თბილისი:
მანჩესტერი:
11-04-2017, 13:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2564,
კომენტარები: 20
მხითარიანი: "რთული მატჩი გველის"
ჰენრიხ მხითარიანი ბელგიაში რთულ დაპირისპირებას ელის.
მხითარიანი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, ჰენრიხ მხითარიანი მოხარულია, რომ მისმა გუნდმა "სანდერლენდი" 3-0 დაამარცხა და ახლა მომდევნო მატჩში, ევროპა ლიგის ეგიდით "ანდერლეხტთან" ჩასატარებ თამაშში ელის რთულ დაპირისპირებას.

სომეხ ფეხბურთელს მეორე ტაიმში მხოლოდ 47 წამი დასჭირდა იმისათვის, რომ თავისი მერვე გოლი გაეტანა მიმდინარე სეზონში, რაც ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ მანამდე გატანილ გოლს დაემატა და ანგარიში 2-0 გახდა, 10 კაცით დარჩენილ "შავ კატებს" კი მარკუს რეშფორდმა მესამე გოლიც გაუტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"ორი ფრის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი და გამარჯვება იყო. მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ; ვიცოდით, რომ ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ კარგად თამაში მნიშვნელოვანი იყო და 3-0 მოვიგეთ.

მეორე გოლის გატანა ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა, რადგან თამაში ჯერ არ იყო დასრულებული და მეორე ტაიმში მათ მცირე კონტროლი ჰქონდათ, მაგრამ ჩემი თანაგუნდელების დახმარებით გოლი გავიტანე. ბოლოს მესამეც გავიტანეთ და თამაში დასრულდა.

ყოველთვის მიხარია გოლის გატანა, ასევე საგოლე გადაცემის გაკეთება; სულერთია. ყოველთვის ვშრომობ და რაც შეიძლება მეტი ბურთის გატანა მინდა. გატანა ყოველთვის სასიამოვნოა".


გუნდის ყურადღება ახლა ევროპა ლიგაზეა გადართული, სადაც "იუნაიტედი" "ანდერლეხტთან" გაარკვევს გამარჯვებულის ვინაობას. მხითარიანი ამ ტურნირზე მიმდინარე სეზონში წარმატებით ასპარეზობს და მან ბოლო სამ მეტოქესთან მოახერხა თავის გამოჩენა.

"ანდერლეხტთან" ძალიან მნიშვნელოვანი და რთული მატჩი იქნება. ძალიან კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავთ და მზად უნდა ვიყოთ ძალიან კარგი მატჩისთვის".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
20 კომენტარი
№1
ავტორი: Phil Jones
11 აპრილი 2017 13:44
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მაინც კაია ასე სერიოზულად რო უყურებენ ამ თამაშს. იმედია რაიმე სასწაულების გარეშე ჩაივლის
0
№2
ავტორი: ROI
11 აპრილი 2017 14:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
მიდი მიკი მიდიტ მეგობრებო და ევროპა ლიგას დავდებტ:*
0
№3
ავტორი: mufc1878
11 აპრილი 2017 14:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
დავაი მხიტუშშშშშშშშშშშშშშშშშშშშ

ჯერ ანდერლეხტი დავა****თ და მერე ლურჯი მუტლები
3
№4
ავტორი: Gamkrelidze
11 აპრილი 2017 14:21
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
იმედია სიურპრიზების გარეშე ჩაივის ანდერლეხტთან ორმატჩიანი დაპირისიპირება
0
№5
ავტორი: გაბადაძე
11 აპრილი 2017 14:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
გუშინ პალასმა საჩუქარი გაგვიკეთა wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№6
ავტორი: GRIEZMANN 7
11 აპრილი 2017 14:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 196
იბრა
მარსიალი მიკი რეშფორდი
პოგბა ერერა
შოუ როხო ბაი ვალენსია
რომერო

აი ეს სასტავი მინდაა
0
№7
ავტორი: nugo-nugo
11 აპრილი 2017 14:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
ციტატა: GRIEZMANN 7
იბრა
მარსიალი მიკი რეშფორდი
პოგბა ერერა
შოუ როხო ბაი ვალენსია
რომერო

აი ეს სასტავი მინდაა

რაშფორდი შეცვლაზე უფრო კაი იქნება ჩემი აზრით რუნი რო ცენტრში დადგეს და მიკი მარჯვნივ კაი იქნება,ნუ მე ასე მინდა love
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
11 აპრილი 2017 14:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ანდერლეხტს უნდა მოუგონ ულაპარაკოდ
0
№9
ავტორი: gaga1987
11 აპრილი 2017 14:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
წესით უნდა მოუგონ.ბლოს და ბოლოს ანდერლეხტია და არაქვს მნიშვნელობა სახლში თამაშობ თუ გასვლას.
0
№10
ავტორი: ikeoni
11 აპრილი 2017 15:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
რთული თამაში გველოდება არ იქნება იოლი გასეირნება მაგრამ მოვიგებთ დარწმუნებული ვარ am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top