თბილისი:
მანჩესტერი:
16-04-2017, 23:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2477,
კომენტარები: 15
ერერა: "ხელით განზრახ არ მითამაშია"
ანდერ ერერა საკამათო ეპიზოდს განმარტავს.
ერერა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ანდერ ერერა ფიქრობს, რომ "ჩელსისთან" გამართული მატჩის მთავარი მსაჯი, ბობი მედლი სწორად მოიქცა, პირველ გოლამდე შემდგარ ეპიზოდში წესების დარღვევა რომ არ დააფიქსირა.

სანამ თავად გაიტანდა, ესპანელმა მარკუს რეშფორდს გაუკეთა საგოლე გადაცემა, რომლითაც ინგლისელმა თინეიჯერმა შეხვედრის მე-7 წუთზე ანგარიში გახსნა, მოგვიანებით კი ერერამ საბოლოო ანგარიში 2-0 დააფიქსირა.

"ჩელსის" ფეხბურთელები ეპიზოდს აპროტესტებდნენ, რისი მიზეზიც ნემანია მატიჩის მიერ გაკეთებული პასის შემდეგ ერერასთვის ბურთის ხელზე მოხვედრა იქცა, მაგრამ თავად ბასკს მიაჩნია, რომ წესები არ დაურღვევია.

ერერა: "ხელით განზრახ არ მითამაშია"


"ბურთთან ხელით შეხება არ მინდოდა. მე გავრობდი, ამიტომ ხელებსაც ვიქნევდი. არ ვიცი, ბურთი ხელზე შემეხო თუ არა, მაგრამ ამის სურვილი ნამდვილად არ მქონია.

ფეხბურთში, როგორც მე ვიცი, თუ ბურთთან შეხებას განზრახ არ აპირებ და ხელებიც ბუნებრივ მდგომარეობაში გაქვს, ხელით თამაში არ ფიქსირდება".


ერერა მოხარულია "იუნაიტედის" თამაშით და მოპოვებული გამარჯვებით, რომელმაც გუნდი მეხუთე ადგილზე გადაიყვანა და "მანჩესტერ სიტისთან" ოთქულიანი ჩამორჩენა შეუნარჩუნა ერთით ნაკლები თამაშის ჩატარების ფონზე.

"თითქმის იდეალური იყო. ყოველთვის არსებობს რაღაც გასაუმჯობესებელი, მაგრამ დაცვაში იდეალურები ვიყავით. ისინი ტურნირის სათავეში არიან და ერთი მომენტიც კი არ შეუქმნიათ.

კონტრშეტევაზე ზიანს ვაყენებდით, ფეხბურთს ვთამაშობდით და მატჩს ვაკონტროლებდით, ბურთს კარგად ვატარებდით, ასე რომ, ძალიან ბედნიერები ვართ".


ერერამ პრემიერ ლიგაში 14-თვიანი უგოლო სერიის დასრულების შესახებ დაამატა: "დიდი ხანია გოლი არ გამიტანია - ყოველთვის რაღაც ხდებოდა, ძელი, მეკარის სეივი. ამჯერად კი გამიმართლა!

თუმცა, ჩვენ მათზე მეტი შანსი შევქმენით და გამარჯვებაც დავიმსახურეთ."


წყარო: goal.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: mogeba
16 აპრილი 2017 23:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
ara ar shegxebia rom shegxeboba damijere chashtvenda
0
№2
ავტორი: shotkin
16 აპრილი 2017 23:09
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ამანაც როგორც იქნა გაისწორა და კარში წავიდა დარტყმული :))) საუკეთესო მარკუსი იყო სასწაული ბიჭი გვეზრდება <3
1
№3
ავტორი: giorgi_mg
16 აპრილი 2017 23:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
გამიკვირდა რამკაში რო გაარტყა smile იანგს უნდა შეეგდო ერთი მაინც, ეხლა მაგას აქვს პრიცელი გასასწორებელი...
0
№4
ავტორი: shotkin
16 აპრილი 2017 23:48
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: giorgi_mg
გამიკვირდა რამკაში რო გაარტყა smile იანგს უნდა შეეგდო ერთი მაინც, ეხლა მაგას აქვს პრიცელი გასასწორებელი...

მაგას მომავალი წლიდან სხვა გუნდში მოუწევს პრიცელის გასწორება
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
16 აპრილი 2017 23:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
დარტყმა გამოუვიდა როგორც იქნა
0
№6
ავტორი: gache1991
16 აპრილი 2017 23:56
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ძალიან მაგარია ერერა.ტოტენჰემანაც დაახლოებით ესეთი პასი გააკეთა და ვირაცასთან კიდე.უმაგრესი ხედვა და პასი აქ.მოუს ხელში ათამაშდა და კერიკის ღირსეული შემცვლელი იქნება დარწმუნებული ვარ
0
№7
ავტორი: stepno
16 აპრილი 2017 23:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
iangis garda yvelas bravooo
0
№8
ავტორი: ikeoni
16 აპრილი 2017 23:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11629
Dzalian magari gvyavs dzalian sheudarblad mondomebuli da motivirebulia ❤️
0
№9
ავტორი: PaLoMo
17 აპრილი 2017 00:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4136
მალადეც ბიჭებო ამაყობ თქვენით მართლაც მაგრად ითამშეთ ბრავო.თურმე კი შედზლებიათ თამაში <3 am ახლა სიტი დარღა ამოსაბრუნებელი და ეგაა ოტხეული ხელში გვექნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№10
ავტორი: Gamkrelidze
17 აპრილი 2017 00:25
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ციტატა: stepno
iangis garda yvelas bravooo

იანგის რა არ მოგეწონა? მატჩის საუკეთესო თუ არა ერთერთი გამორჩეული იყო და საერთოდ იანგი ძაან დაუფასებელია. იანგისნაირად რო შრომობდნენ და ბოლომდე იხარჯებოდნენ ყველა არ ვიქნებოდით სულ მეექვსეზე.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top