მწვრთნელის კომენტარი ევროპა ლიგის მატჩის შესახებ.
ჟოზე მოურინიო იმედგაცრუებულია, რომ მისმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" ევროპა ლიგის ეგიდით "ანდერლეხტთან" გამართულ შეხვედრაში მოპოვებული უპირატესობა გამარჯვებაში ვერ ასახა.
ჰენრიხ მხითარიანის მიერ პირველ ტაიმში გატანილ გოლს ლინდერ დენდონკერმა უპასუხა და შეხვედრა საბოლოოდ 1-1 დასრულდა, საპასუხო მატჩი კი მომდევნო ხუთშაბათს "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება.
მატჩის შემდეგ მოურინიო "ბი-თი სპორტის" ჟურნალისტებს ესაუბრა.
პოზიტიური ანგარიში, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა"პოზიტიური შედეგია სახლში უპირატესობით თამაში, მატჩის უპირატესობით დაწყება კარგი შედეგია, მაგრამ, ჩემი აზრით, უკეთესი შედეგიც შეიძლებოდა. მხოლოდ ჩვენი თავი უნდა დავადანაშაულოთ, რადგან მეორე ტაიმში ადვილი მატჩი გვქონდა და შეტევაში საჭირო ინსტინქტით ვერ ვმოქმედებდით. ბურთს ძალიან ადვილად ვკარგავდით ხშირ შემთხვევებში, ჩვენი კონტრშეტევები არასწორი გადაწყვეტილებების გამო წყდებოდა, ბურთთან არასწორად შეხების გამო ჩერდებოდა და ბოლოს ისინი იღებდნენ კონტრშეტევის საშუალებას. მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენი მცველები ძალიან მოქმედებდნენ და ყველა პრობლემას უმკლავდებოდნენ. თუმცა, მე რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი ვიყო, ძალიან გავბრაზდებოდი ჩვენს თავდამსხმელებზე, რადგან მათ თამაში უნდა მოეკლათ და ეს ვერ გააკეთეს."
მატჩებისთვის ბოლოს მოღება უნდა შეგვეძლოს"მატჩები უნდა მოვკლათ. შანსები გვქონდა, ბურთს ვაკონტროლებდით, მაგრამ გოლები ვერ გავიტანეთ; გავრისკეთ. ბევრი სივრცე იყო თამაშის ბედის გადასაწყვეტად, კარგი შანსებიც. ბევრი შანსი, რომლებიც ცუდი შეხების, არასწორი შეხების, წაქცევის, ცუდი გადაწყვეტილების გამო ვერ გამოვიყენეთ მეტოქის ნახევარზე. გუნდი დაცვაში კარგად იყო ორგანიზებული, მაგრამ ერთი შეცდომა და დავისაჯეთ.
ჩემი ცუდი ინგლისურით ვერ ვპოულობ უკეთეს სიტყვას, ვიდრე "არასწორია". უფრო სერიოზულად უნდა ითამაშო. ჩვენი ორი ან სამი შემტევი ფეხბურთელის თამაშის შერწყმა და მათგან საუკეთესო წვენის გამოდენა უნდა მოხერხდეს. რეშფორდი, ლინგარდი, იბრაჰიმოვიჩი, მარსიალი. ისინი ძალიან ერთნაირად თამაშობდნენ. მაგრამ მათ უკან მყოფები: ძალიან სოლიდურები, ძალიან ყურადღებიანები. მცველებმა სერიოზული საქმე შეასრულეს, მაგრამ თამაშის მოკვლაზე პასუხისმგებელმა ფეხბურთელებმა - ვერა. "ოლდ ტრაფორდზე" მატჩს დაწინაურებულები დავიწყებთ, მაგრამ თამაშის მოსაკლავად ყველა პირობა გვქონდა."
კარგი დაცვითი თამაში"გუნდი დაცვითი თვალსაზრისით ძლიერად გამოიყურებოდა. ლინგარდი, მხითარიანი, რეშფორდი - ისინი დაცვაში აკეთებდნენ იმას, რასაც ვავალებდით, გუნდის კომპაქტურობას უწყობდნენ ხელს და მეტოქეს აკონტროლებდნენ, სივრცეებს ავსებდნენ. დაცვაში ძალიან სოლიდურად გამოვიყურებოდით, მაგრამ ეს მხოლოდ მცველების დამსახურება არ არის, მთელმა გუნდმა შეასრულა დავალება. მაგრამ შემდეგ, როცა გუნდი გატყდა იმის გამო, რომ კონტრშეტევაზე ვერ მივდიოდით, ამდენი ბურთი არ უნდა დაგვეკარგა, საქმე გამოუყენებელ მომენტებში არ არის, რადგან დიდი მომენტები არ გაგვიფუჭებია, მხოლოდ ნახევარმომენტები იყო. ისეთი შანსი იყო, რომელსაც შესაფერი სივრცე, შესაფერი დრო ჰქონდა, მაგრამ შესრულება კი არ ვარგოდა. ხანდახან, სადაც ორი შეხებით თამაში იყო საჭირო, ჩვენ ერთი შეხებით ვთამაშობდით და ბურთს ვკარგავდით. სხვა შემთხვევებში კი ერთი შეხებით უნდა გვეთამაშა, მაგრამ ბურთს ვიღებდით, ვტრიალდებოდით, კიდევ ერთ შეხებას ვაკეთებდით და ბურთი იკარგებოდა. ისე ჩანს, რომ არასწორი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და ერთადერთი შემთხვევა, როცა დროც შესაბამისი იყო და შეხებებიც, პოლ პოგბას გადაწყვეტილებაა დარტყმისა, რომელიც მეკარემ კარგი სეივით მოიგერია, მაგრამ ასე ხდება მთელი სეზონის განმავლობაში, ჩვენ შანსები გვაქვს და არა საკმარისი გოლები".
წყარო:
manutd.com