თბილისი:
მანჩესტერი:
14-04-2017, 19:01
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3216,
კომენტარები: 21
გუნდის მდგომარეობა "ჩელსისთან" მატჩის წინ
ჟოზე მოურინიომ ფეხბურთელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
გუნდის მდგომარეობა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო "ჩელსისთან" მატჩის წინ ფეხბურთელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხუან მატა, კრის სმოლინგი და ფილ ჯონსი ამ თვეში ვეღარ ითამაშებენ.

"წითლები" მანჩესტერში წითელი პარასკევის ადრეულ საათებში დაბრუნდნენ და ევროპა ლიგის ეგიდით "ანდერლეხტთან" ფრედ 1-1 დასრულებული მატჩის შემდეგ პრემიერ ლიგის ლიდერებთან მატჩისთვის ემზადებიან.

ეშლი იანგი და უეინ რუნი გუნდს ბელგიაში არ გაჰყოლიან, მაგრამ ანტონიო ვალენსია მოედანს დაუბრუნდა, რაც შეეხება ანდერ ერერას, იგი სათადარიგოთა სკამზე დარჩა და ბრიუსელში არ უთამაშია, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ ესპანელმა შეიძლება, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს გუნდის წინააღმდეგ, რომელთან ინგლისის თასის დაპირისპირებაშიც მოედნიდან იქნა გაძევებული. დავიდ დე ხეა "სანდერლენდთან" მატჩში არყოფნის შემდეგ კვლავ ხელმისაწვდომია.

თუმცა, ასეთივე პოზიტიური ამბავი არ ვრცელდება ჯონსის, სმოლინგისა და მატას შესახებ, რომელთა დაბრუნებასაც მოურინიო დათქმულ დროზე ადრე არ ელის. როცა დაცვის დუეტის შესაძლო დაბრუნების თარიღზე ჰკითხეს, მოურინიომ უპასუხა: "შუა მაისი", ხოლო მატაზე ჰკითხეს: "მაისის ბოლო".

ამ ინფორმაციით, ჯონსი და სმოლინგი ჩემპიონატის ბოლო სამ მატჩში ("ტოტენჰემი", საუთჰემპტონი", "კრისტალ პალასი") შეძლებენ თამაშს, მაგრამ მატას თამაში მიმდინარე სეზონში საეჭვოა.

ეს ნიშნავს, რომ მარკოს როხო და ერიკ ბაიი ერთადერთი ცენტრალური მცველები არიან, რომელთაც თამაში შეუძლიათ.

"დაცვაში შექმნილ ამჟამინდელ მდგომარეობას ვერაფერს მოვუხერხებ. ბაიი და როხო ლიმიტის ამოწურვამდე უნდა იდგნენ. სხვა არჩევანი არ არის. სხვა ცენტრალური მცველები არ გვყავს. მათ უნდა ითამაშონ. სხვა შანსი არ არის.

პრემიერ ლიგაში ისეთი მდგომარეობა თუ გვექნება, იმედია, რომ არა, რომ ოთხეულში მოხვედრის მათემატიკური შანსიც აღარ გვექნება, ადვილი გადასაწყვეტია. დაასვენე და მხოლოდ ევროპა ლიგაზე ათამაშე - თუკი კვლავ ვიქნებით ამ ტურნირზე.

მაგრამ ამ მომენტში ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ ორი მატჩი გვაქვს ხელში და ორივე მათგანის მოგების შემთხვევაში ოთხეულში შევალთ. თითოეული მატჩისთვის უნდა ვიბრძოლოთ, ამიტომ ერიკმა და მარკოსმა საოცარი მენტალიტეტი უნდა გამოავლინონ, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა გავაგრძელოთ",
- განაცხადა მოურინიომ.

"ჩელსი", რა თქმა უნდა, მოურინიოს ყოფილი კლუბია, მაგრამ სენტიმენტალურად განწყობილი სულაც არ არის.

"ამბობთ, რომ ემოციურია, მაგრამ ჩემთვის მხოლოდ თამაშია. მორიგი მატჩი, არაფრით განსხვავებული. სულაც არა.

ორი გუნდი რომ შევადაროთ, ზოგიერთი დასვენებულია, ზოგიერთიც დაღლილი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ისინი სხვა მიზეზითაც არიან ცხრილის სათავეში - მხოლოდ იმიტომ არა, რომ დასვენებულები არიან. მათ ინდივიდუალური ხარისხიც აქვთ და გუნდურიც. გარკვეული სათამაშო სტილი აქვთ. ისინი ამას ეყრდნობიან. ამას კარგად აკეთებენ. ასე რომ, ძალიან კარგი გუნდია".


წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
21 კომენტარი
№21
ავტორი: ikeoni
15 აპრილი 2017 14:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11629
ციტატა: giorgi kandelakisvili
ციტატა: ikeoni
მაგარი თამაში იქნება და მჯერა რო მოვიგებთ am

რამდენჯერაც ეგ თქვი ფრე იყო

შენ რა მაგარად იმახსოვრებ მე რასაც ვიძახი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top