თბილისი:
მანჩესტერი:
10-04-2017, 22:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2549,
კომენტარები: 12
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
მოურინიომ "ანდერლეხტთან" მატჩის წინ ფეხბურთელების მდგომარეობაზე ისაუბრა.
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
ჟოზე მოურინიოს გუნდს ევროპა ლიგის ეგიდით "ანდერლეხტთან" მატჩისთვის ერთი ფეხბურთელი შეიძლება დაუბრუნდეს.

მეკარე დავიდ დე ხეამ "სანდერლენდთან" დაპირისპირება ბარძაყის ტრავმის გამო გამოტოვა, ხოლო ანტონიო ვალენსიას ბოლო ორ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა.

"სტედიუმ ოფ ლაითზე" ჩატარებული მატჩის შემდეგ მოურინიომ განაცხადა, რომ ბრიუსელში ვალენსიას თამაშს ელის.

"სანდერლენდის" წინააღმდეგ ხელმისაწვდომი ფეხბურთელებით ვითამაშეთ. მანჩესტერში არავინ დარჩენილა იმის გამო, რომ მათი დასვენება გვინდოდა ან "ანდერლეხტთან" მატჩის გამო როტაციას მივმართეთ. სულაც არა.

სწორედ ეს ფეხბურთელები იყვნენ ხელმისაწვდომი ახლა და სხვებს რომ ვუყურებ, მხოლოდ ვალენსიაა ხელმისაწვდომი, სხვები კი, არა მგონია. ჩემი მოლოდინით, მეტი არავინ დაგვიბრუნდება",
- განაცხადა მოურინიომ.

კვირას "იუნაიტედის" მატჩი შვიდმა ფეხბურთელმა გამოტოვა, რამეთუ დე ხეა და ვალენსია კრის სმოლინგს, ფილ ჯონსს, ეშლი იანგს, ხუან მატასა და კაპიტან უეინ რუნის შეუერთდნენ მატჩის გამოტოვებაში. მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელი დე ხეას ტრავმას სერიოზულად არ მოიაზრებს, მაინც ფიქრობს, რომ მეკარის პოზიციას კვლავ სერხიო რომერო დაიკავებს.

"დე ხეას ტრავმა სერიოზული არ არის და რომერო კარგად თამაშობდა ყოველთვის, როცა მოედანზე გადიოდა. გულშემატკივარი მიეჩვია, რომ ევროპა ლიგის მატჩში კარს რომერო იცავს - ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია ლიგის თასის მოგების შემდეგ.

ევროპა ლიგა არის ტურნირი, რომლის მოგებაც შეგვიძლია, ამიტომაც რომეროს თუ ვათამაშებთ ამ ტურნირზე და მას სათამაშო თავდაჯერებულობას ვძენთ, იმის გამოა, რომ კარგი მოთამაშეა და დღეს თავად აჩვენა თავისი კომფორტული მდგომარეობა".


წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: giorgisamnidze99
10 აპრილი 2017 22:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
mekaris mxriv vfiqrob swori midgoma airchia joze batonma de xea sheileba finalshi chadges karshi manamde ki romero idges eg chemi azria

4 tamashi finalamde exa ori anderlextan da mere ori anu naxevar finali an seltastan an shalkestan
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
10 აპრილი 2017 22:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
იმედია ჩელსისთან იქნება დე ხეა
0
№3
ავტორი: Lady in red
10 აპრილი 2017 23:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
იმედი მაქვს მალე დაგვიბრუნდება, თან ისეთი მატჩები გველის წინ, რომ დე ხეა გვჭირდება. რომერო კარგია, მაგრამ პრემიერ ლიგაში დათუნა უნდა იდგეს აუცილებლად.
0
№4
ავტორი: kobinio
10 აპრილი 2017 23:48
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
დიდი ალბათობით ჩელსისთან შეხვედრა ჩვენს ოთხეულშI შესვლას გადაწზვიტავს
0
№5
ავტორი: stepno
10 აპრილი 2017 23:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რომეროსი მეც მეიმედებაა მაგრად. ვალენსიაა გაასწორებს თუ იკნება
0
№6
ავტორი: Temo-Mu
11 აპრილი 2017 01:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
რომერო მაგარი მევასება და იმედია თავს გამოიჩენს
0
№7
ავტორი: giorgi_mg
11 აპრილი 2017 02:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
საკმაოდ მაღალი დონის მეკარეა რომერო ტყუილად არ არის მთავარი მეკარე არგენტინის ნაკრების, დარწმუნებული ვარ სრულყიფილადაც შეცვლის დე ხეას, ფეხით უკეთესადაც თამაშობს ვიდრე დათუნა, უბრალოდ დევიდს კარის ხაზზე თამაშში ვერცერთი მეკარე ვერ შეედრება #1 _ია მაგ კომპონენტში
0
№8
ავტორი: giorgisamnidze99
11 აპრილი 2017 02:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ციტატა: giorgi_mg
საკმაოდ მაღალი დონის მეკარეა რომერო ტყუილად არ არის მთავარი მეკარე არგენტინის ნაკრების, დარწმუნებული ვარ სრულყიფილადაც შეცვლის დე ხეას, ფეხით უკეთესადაც თამაშობს ვიდრე დათუნა, უბრალოდ დევიდს კარის ხაზზე თამაშში ვერცერთი მეკარე ვერ შეედრება #1 _ია მაგ კომპონენტში

არსენალი რა გაგუდეს ნახე მაგათ არ აქვთ კარგი დღე ალბათ ევერტონიც გადაასწრებს ჩვენთან ეგენი წაააგებენ და მანამდეც წააგებენ ალბათ წელს 70 ქულაც ვერ აიღებენ

[quote=giorgisamnidze99][quote=giorgi_mg]საკმაოდ მაღალი დონის მეკარეა რომერო ტყუილად არ არის მთავარი მეკარე არგენტინის ნაკრების, დარწმუნებული ვარ სრულყიფილადაც შეცვლის დე ხეას, ფეხით უკეთესადაც თამაშობს ვიდრე დათუნა, უბრალოდ დევიდს კარის ხაზზე თამაშში ვერცერთი მეკარე ვერ შეედრება #1 _ია მაგ კომპონენტში[/quote]
არსენალი რა გაგუდეს ნახე მაგათ არ აქვთ კარგი დღე ალბათ ევერტონიც გადაასწრებს ჩვენთან ეგენი წაააგებენ და მანამდეც წააგებენ ალბათ წელს 70 ქულაც ვერ აიღებენ 65 - მაქსიმუმ 69 :D :D
0
№9
ავტორი: kaxeti
11 აპრილი 2017 10:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
მოკლედ ეს არსენალი მაგარი ჩათხრაწებულია რა
0
№10
ავტორი: ikeoni
11 აპრილი 2017 11:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Ar gvelodeba advili tamashi da bolomde daxarjva mouwevs gunds
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top