თბილისი:
მანჩესტერი:
14-04-2017, 11:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2383,
კომენტარები: 19
მოურინიო "ანდერლეხტთან" მატჩის შესახებ
მწვრთნელის კომენტარი ევროპა ლიგის მატჩის შესახებ.
მოურინიო
ჟოზე მოურინიო იმედგაცრუებულია, რომ მისმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" ევროპა ლიგის ეგიდით "ანდერლეხტთან" გამართულ შეხვედრაში მოპოვებული უპირატესობა გამარჯვებაში ვერ ასახა.

ჰენრიხ მხითარიანის მიერ პირველ ტაიმში გატანილ გოლს ლინდერ დენდონკერმა უპასუხა და შეხვედრა საბოლოოდ 1-1 დასრულდა, საპასუხო მატჩი კი მომდევნო ხუთშაბათს "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება.

მატჩის შემდეგ მოურინიო "ბი-თი სპორტის" ჟურნალისტებს ესაუბრა.

პოზიტიური ანგარიში, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა

"პოზიტიური შედეგია სახლში უპირატესობით თამაში, მატჩის უპირატესობით დაწყება კარგი შედეგია, მაგრამ, ჩემი აზრით, უკეთესი შედეგიც შეიძლებოდა. მხოლოდ ჩვენი თავი უნდა დავადანაშაულოთ, რადგან მეორე ტაიმში ადვილი მატჩი გვქონდა და შეტევაში საჭირო ინსტინქტით ვერ ვმოქმედებდით. ბურთს ძალიან ადვილად ვკარგავდით ხშირ შემთხვევებში, ჩვენი კონტრშეტევები არასწორი გადაწყვეტილებების გამო წყდებოდა, ბურთთან არასწორად შეხების გამო ჩერდებოდა და ბოლოს ისინი იღებდნენ კონტრშეტევის საშუალებას. მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენი მცველები ძალიან მოქმედებდნენ და ყველა პრობლემას უმკლავდებოდნენ. თუმცა, მე რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი ვიყო, ძალიან გავბრაზდებოდი ჩვენს თავდამსხმელებზე, რადგან მათ თამაში უნდა მოეკლათ და ეს ვერ გააკეთეს."

მატჩებისთვის ბოლოს მოღება უნდა შეგვეძლოს

"მატჩები უნდა მოვკლათ. შანსები გვქონდა, ბურთს ვაკონტროლებდით, მაგრამ გოლები ვერ გავიტანეთ; გავრისკეთ. ბევრი სივრცე იყო თამაშის ბედის გადასაწყვეტად, კარგი შანსებიც. ბევრი შანსი, რომლებიც ცუდი შეხების, არასწორი შეხების, წაქცევის, ცუდი გადაწყვეტილების გამო ვერ გამოვიყენეთ მეტოქის ნახევარზე. გუნდი დაცვაში კარგად იყო ორგანიზებული, მაგრამ ერთი შეცდომა და დავისაჯეთ.

ჩემი ცუდი ინგლისურით ვერ ვპოულობ უკეთეს სიტყვას, ვიდრე "არასწორია". უფრო სერიოზულად უნდა ითამაშო. ჩვენი ორი ან სამი შემტევი ფეხბურთელის თამაშის შერწყმა და მათგან საუკეთესო წვენის გამოდენა უნდა მოხერხდეს. რეშფორდი, ლინგარდი, იბრაჰიმოვიჩი, მარსიალი. ისინი ძალიან ერთნაირად თამაშობდნენ. მაგრამ მათ უკან მყოფები: ძალიან სოლიდურები, ძალიან ყურადღებიანები. მცველებმა სერიოზული საქმე შეასრულეს, მაგრამ თამაშის მოკვლაზე პასუხისმგებელმა ფეხბურთელებმა - ვერა. "ოლდ ტრაფორდზე" მატჩს დაწინაურებულები დავიწყებთ, მაგრამ თამაშის მოსაკლავად ყველა პირობა გვქონდა."

კარგი დაცვითი თამაში

"გუნდი დაცვითი თვალსაზრისით ძლიერად გამოიყურებოდა. ლინგარდი, მხითარიანი, რეშფორდი - ისინი დაცვაში აკეთებდნენ იმას, რასაც ვავალებდით, გუნდის კომპაქტურობას უწყობდნენ ხელს და მეტოქეს აკონტროლებდნენ, სივრცეებს ავსებდნენ. დაცვაში ძალიან სოლიდურად გამოვიყურებოდით, მაგრამ ეს მხოლოდ მცველების დამსახურება არ არის, მთელმა გუნდმა შეასრულა დავალება. მაგრამ შემდეგ, როცა გუნდი გატყდა იმის გამო, რომ კონტრშეტევაზე ვერ მივდიოდით, ამდენი ბურთი არ უნდა დაგვეკარგა, საქმე გამოუყენებელ მომენტებში არ არის, რადგან დიდი მომენტები არ გაგვიფუჭებია, მხოლოდ ნახევარმომენტები იყო. ისეთი შანსი იყო, რომელსაც შესაფერი სივრცე, შესაფერი დრო ჰქონდა, მაგრამ შესრულება კი არ ვარგოდა. ხანდახან, სადაც ორი შეხებით თამაში იყო საჭირო, ჩვენ ერთი შეხებით ვთამაშობდით და ბურთს ვკარგავდით. სხვა შემთხვევებში კი ერთი შეხებით უნდა გვეთამაშა, მაგრამ ბურთს ვიღებდით, ვტრიალდებოდით, კიდევ ერთ შეხებას ვაკეთებდით და ბურთი იკარგებოდა. ისე ჩანს, რომ არასწორი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და ერთადერთი შემთხვევა, როცა დროც შესაბამისი იყო და შეხებებიც, პოლ პოგბას გადაწყვეტილებაა დარტყმისა, რომელიც მეკარემ კარგი სეივით მოიგერია, მაგრამ ასე ხდება მთელი სეზონის განმავლობაში, ჩვენ შანსები გვაქვს და არა საკმარისი გოლები".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
19 კომენტარი
№1
ავტორი: Mixito
14 აპრილი 2017 11:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Yoveltvis magas bazrob bla
0
№2
ავტორი: MU1810
14 აპრილი 2017 12:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
გავალთ ბაზარი არაა მარა ხო შეიძლება გაიტანო და მერე დაასვენო გუნდი.სულ წუწუნებს რთულ კალენდარზე როცა შეუძლია პირველივე თამაშით გაინაღდოს გასვლა.უკვე მერამდენედ ხდება ეს,გაიტანს ერთს და მერე ჩერდება.დავიღალე უკვე.
0
№3
ავტორი: GRIEZMANN 7
14 აპრილი 2017 12:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 196
იდინაცენზურა რა ჟოზე დაუყვირე იმ სირებს იბრა დადის იმენაა ჩელსისთვის თუინახავდით თავს უკან მომაქ ჩემი სიტყვები და მოუგე 3 0

პროსტა რასაც წუხელ უყურე ეგ ფეხბურთი არიყო. პროსტა ამ გუნდის მაგარი ფანივარ თორე ეგ თამაში საყურებელი არიყოო. აიქსი რო აიაქსია 2თავით უფრო მაგარ ფეხბურთს თამაშობს ვიდრე ჩვენ
0
№4
ავტორი: nika_nikusha
14 აპრილი 2017 12:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
ესეთი გუნდით ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას და მერე ვიღაც დებიუტანთან წაგებას არ ჯობია სუ არ გავიდეთ ??? ამ ფეხბურთით ჯგუფიდანაც ვერ გავალთ
0
№5
ავტორი: nugo-nugo
14 აპრილი 2017 12:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
იმედგაცრუებული ვარ იმით რომ მთელი მატჩი ვდომინირებდით და გატანილი გოლის მერე ცენტრში აგორავებენ ბურთს შეტევა არ უნდოდა გუნდს.ჩვენ ადგილზე სხვა ნებისმიერი გუნდი გადაუვლიდა ანდერლეხტს მარა ესენი არ უტევენ და რა უნდათ ვერ გავიგე მე.ასე თამაში არ შეიძლება
0
№6
ავტორი: kobinio
14 აპრილი 2017 12:34
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
სტატიის წაკითხვა დავიწზე და მალევე მიბატოვე ერთი და იგივე სლეობებს ბაყრობს ეს ცენზურა კაცი უკვე ნერვებზე თამაშობს
ფელაინის დედის ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,, ვისი ბრალი იზო გოლი თუ არა მისი მაგ ნაბიჭვრის
ჩანერგილია მე ვიყო შპიონი!!!
მოიეს აგინეს და ტიპმა ზველაყე კაი შედეგი აჩვენა
ანდერლეხტს საუჰემპტონს და ჰალ სიტის რო ვერ უგებ ჩელსი იუვე დაჟე ლიონი და მუნXენი ხო დედის ლავიცს გადაულეწავს ამ უბადრუკ მცვრთნელს
ზამენას აკეთებს და კველა თამაშს აგებს კლეობა ზამენებით
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
14 აპრილი 2017 12:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მოურინიოს ვერდიქტები ნელ-ნელა ემსგავსება უკვე ვან გაალისას მატჩის შემდგომ. სულ ერთი და იგივე, თამაში უნდა მოგვეკლა და თამაში უნდა მოგვეკლა გაიძახის სულ, მერე შემოუძახე გუნდს და შეტევა დაავალე, ისეთ სუსტ მეტოქეს როგორც გუშინ ანდერლეხტი იყო თავზე უნდა გადაუარო
0
№8
ავტორი: kobinio
14 აპრილი 2017 12:39
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
100 მილიონს რო ხარჯავ შე დედა ....ლო ერთ ტრანსფერყე ერთ ფეხბურთელში და მერე მთელი სეზონი წუწუნებ ესეიგი მზე ხარ და გათვლა არ გივარგა,მოიესისთვის რო დაეცადად მასე სამი სეყონი და ამდენი ფული ეხარჯა დარწმუნებული ვარ არანაკლები გუნდი იქნებოდა ვიდრე ეს საცოდავი უბადრუკი გუნდი ეხლა,ხან დეპაის დააბრალა ხან შვაინის
კაცს ფეხბურთი შეაძულა და მერე ბოდიშები უხადა
ეს კაცი არის მხოლოდ და მხოლოდ სახელი და გვარი,პატივს ვცემ მის გაკეთებულ საქმეს მაგრამ 200 000 000 მილიონიანი ტრანსფერების გარეშე რასაც ჩელსიში აკეთებდა ეს კაცი არის პრემიერლიგის რიგითი მწვრთნელი რომელსაც მე პირადად კლოპიც მირჩევნია ტაკტიკურად და ევერტონის მწვრთნელი დამავიწზდა რა გვარია ისიც.
აბა ბარსელონაში დღეს მე რო დამაყენო მეც ვიმუშავებ არანაკლებ
0
№9
ავტორი: tedore
14 აპრილი 2017 12:39
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
ტექსტი იგივე... მოგვეკლა მოგვეკლა და როდის უნდა მოვკლათ ბოლობოლო?! ფელაინის შემოყვანით ვკლავთ თამაშს? უფრო მისი ბრალი იყო გაშვებული გოლი ვიდრე დარმიანის არ გაყვა თავუს კაცს და მატეომაც ვეღარ ჩამოასწრო უკვე ხეა ტიპი და გასაშვებია
0
№10
ავტორი: ROI
14 აპრილი 2017 13:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
აუუუ მოუ რაა ასე წამებაგა გვაკლდა ანდერეხტან მოკედ რაა ნუ გვტაჯავტ@
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top