თბილისი:
მანჩესტერი:
13-04-2017, 13:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2465,
კომენტარები: 14
პოგბა: "ნუ განმსჯით ფასით ან გოლებით"
პოლ პოგბა კრიტიკოსებს პასუხობს.
პოგბა:
პოლ პოგბა აცხადებს, რომ მისი თამაშის განსჯა სატრანსფერო ღირებულებით ან გატანილი გოლებით, მართებული არ არის და "მანჩესტერ იუნაიტედში" ცხოვრებისგან სიამოვნებას იღებს.

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი "იუვენტუსიდან" გადავიდა "ოლდ ტრაფორდზე" და გუნდის რეგულარული წევრია. მან უკვე მოიგო ლიგის თასი "იუნაიტედთან" ერთად და ახლა ევროპა ლიგის მოგებასაც ისახავს მიზნად.

გუშინ გამართულ პრესკოფერენციაზე კი ფრანგმა თავის კრიტიკოსებს უპასუხა:

"სიმართლე გითხრათ, თავს დიდებულად ვგრძნობ. ორი ტიტული მოვიგეთ, მაგრამ უფრო მეტი მსურს. კარგად ვთამაშობ, გუნდიც კარგად თამაშობს და ევროპა ლიგის მოგებასა და ოთხეულში მოხვედრას ვაპირებთ. სატრანსფერო ფასი მავიწყდება, ეს უკვე წარსულია, ვფიქრობ, მხოლოდ მოედანზე ნაჩვენებ თამაშსა და გუნდისთვის სარგებლის მოტანას აქვს მნიშვნელობა.

ხალხი მიყურებს და გოლების სიმცირის გამო მსჯის, მაგრამ ეს ხომ ფეხბურთია. ჩემგან გოლებს იმიტომ ელიან, რომ მთასავით სატრანსფერო ფასი მაქვს. ჩემი საქმე ნახევარმცველობა, საგოლე გადაცემების გაკეთებაა.

ტრანსფერი სულ სხვა რამეა და მოედანი სულ სხვა. მე საქმეს ვაკეთებ. ისეც ხდება, რომ ფეხბურთელს პასს ვაძლევ, მაგრამ გოლს ვერ იტანენ. ხალხი ჩემგან გოლის გატანას სატრანსფერო ფასიდან გამომდინარე ელის, მაგრამ მე ამაზე არ ვფიქრობ. გუნდის დახმარება რომ შემეძლოს გამარჯვების მოპოვებაში, ამას გავაკეთებ. ძელისთვის ის ყველა გარტყმული გოლი რომ ყოფილიყო, არა მგონია, ხალხს იგივე ეთქვა".


ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Manstark_United
13 აპრილი 2017 14:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
რამდენჯერაც ამან ძელს გაარტყა იმის ნახევარი რო გაეტანა ჩუმად იქნებოდნენ კრიტიკოსები
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
13 აპრილი 2017 14:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
არადა მართალს ამბობბს, რახან 120 მილიონი გადაიხადეს ეს იმას არ ნიშნავს რო ყველა თამაშში გოლი გაიტანოს და სასწაულები აკეთოს, უბრალოდ პოგბა არი პირველი, რომელმაც თავისი ასტრონომიული სატრანსფერო თანხით დღევანდელი რეალობა დაამკვიდრა და პოგბაზე გადატყდა ჯოხი
1
№3
ავტორი: ikeoni
13 აპრილი 2017 14:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11629
ცვეტში ეგრეა 9 ჯერ გაარტყა ძელს და ფასიც ისეთია გადახდილი ყველა სასწაულს ელის მაგრამ როგორც წესი დრო უნდა ყველაფერს და მომავალ წელს ბევრად მაგრად ითამაშებს love
0
№4
ავტორი: ROI
13 აპრილი 2017 14:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
მარტალიხარ პოოლ მევასებიიიი:*
0
№5
ავტორი: GRIEZMANN 7
13 აპრილი 2017 15:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 196
გეთანხმები პოლ

Rojodiablo მადლობა შენ
0
№6
ავტორი: giorgisamnidze99
13 აპრილი 2017 15:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
პოგბი დღეს დაბომბეთ ანდერლეხტი შენ და იბრამ
0
№7
ავტორი: I L C
13 აპრილი 2017 15:52
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ჩემი აზრით 100 მილიონი არავინ ღირს მაგრამ პოგბა გრანდებთან ვაფშე ნოლია და ვერ ამართლებს იმედებს.. რათქმაუნდა დიდი გარდატეხა შეაქვს თამაშში მაგრამ მაინც მეტი მოეთხოვება.. სანდერლედთან კარგი თამაში არაფერს ნიშნავს ფსონი უფრო მაღალიაა..და ბედნიერი როგორ უნდა იყო იმ მდგომარეობით როგორშიც ახლა მანჩესტერია არ ვიცი.. გასაგებია რომ მაგარი ტეხნარია მაგრამ ოლდზე ეგეთები აღარავის უკვირს უკვე.
3
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№8
ავტორი: Iunaitedi
13 აპრილი 2017 16:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Amasac satvaleebi gauketebia wink golebic mouxfeba pols winked
0
№9
ავტორი: nugo-nugo
13 აპრილი 2017 17:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
იმენა ცენზურა ტიპს,არადა ყველამ იცის რომ ერთერთი საუკეთესოა ტავის პოზიციაზე.კიდევ დაიხვეწება და მერე აკრიტიკონ აბა....მიდი პოლ დღეს უნდა დაანგრიოთ ანდერლეხტი am
0
№10
ავტორი: tedore
13 აპრილი 2017 18:30
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
პოგბამ რაც ძელს ურახუნა და მარტო იბრამ რაც პოგბას პასებიდან გოლები გამაზა ყველაფერი რომ იდეალურად შეესრულებინათ ერთერთი საუკეტესო მეგოლე და პასის მიმცემი იქნებოდა უკვე ჩემპიონატში შეიძლება ითქვას არ უმართლებდა პოლს ისევე როგორც ხშირ შემთხვევაში მთლიანად გუნდს ძალიან მინდა ევროპალიგა დადონ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top