თბილისი:
მანჩესტერი:
13-04-2017, 11:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2658,
კომენტარები: 20
მოურიონიო: "ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ვალდებულება არ არის"
ჟოზე მოურინიო პრიორიტეტების განსაზღვრას აპირებს.
მოურიონიო:
ჟოზე მოურინიომ თავისი გუნდის გადატვირთული გრაფიკის ფონზე ტურნირების პრიორიტეტად დასახვა უნდა განახორციელოს.

პრემიერ ლიგის საშუალებით ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ჯერ კიდევ რჩება "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ხელმისაწვდომ მიზნად, მაგრამ დარჩენილი თამაშები ისეთ გუნდებთან, როგორებიც "ჩელსი", "მანჩესტერ სიტი", "არსენალი" და "ტოტენჰემი" არიან, დავალებას კიდევ უფრო ართულებს.

სამაგიეროდ, "იუნაიტედს" მეორე გზაც აქვს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე სათამაშოდ. გუნდი ევროპა ლიგის მეოთხედფინალისტია და დღეს "ანდერლეხტს" ეწვევა ბელგიაში.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპა ლიგას მოურინიო პრიორიტეტულ სამიზნედ ისახავს, "ანდერლეხტთან" ორ მატჩს შორის "ჩელსისთან" ჩასატარებელი შეხვედრისთვის პორტუგალიელი ფეხბურთელების დასვენებას არ აპირებს.

"მათემატიკურად ჯერ კიდევ შესაძლებელია ოთხეულში მოხვედრა. ვფიქრობ, "ჩელსისთან" მეორე გუნდი რომ გამოვიყვანო, მომკლავთ, საფეხბურთო სამყარო მომკლავს.

სანამ მათემატიკურად შესაძლებელია, ვალდებულები ვართ, ვცადოთ და გავწიოთ ის რისკები, რომლებზეც საუბრობთ.

სეზონის კონკრეტულ მომენტში შანსი რომ დავკარგოთ და ევროპა ლიგაზე მაინც ვთამაშობდეთ, მაშინ უკვე მიზეზი გვექნება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" იმდენად დიდი კლუბია, უფრო დიდი, ვიდრე ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე სხვა კლუბები, რომ ჩემპიონთა ლიგაზე სამი ან ოთხი წელიც რომ ვერ ითამაშოს, პრესტიჟს ზიანი არ მიადგება.

ასე რომ, "იუნაიტედი" ვალდებული არ არის, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს, მას მხოლოდ სურს.

ყველაფერი უნდა გავიღოთ ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო სეზონში სათამაშოდ. როგორ შეიძლება ამის გაკეთება? ევროპა ლიგის მოგებით ან ოთხეულში მოხვედრით.

ჯერ კიდევ გვაქვს ორი გზა. ერთი დღე ერთი გზა რომ მოგვეჭრას, მეორეთი წავალთ და ბოლომდე ვივლით.

ჩემი აზრით კი, ორივე ტურნირზე ყველაფრით ვიბრძოლებთ. მაგრამ, სიმართლე რომ გითხრათ, ევროპა ლიგის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს და ფეხბურთელებსაც აქვთ, რადგან ამ ტურნირის მოგება შეგვიძლია. ამით იმას მივიღებთ, რასაც ოთხეულში მოხვედრა მოგვცემდა, მაგრამ ტიტულიც დაემატება",
- განაცხადა პორტუგალიელმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
20 კომენტარი
№11
ავტორი: ROI
13 აპრილი 2017 14:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
რატქმაუნდა მოუ დადე ევროპალიგა მაგრად გაასწორებს:*
0
№12
ავტორი: GRIEZMANN 7
13 აპრილი 2017 14:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 196
ციტატა: tedore
არ არის ვალდებულიო სხვა კონტექტსში თქვა ჟოზემ ანუ ზოგიერთი გუნდი იმისთვის თუ ისახავას მიზნად ჩემპიონთა ლიგაზე რომ ითამაშოს რათა პრესტიჟი აიმაღლოს ევროპაში ეს მანჩესტერს არ სჭირდება და არც ჩემპიონთა ლიგიდან შემოსული თანხები ესაჭიროება რა თქმა უნდა კარგია ყოველ წელს იქ თამაში და ამისთვის გვაქვს წელს ორი შანსი იმედია ერთერთს გამოვიყენებთ მე ევროპალიგის მოგებით გასვლა უფრო მირჩევნია ტიტულია ბოლობოლო

ხო გეთანხმები და პახოდუ ლივერპულს უკბინააა

ციტატა: tedore
არ არის ვალდებულიო სხვა კონტექტსში თქვა ჟოზემ ანუ ზოგიერთი გუნდი იმისთვის თუ ისახავას მიზნად ჩემპიონთა ლიგაზე რომ ითამაშოს რათა პრესტიჟი აიმაღლოს ევროპაში ეს მანჩესტერს არ სჭირდება და არც ჩემპიონთა ლიგიდან შემოსული თანხები ესაჭიროება რა თქმა უნდა კარგია ყოველ წელს იქ თამაში და ამისთვის გვაქვს წელს ორი შანსი იმედია ერთერთს გამოვიყენებთ მე ევროპალიგის მოგებით გასვლა უფრო მირჩევნია ტიტულია ბოლობოლო

ხო გეთანხმები და პახოდუ ლივერპულს უკბინააა
0
№13
ავტორი: gache1991
13 აპრილი 2017 15:20
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
arsenals sheefereba yvelaze metad.ra azri aq eget ligaze g asvlas an sitisas jgupshi tu charchi da mervedfinals ver gacdi:)))
0
№14
ავტორი: K1llsw1tch
13 აპრილი 2017 16:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 428
ტიტულიც დაემატება და ევროპის სუპერთასსაც ვითამაშებთ ასე რომ ევროპა ლიგას მიაწვნენ ურჩევნიათ პრემიერ ლიგაში ისეთი კალენდარი გვაქვს ქულები დაიკარგება უეჭველი
0
№15
ავტორი: nugo-nugo
13 აპრილი 2017 17:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
პრემიერ ლიგიდან ცოტა გაგვიჭირდება ლიგაზე გასვლა ევროპას უნდა მივხედოთ ყველავარიანტში.მაგრამ გინდა ვალდებულად ჩათვალე თავი და რაც გინდა ის ქენი მარა გაისათ ლიგაზე უნდა დავბრუნდეთ ჟოზე am
0
№16
ავტორი: kobinio
13 აპრილი 2017 19:31
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მაგარი ჩამჯმელა ხარ ისე !!!
0
№17
ავტორი: stepno
13 აპრილი 2017 20:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
პრემიერლიგაში ურთულესი თამაშები დაგვრჩა და ჩელსისთან გაირკვევა რისი თავი გვაქ და რაგვინდა საერთოდ რაა. ევროპა ლიგა ხელიდან არ უნდა გაუშვას წესით მანჩესტერმა smile
0
№18
ავტორი: crawling
13 აპრილი 2017 22:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 49
ვითომ არ უნდა ლიგაზე გასვლაა lol
0
№19
ავტორი: MU1810
13 აპრილი 2017 22:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
ევროპა ლიგა ყველანაირად მოსაგებია.
0
№20
ავტორი: Gamkrelidze
14 აპრილი 2017 14:47
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
შენ გინდა მაგას მოვალეობა უწედა და გინდა სურვილი. თუ ვერ გახვალ ჩემპიონთა ლიგაზე ზლატანიც წავა, დეხეაც წავა, პოგბაც წავა და დიდი ალბათობით გუნდში მარტო ფელაინი დარჩება. ასე რომ საქმეს მიხედე! angry
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top