თბილისი:
მანჩესტერი:
13-04-2017, 13:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2466,
კომენტარები: 14
პოგბა: "ნუ განმსჯით ფასით ან გოლებით"
პოლ პოგბა კრიტიკოსებს პასუხობს.
პოგბა:
პოლ პოგბა აცხადებს, რომ მისი თამაშის განსჯა სატრანსფერო ღირებულებით ან გატანილი გოლებით, მართებული არ არის და "მანჩესტერ იუნაიტედში" ცხოვრებისგან სიამოვნებას იღებს.

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი "იუვენტუსიდან" გადავიდა "ოლდ ტრაფორდზე" და გუნდის რეგულარული წევრია. მან უკვე მოიგო ლიგის თასი "იუნაიტედთან" ერთად და ახლა ევროპა ლიგის მოგებასაც ისახავს მიზნად.

გუშინ გამართულ პრესკოფერენციაზე კი ფრანგმა თავის კრიტიკოსებს უპასუხა:

"სიმართლე გითხრათ, თავს დიდებულად ვგრძნობ. ორი ტიტული მოვიგეთ, მაგრამ უფრო მეტი მსურს. კარგად ვთამაშობ, გუნდიც კარგად თამაშობს და ევროპა ლიგის მოგებასა და ოთხეულში მოხვედრას ვაპირებთ. სატრანსფერო ფასი მავიწყდება, ეს უკვე წარსულია, ვფიქრობ, მხოლოდ მოედანზე ნაჩვენებ თამაშსა და გუნდისთვის სარგებლის მოტანას აქვს მნიშვნელობა.

ხალხი მიყურებს და გოლების სიმცირის გამო მსჯის, მაგრამ ეს ხომ ფეხბურთია. ჩემგან გოლებს იმიტომ ელიან, რომ მთასავით სატრანსფერო ფასი მაქვს. ჩემი საქმე ნახევარმცველობა, საგოლე გადაცემების გაკეთებაა.

ტრანსფერი სულ სხვა რამეა და მოედანი სულ სხვა. მე საქმეს ვაკეთებ. ისეც ხდება, რომ ფეხბურთელს პასს ვაძლევ, მაგრამ გოლს ვერ იტანენ. ხალხი ჩემგან გოლის გატანას სატრანსფერო ფასიდან გამომდინარე ელის, მაგრამ მე ამაზე არ ვფიქრობ. გუნდის დახმარება რომ შემეძლოს გამარჯვების მოპოვებაში, ამას გავაკეთებ. ძელისთვის ის ყველა გარტყმული გოლი რომ ყოფილიყო, არა მგონია, ხალხს იგივე ეთქვა".


ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
13 აპრილი 2017 20:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
დღეს გაიტან ნუ გეშინია winked
0
№12
ავტორი: MU1810
13 აპრილი 2017 22:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
ანდერლეხტთან დუბლი პოლ love
0
№13
ავტორი: men1me
14 აპრილი 2017 11:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
Shen dedas cenzura me rac shen momentebi afuche papachemis goda marcvaladze ar gamazavda.aba rit unda gangsajon 100 milioni ro girxar
0
№14
ავტორი: Gamkrelidze
14 აპრილი 2017 14:45
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
საქმე ლაპარაკის ნაცვლად! wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top