თბილისი:
მანჩესტერი:
15-04-2017, 17:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3241,
კომენტარები: 12
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"
პრემიერ ლიგის 33-ე ტურის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 33-ე ტური
თარიღი: კვირა, 16 აპრილი, 2017 წელი
მთავარი მსაჯი: რობერტ მედლი
მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ტრავმირებულები: ჯონსი, სმოლინგი, მატა
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: რუნი, იანგი
განაცხადი: De Gea, Romero, Pereira, Valencia, Blind, Darmian, Shaw, Rojo, Tuanzebe, Fosu-Mensah, Bailly, Mkhitaryan, Carrick, Herrera, Young, Lingard, Pogba, Fellaini, Rooney, Martial, Rashford, Ibrahimovic.
როგორც მოსალოდნელია, "იუნაიტედს" კარს კვლავ დავიდ დე ხეა დაიცავს, რომელიც "სანდერლენდთან" გასვლით თამაშზე არ იმყოფებოდა და ევროპა ლიგის ეგიდით "ანდერლეხტთან" გამართულ მატჩში სათადარიგოთა სკამზე დარჩა. რუნი და იანგი ბელგიაში გამგზავრებამდე გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ და შესაძლოა, თანაგუნდელების დახმარება შეძლონ, ხოლო სმოლინგი, ჯონსი და მატა კვლავ ტრავმირებულები არიან.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"

"ჩელსი"


ტრავმირებულები: არავინ
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი:

"იუნაიტედთან" მატჩს ანტონიო კონტეს გუნდი სრულ მზადყოფნაში ხვდება, ლონდონელებს ტრავმირებულები არ ჰყავთ.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-5 ადგილი, 57 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"


ბოლო ექვსი შეხვედრა: ფ-მ-ფ-ფ-მ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"


"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ბოლო 21 მატჩში დაუმარცხებელია (11 მოგება, 10 ფრე), 2010 წლის აპრილიდან 2011 წლის თებერვლამდე ნაჩვენებ 29-მატჩიან წაუგებელი სერიის შემდეგ ეს ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერიაა კლუბისთვის, პრემიერ ლიგის ისტორიაში კი ეს მაჩვენებელი მე-10 ადგილს იკავებს.

მოურინიოსთვის 21-მატჩიანი წაუგებელი სერია 2005 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი სერიაა. მაშინ მისმა "ჩელსიმ" 40-ს გაუტოლა ამგვარი მატჩების რაოდენობა.

"იუნაიტედმა" ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 37 საშინაო მატჩში მხოლოდ ერთი წააგო: 24 მოგება, 12 ფრე, 1 წაგება.

მიუხედავად ამისა, "წითელმა ეშმაკებმა" პრემიერ ლიგის ბოლო 6 საშინაო მატჩიდან 5 ფრედ დაასრულეს 2017 წელს, მათ შორის კი ბოლო სამი შეხვედრაცაა.

"ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებული 16 საშინაო მატჩიდან "იუნაიტედმა" 9 ფრედ დაასრულა (6 მოგება, 9 ფრე, 1 წაგება), 1980/81 წლების სეზონის შემდეგ ეს ყველაზე ხანგრძლივი მსგავსი მაჩვენებელია. მაშინ გუნდმა რეკორდული 11 მატჩი ითამაშა ფრედ.

2017 წელს ყველა ტურნირზე ჩატარებულ საშინაო მატჩებში "წითლებმა" მხოლოდ 3 გოლი გაუშვეს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" 16 საშინაო შეხვედრაში მხოლოდ 6 გამარჯვება მოიპოვა (მოგებული მატჩების 37.5%), რაც ყველა დაბალპროცენტული შედეგია 1973/74 წლების სეზონის შემდეგ (33.3%).

"მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ მოურინიომ თავის ყოფილ კლუბთან ორივე შეხვედრა წააგო და მისმა გუნდმა ამ მატჩებში 5 უპასუხო გოლი გაუშვა. თუმცა, პორტუგალიელი "ჩელსის" პირველად უმასპინძლებს "ოლდ ტრაფორდზე".

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"

"ჩელსი"


1-ლი ადგილი, 75 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"


ბოლო ექვსი შეხვედრა: მ-მ-წ-მ-მ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"


პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 11 მატჩიდან "ჩელსიმ" მხოლოდ ერთი წააგო: 8 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება.

"ლურჯების" ანგარიშზე პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია გასვლით მატჩებში: 11 მოგება და დაგროვილი 36 ქულა 16 მატჩში.

"ჩელსი" პრემიერ ლიგის ბოლო 9 მატჩში უშვებს გოლს. გუნდს მხოლოდ ორი უფრო ხანგრძლივი სერია ჰქონდა ზედიზედ ჩატარებული "მშრალი" მატჩების გარეშე - 13 მატჩი 1996 წლის სექტემბრის დეკემბრამდე და 10 მატჩი თებერვლიდან აპრილამდე.

"ჩელსი" გამარჯვების შემთხვევაში ერთ სეზონში მეორეჯერ დაამარცხებს "მანჩესტერ იუნაიტედს", რაც ბოლოს 2009/10 წლების სეზონში კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით მოახერხა.

გამარჯვების შემთხვევაში ანტონიო კონტე მხოლოდ მე-4 მწვრთნელი იქნება "ჩელსის" ისტორიაში, რომელმაც "იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ერთ სეზონში ორჯერ დაამარცხა: გლენ ჰოდლი (1993/94), ჟოზე მოურინიო (2004/05) და კარლო ანჩელოტი (2009/10).

ამჟამად კონტეს გუნდს იმდენივე ქულა (75) აქვს, რამდენითაც "იუნაიტედი" 20 წლის წინ ინგლისის ჩემპიონი გახდა.

პრემიერ ლიგაში ჩატარებული 31 მატჩის შედეგად დაგროვილი 75 ქულის მქონე 6 გუნდიდან მხოლოდ ერთმა ("მანჩესტერ იუნაიტედმა" 2012/13) ვერ მოახერხა ჩემპიონობის მოპოვება. "ჩელსიმ" 2005/06 წლების სეზონში 78, 2004/05 წლების სეზონის ამავე ეტაპზე კი 80 ქულა დააგროვა და ორივე შემთხვევაში მოურინიოს ხელმძღვანელობით ჩემპიონი გახდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: იბრაჰიმოვიჩი – 28 გოლი (17 ლიგაში).

უეინ რუნიმ "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ მატჩებში 100 გოლი გაიტანა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სტადიონზე გატანილი გოლების რაოდენობით 100-გოლიან ნიშნულს გადააჭარბა, "არსენალის" ყოფილი ფორვარდი ტიერი ანრია, რომელმაც "ჰაიბერიზე" 114-ჯერ აიღო მეტოქის კარი.

ამჟამად რუნიმ პრემიერ ლიგის 148 მატჩში გაიტანა გოლი. წინ მხოლოდ ალან შირერი (190), ფრენკ ლამპარდი და ენდი კოული (149) არიან.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ ბოლო 17 მატჩში გატანილ 18 გოლში მიიღო მონაწილეობა (13 გოლი, 5 საგოლე გადაცემა).

მაგრამ შვედ ფორვარდს ანტონიო კონტეს გუნდის წინააღმდეგ ჩატარებული 5 მატჩიდან არცერთში არ გაუტანია გოლი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"

"ჩელსი"


წამყვანი ბომბარდირები: კოსტა - 18 გოლი (17 ლიგაში).

დიეგო კოსტას 1 გოლი სჭირდება იმისათვის, რომ პრემიერ ლიგაში "ჩელსის" მაისურით გატანილ გოლთა რაოდენობა 50-ს გაუტოლოს, თუმცა ფორვარდი ბოლო 5 მატჩში ვერ ახერხებს გოლის გატანას, რაც 2013 წლის იანვრის შემდეგ პირველად მოხდა.

ნ'გოლო კანტემ "ჩელსის" მაისურით სულ ორი გოლი გაიტანა 34 მატჩში და ორივე მათგანი "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"


ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 176-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" 72-ჯერ იზეიმა გამარჯვება, "ჩელსიმ" 51-ჯერ, ხოლო 53 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"ჩელსი" "იუნაიტედის" წინააღმდეგ ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 12 მატჩში არ მარცხდება - 7 მოგება, 5 ფრე. "იუნაიტედის" უკანასკნელი გამარჯვება კი 2012 წლის ოქტომბრით თარიღდება, როცა ხავიერ ერნანდესის გოლმა "წითლებს" "სტემფორდ ბრიჯზე" 2-3 გაამარჯვებინა.

ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 10 მატჩში "იუნაიტედმა" "ჩელსის" მხოლოდ 3 გოლი გაუტანა.

"ჩელსი" "იუნაიტედთან" პრემიერ ლიგის ბოლო 8 მატჩში არ დამარცხებულა - 4 მოგება, 4 ფრე, ეს ყველაზე ხანგრძლივი მოუგებელი სერიაა "იუნაიტედისთვის", ვიდრე ნებისმიერ სხვა გუნდთან ნაჩვენები შედეგი.

"ჩელსი" პრემიერ ლიგის ერთადერთი გუნდია, რომელსაც "იუნაიტედთან" დადებითი ბალანსი აქვს - 17 მოგება, 13 წაგება, 19 ფრე.

"იუნაიტედზე" მოპოვებული 17 გამარჯვებიდან 5 ჟოზე მოურინიოს ანგარიშზეა - მეტი, ვიდრე ნებისმიერი სხვა მწვრთნელის შედეგი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "იუნაიტედი" - 59 მოგება, "ჩელსი" - 44 მოგება, ფრე - 46.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 13 მოგება, "ჩელსი" - 17 მოგება, ფრე -19.

"იუნაიტედის" სტადიონი


ლიგა: "იუნაიტედი" - 29 მოგება, "ჩელსი" - 19 მოგება, ფრე - 26.

პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 8 მოგება, "ჩელსი" - 6 მოგება, ფრე - 10.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"


გასული წლის ანალოგიური მატჩი

"მანჩესტერ იუნაიტედი" 0-0 "ჩელსი"

თარიღი: 28 დეკემბერი, 2015
სწრებადობა: 75275
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"


გუნდების შემადგენლობები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"


მატჩში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"


მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა მარტინ ატკინსონმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 23 მატჩი განსაჯა და 91 ყვითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები:
გარი ბესუიკი, პიტერ კირკუპი
სათადარიგო მსაჯი: ანდრე მარინერი
მატჩის წინ
12 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
16 აპრილი 2017 02:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს თუ ვერ მოიგეს ნახვამდის ოთხეულს
0
№12
ავტორი: mogeba
16 აპრილი 2017 12:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
chlestan mogeba yvela aspektsho sajiroa imedia gundindges itamashebs lamaz fexburtsnara ukan chamjdars

anu qulaze eg vigulisxme nu me mgonia qulaze kmayofii iqnrba maoa
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top