თბილისი:
მანჩესტერი:
15-04-2017, 17:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3236,
კომენტარები: 12
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"
პრემიერ ლიგის 33-ე ტურის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 33-ე ტური
თარიღი: კვირა, 16 აპრილი, 2017 წელი
მთავარი მსაჯი: რობერტ მედლი
მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ტრავმირებულები: ჯონსი, სმოლინგი, მატა
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: რუნი, იანგი
განაცხადი: De Gea, Romero, Pereira, Valencia, Blind, Darmian, Shaw, Rojo, Tuanzebe, Fosu-Mensah, Bailly, Mkhitaryan, Carrick, Herrera, Young, Lingard, Pogba, Fellaini, Rooney, Martial, Rashford, Ibrahimovic.
როგორც მოსალოდნელია, "იუნაიტედს" კარს კვლავ დავიდ დე ხეა დაიცავს, რომელიც "სანდერლენდთან" გასვლით თამაშზე არ იმყოფებოდა და ევროპა ლიგის ეგიდით "ანდერლეხტთან" გამართულ მატჩში სათადარიგოთა სკამზე დარჩა. რუნი და იანგი ბელგიაში გამგზავრებამდე გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ და შესაძლოა, თანაგუნდელების დახმარება შეძლონ, ხოლო სმოლინგი, ჯონსი და მატა კვლავ ტრავმირებულები არიან.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"

"ჩელსი"


ტრავმირებულები: არავინ
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი:

"იუნაიტედთან" მატჩს ანტონიო კონტეს გუნდი სრულ მზადყოფნაში ხვდება, ლონდონელებს ტრავმირებულები არ ჰყავთ.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-5 ადგილი, 57 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"


ბოლო ექვსი შეხვედრა: ფ-მ-ფ-ფ-მ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"


"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ბოლო 21 მატჩში დაუმარცხებელია (11 მოგება, 10 ფრე), 2010 წლის აპრილიდან 2011 წლის თებერვლამდე ნაჩვენებ 29-მატჩიან წაუგებელი სერიის შემდეგ ეს ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერიაა კლუბისთვის, პრემიერ ლიგის ისტორიაში კი ეს მაჩვენებელი მე-10 ადგილს იკავებს.

მოურინიოსთვის 21-მატჩიანი წაუგებელი სერია 2005 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი სერიაა. მაშინ მისმა "ჩელსიმ" 40-ს გაუტოლა ამგვარი მატჩების რაოდენობა.

"იუნაიტედმა" ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 37 საშინაო მატჩში მხოლოდ ერთი წააგო: 24 მოგება, 12 ფრე, 1 წაგება.

მიუხედავად ამისა, "წითელმა ეშმაკებმა" პრემიერ ლიგის ბოლო 6 საშინაო მატჩიდან 5 ფრედ დაასრულეს 2017 წელს, მათ შორის კი ბოლო სამი შეხვედრაცაა.

"ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებული 16 საშინაო მატჩიდან "იუნაიტედმა" 9 ფრედ დაასრულა (6 მოგება, 9 ფრე, 1 წაგება), 1980/81 წლების სეზონის შემდეგ ეს ყველაზე ხანგრძლივი მსგავსი მაჩვენებელია. მაშინ გუნდმა რეკორდული 11 მატჩი ითამაშა ფრედ.

2017 წელს ყველა ტურნირზე ჩატარებულ საშინაო მატჩებში "წითლებმა" მხოლოდ 3 გოლი გაუშვეს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" 16 საშინაო შეხვედრაში მხოლოდ 6 გამარჯვება მოიპოვა (მოგებული მატჩების 37.5%), რაც ყველა დაბალპროცენტული შედეგია 1973/74 წლების სეზონის შემდეგ (33.3%).

"მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ მოურინიომ თავის ყოფილ კლუბთან ორივე შეხვედრა წააგო და მისმა გუნდმა ამ მატჩებში 5 უპასუხო გოლი გაუშვა. თუმცა, პორტუგალიელი "ჩელსის" პირველად უმასპინძლებს "ოლდ ტრაფორდზე".

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"

"ჩელსი"


1-ლი ადგილი, 75 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"


ბოლო ექვსი შეხვედრა: მ-მ-წ-მ-მ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"


პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 11 მატჩიდან "ჩელსიმ" მხოლოდ ერთი წააგო: 8 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება.

"ლურჯების" ანგარიშზე პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია გასვლით მატჩებში: 11 მოგება და დაგროვილი 36 ქულა 16 მატჩში.

"ჩელსი" პრემიერ ლიგის ბოლო 9 მატჩში უშვებს გოლს. გუნდს მხოლოდ ორი უფრო ხანგრძლივი სერია ჰქონდა ზედიზედ ჩატარებული "მშრალი" მატჩების გარეშე - 13 მატჩი 1996 წლის სექტემბრის დეკემბრამდე და 10 მატჩი თებერვლიდან აპრილამდე.

"ჩელსი" გამარჯვების შემთხვევაში ერთ სეზონში მეორეჯერ დაამარცხებს "მანჩესტერ იუნაიტედს", რაც ბოლოს 2009/10 წლების სეზონში კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით მოახერხა.

გამარჯვების შემთხვევაში ანტონიო კონტე მხოლოდ მე-4 მწვრთნელი იქნება "ჩელსის" ისტორიაში, რომელმაც "იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ერთ სეზონში ორჯერ დაამარცხა: გლენ ჰოდლი (1993/94), ჟოზე მოურინიო (2004/05) და კარლო ანჩელოტი (2009/10).

ამჟამად კონტეს გუნდს იმდენივე ქულა (75) აქვს, რამდენითაც "იუნაიტედი" 20 წლის წინ ინგლისის ჩემპიონი გახდა.

პრემიერ ლიგაში ჩატარებული 31 მატჩის შედეგად დაგროვილი 75 ქულის მქონე 6 გუნდიდან მხოლოდ ერთმა ("მანჩესტერ იუნაიტედმა" 2012/13) ვერ მოახერხა ჩემპიონობის მოპოვება. "ჩელსიმ" 2005/06 წლების სეზონში 78, 2004/05 წლების სეზონის ამავე ეტაპზე კი 80 ქულა დააგროვა და ორივე შემთხვევაში მოურინიოს ხელმძღვანელობით ჩემპიონი გახდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: იბრაჰიმოვიჩი – 28 გოლი (17 ლიგაში).

უეინ რუნიმ "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ მატჩებში 100 გოლი გაიტანა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სტადიონზე გატანილი გოლების რაოდენობით 100-გოლიან ნიშნულს გადააჭარბა, "არსენალის" ყოფილი ფორვარდი ტიერი ანრია, რომელმაც "ჰაიბერიზე" 114-ჯერ აიღო მეტოქის კარი.

ამჟამად რუნიმ პრემიერ ლიგის 148 მატჩში გაიტანა გოლი. წინ მხოლოდ ალან შირერი (190), ფრენკ ლამპარდი და ენდი კოული (149) არიან.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ ბოლო 17 მატჩში გატანილ 18 გოლში მიიღო მონაწილეობა (13 გოლი, 5 საგოლე გადაცემა).

მაგრამ შვედ ფორვარდს ანტონიო კონტეს გუნდის წინააღმდეგ ჩატარებული 5 მატჩიდან არცერთში არ გაუტანია გოლი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"

"ჩელსი"


წამყვანი ბომბარდირები: კოსტა - 18 გოლი (17 ლიგაში).

დიეგო კოსტას 1 გოლი სჭირდება იმისათვის, რომ პრემიერ ლიგაში "ჩელსის" მაისურით გატანილ გოლთა რაოდენობა 50-ს გაუტოლოს, თუმცა ფორვარდი ბოლო 5 მატჩში ვერ ახერხებს გოლის გატანას, რაც 2013 წლის იანვრის შემდეგ პირველად მოხდა.

ნ'გოლო კანტემ "ჩელსის" მაისურით სულ ორი გოლი გაიტანა 34 მატჩში და ორივე მათგანი "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"


ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 176-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" 72-ჯერ იზეიმა გამარჯვება, "ჩელსიმ" 51-ჯერ, ხოლო 53 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"ჩელსი" "იუნაიტედის" წინააღმდეგ ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 12 მატჩში არ მარცხდება - 7 მოგება, 5 ფრე. "იუნაიტედის" უკანასკნელი გამარჯვება კი 2012 წლის ოქტომბრით თარიღდება, როცა ხავიერ ერნანდესის გოლმა "წითლებს" "სტემფორდ ბრიჯზე" 2-3 გაამარჯვებინა.

ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 10 მატჩში "იუნაიტედმა" "ჩელსის" მხოლოდ 3 გოლი გაუტანა.

"ჩელსი" "იუნაიტედთან" პრემიერ ლიგის ბოლო 8 მატჩში არ დამარცხებულა - 4 მოგება, 4 ფრე, ეს ყველაზე ხანგრძლივი მოუგებელი სერიაა "იუნაიტედისთვის", ვიდრე ნებისმიერ სხვა გუნდთან ნაჩვენები შედეგი.

"ჩელსი" პრემიერ ლიგის ერთადერთი გუნდია, რომელსაც "იუნაიტედთან" დადებითი ბალანსი აქვს - 17 მოგება, 13 წაგება, 19 ფრე.

"იუნაიტედზე" მოპოვებული 17 გამარჯვებიდან 5 ჟოზე მოურინიოს ანგარიშზეა - მეტი, ვიდრე ნებისმიერი სხვა მწვრთნელის შედეგი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "იუნაიტედი" - 59 მოგება, "ჩელსი" - 44 მოგება, ფრე - 46.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 13 მოგება, "ჩელსი" - 17 მოგება, ფრე -19.

"იუნაიტედის" სტადიონი


ლიგა: "იუნაიტედი" - 29 მოგება, "ჩელსი" - 19 მოგება, ფრე - 26.

პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 8 მოგება, "ჩელსი" - 6 მოგება, ფრე - 10.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"


გასული წლის ანალოგიური მატჩი

"მანჩესტერ იუნაიტედი" 0-0 "ჩელსი"

თარიღი: 28 დეკემბერი, 2015
სწრებადობა: 75275
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"


გუნდების შემადგენლობები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"


მატჩში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"


მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა მარტინ ატკინსონმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 23 მატჩი განსაჯა და 91 ყვითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები:
გარი ბესუიკი, პიტერ კირკუპი
სათადარიგო მსაჯი: ანდრე მარინერი
მატჩის წინ
12 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
15 აპრილი 2017 17:32
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
2 თამაში წავაგეთ და ამ სტატისტიკის მერე მითუმეტეს თუ კიდე ვერ მოვუგეთ რავი, ვიცით რო ჩვენზე აწყობილი გუნდია მარა სახლსი ვართ და იმის ძალა მაინც შეგვწევს რო ეპლს ნებისმიერ გუნდს მოვუგოთ სახლში. ფეხბურთელებმა უნდა მოინდომონ

+ თუ მოვიგეთ ტოტენჰემს რაღაც შანსი მაინც ექნება კონკურენცია გაუწიოს ჩელსის და მე პირადად ტოტეს თასის აწევა მირჩევნია ვიდრე ჩელსის.
1
№2
ავტორი: ikeoni
15 აპრილი 2017 17:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
აუ მაგრად მჯერა რო მოვიგებთ რაა
0
№3
ავტორი: ROI
15 აპრილი 2017 18:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ვინმე გრანდს ხომ უნდა მოვუგოტ და ესაა რააა:*
0
№4
ავტორი: GeorgeBest
15 აპრილი 2017 18:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამ თამაშის მოგება საოცრად მაგარი იქნებოდა მარა მეეჭვება რამე ვქნათ, ფრე უფრო ლოგიკური შედეგი მგონია, თუ არ წავაგეთ ისევ საერთოდ. კარგ ფორმაშია ჩელსი და დაბალანსებული გუნდია, ყველა პოზიციაზე კარგი ფეხბურთელები, მაგარი შეტევის ხაზი და საკმაოდ ძლიერი დაცვა. კანტეზე აღარაფერს დავწერ, ორივე თამაშში გამოჩდა ჩვენთან რაც შეუძლია
1
№5
ავტორი: giorgisamnidze99
15 აპრილი 2017 18:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ხვალ მოსაგებია ეგ თამაში სეზონის მნიშვნელოვანი თამაში ვიგებთ 4 ბრძოლას ვაგრძელებთ ჩელსი აგებს და ჩემპიონობის შანსი იმერყევებს და ტოტეს საჩუქარს გაუკეთებთ მანჩესტერისთვის და ჩელსისთვისაც მნიშვნელოვანი თამაში არის ამიტო ოლტ ტრაფორდზე ვალდებულები ვართ ჩელსი დავჩაგროთ მე მგონია რატომგაც MU 3 - 1 CHE წინნ გმუუუუუუუუუუუუ რა გახდა ეს ჩელსი მანჩესტერისთვის 5 ავქ მოგებული ეპლი და ჩვენ 20 ტიტულებიანი გუნდი ვართ და არ გვეკადრება ოლდზე წაგება მხოლოდ მოსაგებათ გავალთ და დაიდობა სამი ქულაა
1
№6
ავტორი: gache1991
15 აპრილი 2017 18:52
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
es tamashi unda iyos gadamwyveti.chemi azrit gundi tavidanve mosagebad unda gamovides.tu ver moviget unda gadavertot evropaligaze da eplshi unda adaasvenos xolme xalxi evropaligis tamashis win da ara piriqit
0
№7
ავტორი: rene harrison_
15 აპრილი 2017 19:39
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
მატატა დაგვაკლდება. დანარჩენი გინდ იყვნენ და გინდ არა
1
№8
ავტორი: Malboro463
15 აპრილი 2017 20:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ბოლო 12 თამაშია არ მოუგით ჩელსისთვისს
სადაც დაიჭირეს იქიხმარეს იმედია ეხლა აინცმოიგებენ. ჰაერივიტ ჭირდებათმოგება ჩელსისგან განსხვავებით
0
№9
ავტორი: nugo-nugo
15 აპრილი 2017 21:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
პრინციპის საკითხია.გვიჭირს ამათთან მოგება მარა სახლში ვთამაშOბთ და იმ 4;0 გამო შური უნდა ვიძიოთ.ვინ ჩემი ცენზურაა ჩელსი ოლდზ ტრაფორდზე ჩამოვლენ და დედას მოვუ****ვთ მტავარია სწორი გუნდი გაიყვანოს მოუმ და ავტობუსი არ ჩააყენოს.უნდა მოვიგოთ am გგმუ
0
№10
ავტორი: gache1991
15 აპრილი 2017 21:35
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
eg kiara amasobashi siti ver ugebs sotons,pirvel taimshi karshi zusti dartyma ar aondat da iqneb shansis yuti mogvartvas sotonma:)))):)))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top