თბილისი:
მანჩესტერი:
14-04-2017, 19:01
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3214,
კომენტარები: 21
გუნდის მდგომარეობა "ჩელსისთან" მატჩის წინ
ჟოზე მოურინიომ ფეხბურთელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
გუნდის მდგომარეობა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო "ჩელსისთან" მატჩის წინ ფეხბურთელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხუან მატა, კრის სმოლინგი და ფილ ჯონსი ამ თვეში ვეღარ ითამაშებენ.

"წითლები" მანჩესტერში წითელი პარასკევის ადრეულ საათებში დაბრუნდნენ და ევროპა ლიგის ეგიდით "ანდერლეხტთან" ფრედ 1-1 დასრულებული მატჩის შემდეგ პრემიერ ლიგის ლიდერებთან მატჩისთვის ემზადებიან.

ეშლი იანგი და უეინ რუნი გუნდს ბელგიაში არ გაჰყოლიან, მაგრამ ანტონიო ვალენსია მოედანს დაუბრუნდა, რაც შეეხება ანდერ ერერას, იგი სათადარიგოთა სკამზე დარჩა და ბრიუსელში არ უთამაშია, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ ესპანელმა შეიძლება, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს გუნდის წინააღმდეგ, რომელთან ინგლისის თასის დაპირისპირებაშიც მოედნიდან იქნა გაძევებული. დავიდ დე ხეა "სანდერლენდთან" მატჩში არყოფნის შემდეგ კვლავ ხელმისაწვდომია.

თუმცა, ასეთივე პოზიტიური ამბავი არ ვრცელდება ჯონსის, სმოლინგისა და მატას შესახებ, რომელთა დაბრუნებასაც მოურინიო დათქმულ დროზე ადრე არ ელის. როცა დაცვის დუეტის შესაძლო დაბრუნების თარიღზე ჰკითხეს, მოურინიომ უპასუხა: "შუა მაისი", ხოლო მატაზე ჰკითხეს: "მაისის ბოლო".

ამ ინფორმაციით, ჯონსი და სმოლინგი ჩემპიონატის ბოლო სამ მატჩში ("ტოტენჰემი", საუთჰემპტონი", "კრისტალ პალასი") შეძლებენ თამაშს, მაგრამ მატას თამაში მიმდინარე სეზონში საეჭვოა.

ეს ნიშნავს, რომ მარკოს როხო და ერიკ ბაიი ერთადერთი ცენტრალური მცველები არიან, რომელთაც თამაში შეუძლიათ.

"დაცვაში შექმნილ ამჟამინდელ მდგომარეობას ვერაფერს მოვუხერხებ. ბაიი და როხო ლიმიტის ამოწურვამდე უნდა იდგნენ. სხვა არჩევანი არ არის. სხვა ცენტრალური მცველები არ გვყავს. მათ უნდა ითამაშონ. სხვა შანსი არ არის.

პრემიერ ლიგაში ისეთი მდგომარეობა თუ გვექნება, იმედია, რომ არა, რომ ოთხეულში მოხვედრის მათემატიკური შანსიც აღარ გვექნება, ადვილი გადასაწყვეტია. დაასვენე და მხოლოდ ევროპა ლიგაზე ათამაშე - თუკი კვლავ ვიქნებით ამ ტურნირზე.

მაგრამ ამ მომენტში ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ ორი მატჩი გვაქვს ხელში და ორივე მათგანის მოგების შემთხვევაში ოთხეულში შევალთ. თითოეული მატჩისთვის უნდა ვიბრძოლოთ, ამიტომ ერიკმა და მარკოსმა საოცარი მენტალიტეტი უნდა გამოავლინონ, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა გავაგრძელოთ",
- განაცხადა მოურინიომ.

"ჩელსი", რა თქმა უნდა, მოურინიოს ყოფილი კლუბია, მაგრამ სენტიმენტალურად განწყობილი სულაც არ არის.

"ამბობთ, რომ ემოციურია, მაგრამ ჩემთვის მხოლოდ თამაშია. მორიგი მატჩი, არაფრით განსხვავებული. სულაც არა.

ორი გუნდი რომ შევადაროთ, ზოგიერთი დასვენებულია, ზოგიერთიც დაღლილი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ისინი სხვა მიზეზითაც არიან ცხრილის სათავეში - მხოლოდ იმიტომ არა, რომ დასვენებულები არიან. მათ ინდივიდუალური ხარისხიც აქვთ და გუნდურიც. გარკვეული სათამაშო სტილი აქვთ. ისინი ამას ეყრდნობიან. ამას კარგად აკეთებენ. ასე რომ, ძალიან კარგი გუნდია".


წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
21 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
14 აპრილი 2017 19:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ერთხელ ცადოს და დააყენოს ბლინდი საყრდენად რა მოხდება
1
№2
ავტორი: Mixito
14 აპრილი 2017 19:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Mou es tamashi to ver moige .....
0
№3
ავტორი: gache1991
14 აპრილი 2017 19:32
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
mec vambobdi magas da darwmunebuli var felains yvelgan da yoveltvis ajobebs mara..dexea valensia baili roxo shou erera pogba mxitariani marsiali reshfordi ibra idealuri iqneboda
0
№4
ავტორი: ikeoni
14 აპრილი 2017 19:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11629
მაგარი თამაში იქნება და მჯერა რო მოვიგებთ am
0
№5
ავტორი: shotkin
14 აპრილი 2017 19:42
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
მარსიალის დაყენებას რა აზრი აქვს? სეზონი ისე დამთავრდა რიპი ვერ გაიხსნა ფლანგზე :/ და დიდი კიარა საერთოდ იმედიც არმაქამ სეზონში უკვე რამე ქნას(ფუჭი ფლანგია მარცხენა კრაი ჩვენთან) ნუ იბრა თუ უნდა იდგეს მთელი თამაში და ძალები გადაანაწილოს სწორად როგორც თვითონ თქვა რავიცი აბა მარტო რაშფორდის და სომეხის იმედზე ვყოფილვართ სეტევაში და ეს ყველაფერი იმ გუნდის წინააღმდეგ რომელსაც რაკეტები უყენია კრაიზე და უკლებლივ ყველა ფეხბურთელი შეუსვენებლად დარბის აქეთ იქეთ , დასკვნები თქვენ ტამოიტანეთ.
0
№6
ავტორი: giorgisamnidze99
14 აპრილი 2017 20:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ნუ მატა ეს სეზონი დარჩენილი თუ ჩააგდო გაგვიჭირდება ხუანის გარეშე მაგრად ზეგე იმედია რო მოუ მოიფიქრებს რაგაცას და ამ ახალგაზრდებს შეუყვირებს ამხელა ხელფასები კარგია მარა ყველაფერს წვალება უნდა და შრომა და ბოლომდე რო დაიხარჯონ ეგ უნდა მარსიალს და რაშფორდს შეყვირება უნდა მაგრათ და შეაქანონ უნდა რო სისწრაფე მოიკრიბონ დაჯაბნონ უნდა მოწინააღმდეგე გუნდი 19- 22 წლის ბიჭებს სისწრაფეში ვერ უნდა ჯობდნენ
0
№7
ავტორი: PaLoMo
14 აპრილი 2017 20:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4136
მარსიალს იმიტომ არ ათამაშებენ,რომ 25 გოლის მერე 10 მილიონი გვრქნება გადასახდელი და ეს არ აწყობთ 8 ტური დარჩ და მარტიალს სასტავში არცერტში არ დააყენებს მოუ.:
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: shotkin
14 აპრილი 2017 20:21
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: O Neil
მარსიალს იმიტომ არ ათამაშებენ,რომ 25 გოლის მერე 10 მილიონი გვრქნება გადასახდელი და ეს არ აწყობთ 8 ტური დარჩ და მარტიალს სასტავში არცერტში არ დააყენებს მოუ.:

ანუ ამბობ რო ზაფხულში გაყიდიან?
0
№9
ავტორი: MU1810
14 აპრილი 2017 21:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
ციტატა: shotkin
ციტატა: O Neil
მარსიალს იმიტომ არ ათამაშებენ,რომ 25 გოლის მერე 10 მილიონი გვრქნება გადასახდელი და ეს არ აწყობთ 8 ტური დარჩ და მარტიალს სასტავში არცერტში არ დააყენებს მოუ.:

ანუ ამბობ რო ზაფხულში გაყიდიან?

მგონი მართლა გაყიდვას უპირებს ესჩემისა
0
№10
ავტორი: ROONEY-RUNI
14 აპრილი 2017 22:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
მოუ რაც არ უნდა იყოს ბოლოს და ბოლოს ღირსების საქმეა რა ის 4-0 როგორ არ უნდა ამოუდვათ პირში რააა

შეუძლებელი არააა ამ სასტავითაც მოგება ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და სულ რომ არაფერი 2-1 1-0 იც რომ მოვიგოთ მემგონი კარგი იქნება მაგრამ 3-0 თუ მოვიგებთ მაგრათ გამისწორდება რააა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top