თბილისი:
მანჩესტერი:
16-04-2017, 22:43
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4698,
კომენტარები: 19
მოურინიოს რეაქცია "ჩელსისთან" გამარჯვებაზე
მთავარი მწვრთნელის კომენტარი თავის ყოფილ გუნდთან გამარჯვებაზე.
მოურინიოს რეაქცია
ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელების მებრძოლი სული შეაქო, რისი დახმარებითაც მისმა შეგირდებმა "ჩელსის" 2-0 სძლიეს.

მარკუს რეშფორდისა და ანდერ ერერას მიერ პირველი და მეორე ტაიმის საწყის წუთებზე გატანილმა გოლმა "იუნაიტედს" ოთხეულისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა.

მატჩის შემდეგ მოურინიო "სქაი სპორტსა" და "იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიას ესაუბრა.

გუნდის შემადგენლობა

როცა ჰკითხეს, სასტარტო თერთმეტეულზე ფეხბურთელთა გადაღლილობამ ხომ არ იქონია გავლენა, მოურინიომ უპასუხა: "შესაძლოა, არ დაგვისვენია. ალბათ, უფრო ის გუნდი ავირჩიეთ, რომელიც, ჩვენი აზრით, საუკეთესო იყო."

ტაქტიკის მიზეზი

"ინგლისის თასის ეგიდით "სტემფორდ ბრიჯზე" გამართულ მატჩში ამავე ტაქტიკით ვითამაშეთ და მატჩს ბოლომდე ვაკონტროლებდით, სანამ ფეხბურთელი არ გაგვიძევეს. "ჩელსიმ" უპირატესობა მხოლოდ იმის ხარჯზე მოიპოვა, რომ გადაწყვეტილების საფუძველზე მეორე ტაიმი და პირველი ტაიმის რამდენიმე წუთი კაცნაკლულმა ვითამაშეთ, მაგრამ ვიცოდით, რომ ჩვენი სტილით თამაში მათ საქმეს გაურთულებდა."

რეშფორდმა ფანტასტიკურად ითამაშა

"ფანტასტიკურად კარგად ითამაშა. "სტემფორდ ბრიჯზე" სათასო მატჩშიც კარგად გამოიყურებოდა. 10 კაცით თამაშის დროსაც კი ზუსტად იგივე მომენტი ჰქონდა გოლის გასატანად, რადგან უფრო სწრაფია, ვიდრე მათი მცველები და მათ უკან ჩარბენა შეუძლია. დღეს კი გაიტანა და თანაც მატჩის დასაწყისში, რამაც გუნდს უფრო მეტი თავდაჯერებულობა და სტაბილურობა შემატა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ბავშვმა ფანტასტიკურად კარგად ითამაშა.

პოზიტიური სიტყვები ერერას მისამართით


"სათასო მატჩში რთული პერიოდი ჰქონდა, რადგან მსაჯმა პრობლემა შეუქმნა. დღევანდელი თამაში ძალიან ჰგავდა წინას, გუნდი იმავე სტილში თამაშობდა, მაგრამ სხვაობა ის იყო, რომ 11 ფეხბურთელით ვიყავით 90 წუთის განმავლობაში."

ბიჭების გამო ბედნიერია

"ვფიქრობ, ყველამ ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინათ. ყველა ბევრს იბრძოდა. ბაიი და როხო, ვფიქრობ, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებენ, რადგან სმოლინგისა და ჯონსის ტრავმის შემდეგ აბსოლუტურად ყველა მატჩი ჩაატარეს. გუნდითა და შედეგით მართლაც ბედნიერი ვარ, რადგან "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულის" გამარჯვებებმა ჩვენც აუცილებლად მოსაგები მატჩი დაგვიტოვა. ფრეც კი არ იქნებოდა კარგი შედეგი ჩვენთვის, ასე რომ, მართლაც ბედნიერი ვარ ბიჭების გამო და ჩვენ გამოც, იმიტომ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრი ორივე კარი ღიაა."

ორივე ფრონტზე ვიბრძოლებთ

"პრემიერ ლიგაში ჯერ ვერ დავნებდები. უნდა ვცადო და ერთ დღეს ევროპა ლიგაზე თუ ვითამაშებთ, მაგრამ პრემიერ ლიგაში ძალიან დიდი ჩამორჩენა გვექნება, პრიორიტეტი უნდა განვსაზღვროთ და ვერავინ გაგვაკრიტიკებს იმის გამო, ჩემპიონატის ბოლო მატჩებს სხვანაირად თუ მივუდგებით. მაგრამ სანამ მათემატიკურად შესაძლებელია, ყველაფერი უნდა გავიღოთ."

ინტერვიუები
19 კომენტარი
№11
ავტორი: dachi_mu
16 აპრილი 2017 23:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
mou <3 <3 <3 mou mou mou
0
№12
ავტორი: giorgi_mg
16 აპრილი 2017 23:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ბევრი პლიუსი ჩანდა ამ თამაშში
1. როხომ ფსიქოლოგიურად უკვე მეორედ შეჭამა, დაღეჭა და აღარ მოჯ...ა კოშტა
2. პოლი ძაან მაგარია და დაამტკიცა რო ბევრად მაღლა დგას ვიდრე კანტე (ჩვარივით ათრიეს)
3. ერერა უკლასნესი ბიჭია (აზარი იყო დღეს?!)
4. ლინგარდი და რეშფორდი მაგრად უგებენ ერთმანეთს (იასნა ერთად გაიზარდნენ)
5. ფელაინი საჭირო კაცია!
6. როხოს კარგი თამაში. აშკარაა მოუსი ესმის მაგრად (არ მეგონა თუ რამე დადგებოდა ამისგან)
7. და მთავარი მოუ ზოგ ზოგიერთ კონკურენტებს ჩამოწერილი ყავდათ და თითქოს კრიზისშიაო, პასუხი ამაზეც გაცემულია! მაგარი ტაქტიკოსია!
0
№13
ავტორი: gache1991
16 აპრილი 2017 23:53
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ორივე ხელი ამიწევია:)) ეს თამაში მწვრთნელმა მოიგო..და ერერა არის კერიკის რო წავა ნომერ პირველი ფეხბურთელი მანჩესტერში ჩემთვს:))იმედია მომავალი კაპიტანი..უმაღლესი დონის პასით.
0
№14
ავტორი: nugo-nugo
17 აპრილი 2017 00:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
არ ველოდი ასეთი სემადგენლობით ასეთ ანგარიშს.წეხან რო შემოვედი საიტზე ანგარისს ხო დავხედე და ჩელსის უწერია 2 კინაღამ გულმა დამარტყა მეთქი რა არითქო :დდდდ
0
№15
ავტორი: JuanMata
17 აპრილი 2017 01:13
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ძაან მაგარი თამაში იყო ჩემთვის, ასეთი შემართებით გუნდს ძაან დიდი ხანია არ უთამაშიათ, ყველა ბურთზე იბრძოდნენ უკლებლივ ყველა და შედეგიც მთელი შეტევა და ნახევარდაცვა გამოთიშეს თამაშიდან, თავისი აზარებით და კანტეებით.

ბაიი-როხო საუკეთესო არჩევანია ჩემი აზრით მანჩესტერისთვის.
გამოჩნდა რაში ჭირდება გუნდს ლინგარდი და იანგი, ძალან ცოტაა ისეთი ფეხბურთელი რომელიც 85 წუთზე 2-0 ანგარიშზე ტრიბუნებთან მისრიალდებოდა ბურთის შესანარჩუნებლად.

ერერა და რეშფორდი ცალკე გამოყოფის ღირსია, რეშფორდმა რაც ბოლოს დაცვას და კანტეს უქნა, ისე გოლით რომ დასრულებულიყო ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო გოლი იქნებოდა სეზონში.

ბევრი შეიძლება ილაპარაკო თამაშის სილამაზეზე და ა.შ. მაგრამ ჩემი აზრით საუკეთესო მატჩი იყო რაც მანჩესტერმა ჩაატარა ბოლო წლებში, ასეთი ხასიათი და შემართება დიდი ხანია არ მინახავს ამ გუნდში, მოსაგებად გავიდნენ და მოიგეს, სულ ერთი იყო ვინ იდგა მათ წინააღმდეგ.

პლიუს ამას, ჩელსისთან მოუგებელი სერიები დავასრულეთ, პირველადგილოსან გუნდს მოვუგეთ, ისე რომ კარში არ დავარტყმევინეთ.

მეტი კარგი რაღა უნდა მომხდარიყო ამ თამაშში. იმედია ეს გამონაკლისი არ იქნება. გამიხარდა რომ მაღალ პრესინგს თამაშობდნენ, სუსტ გუნდებთან ასეთი თამაში 15-20 წუთი საკმარისია, რომ გავტეხოთ და ორი-სამი გოლი შევუგდოთ.
0
№16
ავტორი: temo-scholes
17 აპრილი 2017 02:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
ციტატა: giorgi_mg
ბევრი პლიუსი ჩანდა ამ თამაშში
1. როხომ ფსიქოლოგიურად უკვე მეორედ შეჭამა, დაღეჭა და აღარ მოჯ...ა კოშტა
2. პოლი ძაან მაგარია და დაამტკიცა რო ბევრად მაღლა დგას ვიდრე კანტე (ჩვარივით ათრიეს)
3. ერერა უკლასნესი ბიჭია (აზარი იყო დღეს?!)
4. ლინგარდი და რეშფორდი მაგრად უგებენ ერთმანეთს (იასნა ერთად გაიზარდნენ)
5. ფელაინი საჭირო კაცია!
6. როხოს კარგი თამაში. აშკარაა მოუსი ესმის მაგრად (არ მეგონა თუ რამე დადგებოდა ამისგან)
7. და მთავარი მოუ ზოგ ზოგიერთ კონკურენტებს ჩამოწერილი ყავდათ და თითქოს კრიზისშიაო, პასუხი ამაზეც გაცემულია! მაგარი ტაქტიკოსია!

+++111!!!:)))

ციტატა: JuanMata
ძაან მაგარი თამაში იყო ჩემთვის, ასეთი შემართებით გუნდს ძაან დიდი ხანია არ უთამაშიათ, ყველა ბურთზე იბრძოდნენ უკლებლივ ყველა და შედეგიც მთელი შეტევა და ნახევარდაცვა გამოთიშეს თამაშიდან, თავისი აზარებით და კანტეებით.

ბაიი-როხო საუკეთესო არჩევანია ჩემი აზრით მანჩესტერისთვის.
გამოჩნდა რაში ჭირდება გუნდს ლინგარდი და იანგი, ძალან ცოტაა ისეთი ფეხბურთელი რომელიც 85 წუთზე 2-0 ანგარიშზე ტრიბუნებთან მისრიალდებოდა ბურთის შესანარჩუნებლად.

ერერა და რეშფორდი ცალკე გამოყოფის ღირსია, რეშფორდმა რაც ბოლოს დაცვას და კანტეს უქნა, ისე გოლით რომ დასრულებულიყო ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო გოლი იქნებოდა სეზონში.

ბევრი შეიძლება ილაპარაკო თამაშის სილამაზეზე და ა.შ. მაგრამ ჩემი აზრით საუკეთესო მატჩი იყო რაც მანჩესტერმა ჩაატარა ბოლო წლებში, ასეთი ხასიათი და შემართება დიდი ხანია არ მინახავს ამ გუნდში, მოსაგებად გავიდნენ და მოიგეს, სულ ერთი იყო ვინ იდგა მათ წინააღმდეგ.

პლიუს ამას, ჩელსისთან მოუგებელი სერიები დავასრულეთ, პირველადგილოსან გუნდს მოვუგეთ, ისე რომ კარში არ დავარტყმევინეთ.

მეტი კარგი რაღა უნდა მომხდარიყო ამ თამაშში. იმედია ეს გამონაკლისი არ იქნება. გამიხარდა რომ მაღალ პრესინგს თამაშობდნენ, სუსტ გუნდებთან ასეთი თამაში 15-20 წუთი საკმარისია, რომ გავტეხოთ და ორი-სამი გოლი შევუგდოთ.

გენაცვალე ბრატ... <3
0
№17
ავტორი: giorgisamnidze99
17 აპრილი 2017 02:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ტეტენჰემს საჩუქარი კი გაუკეთეთ ისე
0
№18
ავტორი: temo-scholes
17 აპრილი 2017 02:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
ციტატა: makaveli
მაინც არ მევასები გაიკეთე უკან ესეთი ტრაწაკუა თამაში.. ამოიჩემა გუნდის ბირთვი და დაგაფსი თავზე ****

შენ აშკარად არა ხარ ჩვენი გუნდის ფანი
...
0
№19
ავტორი: makaveli
17 აპრილი 2017 03:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: temo-scholes
ციტატა: makaveli
მაინც არ მევასები გაიკეთე უკან ესეთი ტრაწაკუა თამაში.. ამოიჩემა გუნდის ბირთვი და დაგაფსი თავზე ****

შენ აშკარად არა ხარ ჩვენი გუნდის ფანი
...

Metotxmete celia ukve megobaro metotxmete da zustad egaa mizezi ro amis amazrzeni pexburti mezizgeba :) daskvna shentvis momindia ))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top