თბილისი:
მანჩესტერი:
16-04-2017, 22:43
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4697,
კომენტარები: 19
მოურინიოს რეაქცია "ჩელსისთან" გამარჯვებაზე
მთავარი მწვრთნელის კომენტარი თავის ყოფილ გუნდთან გამარჯვებაზე.
მოურინიოს რეაქცია
ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელების მებრძოლი სული შეაქო, რისი დახმარებითაც მისმა შეგირდებმა "ჩელსის" 2-0 სძლიეს.

მარკუს რეშფორდისა და ანდერ ერერას მიერ პირველი და მეორე ტაიმის საწყის წუთებზე გატანილმა გოლმა "იუნაიტედს" ოთხეულისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა.

მატჩის შემდეგ მოურინიო "სქაი სპორტსა" და "იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიას ესაუბრა.

გუნდის შემადგენლობა

როცა ჰკითხეს, სასტარტო თერთმეტეულზე ფეხბურთელთა გადაღლილობამ ხომ არ იქონია გავლენა, მოურინიომ უპასუხა: "შესაძლოა, არ დაგვისვენია. ალბათ, უფრო ის გუნდი ავირჩიეთ, რომელიც, ჩვენი აზრით, საუკეთესო იყო."

ტაქტიკის მიზეზი

"ინგლისის თასის ეგიდით "სტემფორდ ბრიჯზე" გამართულ მატჩში ამავე ტაქტიკით ვითამაშეთ და მატჩს ბოლომდე ვაკონტროლებდით, სანამ ფეხბურთელი არ გაგვიძევეს. "ჩელსიმ" უპირატესობა მხოლოდ იმის ხარჯზე მოიპოვა, რომ გადაწყვეტილების საფუძველზე მეორე ტაიმი და პირველი ტაიმის რამდენიმე წუთი კაცნაკლულმა ვითამაშეთ, მაგრამ ვიცოდით, რომ ჩვენი სტილით თამაში მათ საქმეს გაურთულებდა."

რეშფორდმა ფანტასტიკურად ითამაშა

"ფანტასტიკურად კარგად ითამაშა. "სტემფორდ ბრიჯზე" სათასო მატჩშიც კარგად გამოიყურებოდა. 10 კაცით თამაშის დროსაც კი ზუსტად იგივე მომენტი ჰქონდა გოლის გასატანად, რადგან უფრო სწრაფია, ვიდრე მათი მცველები და მათ უკან ჩარბენა შეუძლია. დღეს კი გაიტანა და თანაც მატჩის დასაწყისში, რამაც გუნდს უფრო მეტი თავდაჯერებულობა და სტაბილურობა შემატა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ბავშვმა ფანტასტიკურად კარგად ითამაშა.

პოზიტიური სიტყვები ერერას მისამართით


"სათასო მატჩში რთული პერიოდი ჰქონდა, რადგან მსაჯმა პრობლემა შეუქმნა. დღევანდელი თამაში ძალიან ჰგავდა წინას, გუნდი იმავე სტილში თამაშობდა, მაგრამ სხვაობა ის იყო, რომ 11 ფეხბურთელით ვიყავით 90 წუთის განმავლობაში."

ბიჭების გამო ბედნიერია

"ვფიქრობ, ყველამ ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინათ. ყველა ბევრს იბრძოდა. ბაიი და როხო, ვფიქრობ, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებენ, რადგან სმოლინგისა და ჯონსის ტრავმის შემდეგ აბსოლუტურად ყველა მატჩი ჩაატარეს. გუნდითა და შედეგით მართლაც ბედნიერი ვარ, რადგან "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულის" გამარჯვებებმა ჩვენც აუცილებლად მოსაგები მატჩი დაგვიტოვა. ფრეც კი არ იქნებოდა კარგი შედეგი ჩვენთვის, ასე რომ, მართლაც ბედნიერი ვარ ბიჭების გამო და ჩვენ გამოც, იმიტომ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრი ორივე კარი ღიაა."

ორივე ფრონტზე ვიბრძოლებთ

"პრემიერ ლიგაში ჯერ ვერ დავნებდები. უნდა ვცადო და ერთ დღეს ევროპა ლიგაზე თუ ვითამაშებთ, მაგრამ პრემიერ ლიგაში ძალიან დიდი ჩამორჩენა გვექნება, პრიორიტეტი უნდა განვსაზღვროთ და ვერავინ გაგვაკრიტიკებს იმის გამო, ჩემპიონატის ბოლო მატჩებს სხვანაირად თუ მივუდგებით. მაგრამ სანამ მათემატიკურად შესაძლებელია, ყველაფერი უნდა გავიღოთ."

ინტერვიუები
19 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
16 აპრილი 2017 22:49
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
აწი ლინგარდზე ცუდი არავინ თქვას , კიბატონო გრიზმანების დონე უნდა იყოს სასტავში მარა ზამენიდან გამოგვადგება და დღეს დაუღალავად იშრომა და ირბინა რასაც მარსიალი ვერ იზამდა უბრალოდ :/
0
№2
ავტორი: makaveli
16 აპრილი 2017 22:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
მაინც არ მევასები გაიკეთე უკან ესეთი ტრაწაკუა თამაში.. ამოიჩემა გუნდის ბირთვი და დაგაფსი თავზე ****
1
№3
ავტორი: ikeoni
16 აპრილი 2017 22:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Sagol joze dges imena chaude kontes da ajobe yvelafershi bolo bolo karebshi ver dagvirtyes zustad
0
№4
ავტორი: mogeba
16 აპრილი 2017 22:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
ase unda ganawyo gundi
0
№5
ავტორი: pogba.
16 აპრილი 2017 22:50
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
კაია კაი და სრული მატჩი დადეთ გთხოვთ
0
№6
ავტორი: tedore
16 აპრილი 2017 22:52
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
ჟოზემ აჩვემა დღეს მასტერკლასი დიდებული თამაში იყო ერერამ ჯიბეში ჩაისვა აზარი კანტე კიდე ხან ფელაინის ჯიბეში იჯდა და ხან პოგბას ესეთი სასტავით ნამდვილად არ მეგონა თუ მოვიგებდით როხო ნამდვილი ლომი გახდა ნუ ბაიი ისედაც მხეცი იყო თავიდანვე ვერავის გამოვარჩევდი ერთადერთი სუსტი წერტილი დე ხეა იყო))) ერთი სეივი ვერ გააკეთა კაცმა)) ეს ხუმრობით რა თქმა უნდა გილოცავთ ყველას ქრისტეს აღდგომას და დღევანდელ დიდებულ გამარჯვებას
2
№7
ავტორი: deqstera
16 აპრილი 2017 22:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
ბოლო 12 თამაშიდან 7 წაგება და 5 ფრე გვქონდა, ასე რომ უკვე დრო იყო მოგვეგო...
0
№8
ავტორი: Temo-Mu
16 აპრილი 2017 22:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
ციტატა: tedore
ჟოზემ აჩვემა დღეს მასტერკლასი დიდებული თამაში იყო ერერამ ჯიბეში ჩაისვა აზარი კანტე კიდე ხან ფელაინის ჯიბეში იჯდა და ხან პოგბას ესეთი სასტავით ნამდვილად არ მეგონა თუ მოვიგებდით როხო ნამდვილი ლომი გახდა ნუ ბაიი ისედაც მხეცი იყო თავიდანვე ვერავის გამოვარჩევდი ერთადერთი სუსტი წერტილი დე ხეა იყო))) ერთი სეივი ვერ გააკეთა კაცმა)) ეს ხუმრობით რა თქმა უნდა გილოცავთ ყველას ქრისტეს აღდგომას და დღევანდელ დიდებულ გამარჯვებას

ასევე გილოცავთ აღდგომას და ყველას გისურვებთ ასეთი უამრავი გამარჯვება გვენახოს ერთად
0
№9
ავტორი: mogeba
16 აპრილი 2017 23:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
me gundi dges mimewona yvela yvela erti de gea idga dgomit daigala kaci sul 3 jer shexo burts

rigshi anderlextia
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
16 აპრილი 2017 23:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
2 tamashi tadarigshia :D
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top