაზე კაი სტატისტიკა გვაქ.იმენა გაგუდეს ჩელსი და მართალი თქვა მოუმ პრესკომფერენციაზე ზუსტად იგივე თამაშს ვეთამაშებოდით თასზე მარა 10 კაცით ვეღარ შევძელითო.ყველა თამაშში ვდომინირებდით ყველასთან ლივერპულის გარდა მაგრამ ვერ გაგვქონდა თორე რომელ თამაშში არ ვჯობდით მოწინააღმდეგეს
0
№17
ავტორი: nugo-nugo
17 აპრილი 2017 18:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
ციტატა: kaxeti
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: kaxeti
მერსონმა მაგრად გამიოცნო ანგარიში რა ჰა ჰა ჰა ჩვენ კი სუფთაზე დავაწვინეთ პრემიერლიგის ფავორიტი უშანსოდ დავტოვეთ

იმენა კარშიც ვერ დაარტყეს

ასეთი მოტივირებული იუნაიტედი კარგა ხანია არ მინახავს როგორც ძაღლები ისე იწევდნენ ტაკ დერჟატ

თან რანაირი გუნდით
0
№18
ავტორი: stepno
17 აპრილი 2017 18:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
შემდეგ წელს იმედია ერთი ორი კარგი ტრანსფერი და ეგაა რაა feel
0
№19
ავტორი: shotkin
17 აპრილი 2017 18:57
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
აი რას ნიშნავს სწრაფი გუნდი. თუ გვინდა რო ესეთი ხარისხი დავდოთ მანცესტერმა სწრაფი ფეხბურეთი უნდა ითამაშოს. 1 შეხედვით გუნდის უძლიერესი შემადგენლობა სახელებიდან გამომდინარე სხვაა მარა გუშინ არავის უნდოდა სასტავში ლინგარდი იანგი და სხვანი მარა გუნდმა სწრაფად ითამაშა და ამაზე გააკეთა მოუმ აქცენტი ითამაშეს პრესინგი როცა საჭირო იყო და შედეგიც დაიდო კარში არ დაარტყეს ზუსტად, აი რისითქმა მინდა ანუ 1 შეხედვით ლინგარდი არარის ამ გუნდის დონე და გეთანხმებით ასევე იანგი და მათ ნაცვლად გვინდა მარსიალი ფლანგზე და სხვები და სხვები მარა ფაქტია რო გუშინ ის ამრსიალი უბრალოდ ვერ ირბენდა და ვერ გააკეთებდა ისეთ საქმეს როგორიც ლინგარდმა და იანგმა გააკეთეს, ნუ ლინგარდი უფრო უნდა სევადაროთ პოზიციურად მარსიალს ამშემთხვევაში, ეს იმიტორო მარსიალი არარის იმ ტიპის ფეხბურთელი რო წინ და უკან ირბინოს დაუღალავად როგორც ამას ვალენსია ,ლინგარდი და იანგი აკეთებენ, ხოდა დააფასეთ ეს ხალხი კი მეც მინდა შემცველი იანგის მაგივრად სხვა მაღალი ხარისხის ფეხბურთელი მარა სანამ არიან დააფასეთ რასაც აკეთებენ დაუფასეთ და სამომავლოდ ზუსტად სწრაფი გუნდი გვინდა რა და იბრას დიდ პატივს ვცემ რაც გააკეთა იმის მიუხედავად მაინც მგონია რო შეტევას ანელებს ძაან აი ძააან და ის ფრეებიც ამის ბრალია რა თან 1 კაცზე არ მინდა გუნდი იყოს აწყობილი ამრტო, გუშინ მოგების გარდა მომეწონა თვითონ როგორ მოკლეს მეტოქე და ფეხბი არ გაანძრევინეს და ეს როქნა უნდა ირბინო და ირბინო რასაც ზოგი ფეხბურთელი დღეს ვერ შვება სასტავიდან თავის სტილის თუ ასაკის გათვალისწინებით და ეს უნდა გამოსწორდეს რა მომავალი სეზონისთვის , მე ლიჩნად შეტევის გასაძლიერებლად მინდა 1. ლუკაკუ 2.გრიზმანი კარგი ჩამშლელი და სანცესს თუ იყიდიან ხო საერთოდ ვიფრენთ.
0
№20
ავტორი: giorgi_mg
17 აპრილი 2017 19:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
სხვა პრემიერლიგის გუნდებიც თუ აიღებენ მაგალითს და 4-4-2_ით ეთამაშებიან ჩელსის კიდევ დაკარგავენ ქულებს დარწმუნებული ვარ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top