თბილისი:
მანჩესტერი:
13-04-2017, 11:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2657,
კომენტარები: 20
მოურიონიო: "ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ვალდებულება არ არის"
ჟოზე მოურინიო პრიორიტეტების განსაზღვრას აპირებს.
მოურიონიო:
ჟოზე მოურინიომ თავისი გუნდის გადატვირთული გრაფიკის ფონზე ტურნირების პრიორიტეტად დასახვა უნდა განახორციელოს.

პრემიერ ლიგის საშუალებით ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ჯერ კიდევ რჩება "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ხელმისაწვდომ მიზნად, მაგრამ დარჩენილი თამაშები ისეთ გუნდებთან, როგორებიც "ჩელსი", "მანჩესტერ სიტი", "არსენალი" და "ტოტენჰემი" არიან, დავალებას კიდევ უფრო ართულებს.

სამაგიეროდ, "იუნაიტედს" მეორე გზაც აქვს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე სათამაშოდ. გუნდი ევროპა ლიგის მეოთხედფინალისტია და დღეს "ანდერლეხტს" ეწვევა ბელგიაში.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპა ლიგას მოურინიო პრიორიტეტულ სამიზნედ ისახავს, "ანდერლეხტთან" ორ მატჩს შორის "ჩელსისთან" ჩასატარებელი შეხვედრისთვის პორტუგალიელი ფეხბურთელების დასვენებას არ აპირებს.

"მათემატიკურად ჯერ კიდევ შესაძლებელია ოთხეულში მოხვედრა. ვფიქრობ, "ჩელსისთან" მეორე გუნდი რომ გამოვიყვანო, მომკლავთ, საფეხბურთო სამყარო მომკლავს.

სანამ მათემატიკურად შესაძლებელია, ვალდებულები ვართ, ვცადოთ და გავწიოთ ის რისკები, რომლებზეც საუბრობთ.

სეზონის კონკრეტულ მომენტში შანსი რომ დავკარგოთ და ევროპა ლიგაზე მაინც ვთამაშობდეთ, მაშინ უკვე მიზეზი გვექნება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" იმდენად დიდი კლუბია, უფრო დიდი, ვიდრე ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე სხვა კლუბები, რომ ჩემპიონთა ლიგაზე სამი ან ოთხი წელიც რომ ვერ ითამაშოს, პრესტიჟს ზიანი არ მიადგება.

ასე რომ, "იუნაიტედი" ვალდებული არ არის, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს, მას მხოლოდ სურს.

ყველაფერი უნდა გავიღოთ ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო სეზონში სათამაშოდ. როგორ შეიძლება ამის გაკეთება? ევროპა ლიგის მოგებით ან ოთხეულში მოხვედრით.

ჯერ კიდევ გვაქვს ორი გზა. ერთი დღე ერთი გზა რომ მოგვეჭრას, მეორეთი წავალთ და ბოლომდე ვივლით.

ჩემი აზრით კი, ორივე ტურნირზე ყველაფრით ვიბრძოლებთ. მაგრამ, სიმართლე რომ გითხრათ, ევროპა ლიგის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს და ფეხბურთელებსაც აქვთ, რადგან ამ ტურნირის მოგება შეგვიძლია. ამით იმას მივიღებთ, რასაც ოთხეულში მოხვედრა მოგვცემდა, მაგრამ ტიტულიც დაემატება",
- განაცხადა პორტუგალიელმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
20 კომენტარი
№1
ავტორი: DRJBECKHAM
13 აპრილი 2017 11:49
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
გუნდმა რაღაც პერიოდი აკრიფა ფორმა მაგრამ მერე დაიწყო ტრამვები და დისკვალიფიკაციები. ისევ თავიდან უწევთ შეთამაშება რაღაც მომენტში და თუ ისევ ბირთვი შენარჩუნდა მგონია რო გავალთ ლიგაზე
0
№2
ავტორი: dachi_mu
13 აპრილი 2017 11:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ra enaaqvs mous <3 manchesteri araris valdebuli utamashos ligaze,mat es mxolod surt <3
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
13 აპრილი 2017 12:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
არ ვიცი ვალდებულებაა თუ მოვალეობა, მაგრამ ლიგაზე უეჭველად უნდა ვითამაშოთ!!!
0
№4
ავტორი: LASHQARA
13 აპრილი 2017 12:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ამაზე კარგი შანსი რა გინდა ცენზურა უნდა გაანძრიონ და ევროპალიგა ლანგარზეა მორთმეული ეს თავს იზღვევს და რაღაცეებს ბოდიალობს ვერ გავალთ ლიგაზე და იმხელა პანჩურს ამოარტყავენ მოურინიოს ეგრევე პორტუგალიაში დაეცემაა lol am
0
№5
ავტორი: giorgiginturi
13 აპრილი 2017 12:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ჟოზე რა მოწიე ეგეთი შეჩემა wink
აბა რაზე უნდა ითამაშოს იუნაიტედმა. მაღარიჩზე?? feel
1
№6
ავტორი: SANDROGRIGA
13 აპრილი 2017 12:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
კატასტროფა იქნება ლიგაზე გაუსვლელობა
1
№7
ავტორი: tedore
13 აპრილი 2017 12:35
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
არ არის ვალდებულიო სხვა კონტექტსში თქვა ჟოზემ ანუ ზოგიერთი გუნდი იმისთვის თუ ისახავას მიზნად ჩემპიონთა ლიგაზე რომ ითამაშოს რათა პრესტიჟი აიმაღლოს ევროპაში ეს მანჩესტერს არ სჭირდება და არც ჩემპიონთა ლიგიდან შემოსული თანხები ესაჭიროება რა თქმა უნდა კარგია ყოველ წელს იქ თამაში და ამისთვის გვაქვს წელს ორი შანსი იმედია ერთერთს გამოვიყენებთ მე ევროპალიგის მოგებით გასვლა უფრო მირჩევნია ტიტულია ბოლობოლო
0
№8
ავტორი: mogeba
13 აპრილი 2017 13:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
she dauno ert top gund ver mouge tamashi tavs izgvev chelstan geshinia chelsis unda waxvide me sheni ar mjera amdenia frebi da usaxuri tamashk yelshu amomivida exlave jobia qaxvide ver azrovneb vin gjirdeba da vin ara ragace sheno filosofias ar mwams tavs izgvev me darwmunebi var ro 4 ver shevalt da evropa ligad movigebt tu ara amashiv ejvi mepareba shen ver axden ulyra koncetrqcia gadaxede liverpuls da chelsis rogor omoben mindorze shenk fexburtelebi seirnoben shen vem micem didebas gund eadi da pol sqoulzi an gigz moiyvaenet
0
№9
ავტორი: kaxeti
13 აპრილი 2017 14:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
მიჰქარავს და თავის დედისას მიირთმევს
0
№10
ავტორი: ikeoni
13 აპრილი 2017 14:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
მაინც პრიორიტეტიი ჩემი აზრით ევროპა ლიგაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top