თბილისი:
მანჩესტერი:
10-04-2017, 22:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2550,
კომენტარები: 12
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
მოურინიომ "ანდერლეხტთან" მატჩის წინ ფეხბურთელების მდგომარეობაზე ისაუბრა.
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
ჟოზე მოურინიოს გუნდს ევროპა ლიგის ეგიდით "ანდერლეხტთან" მატჩისთვის ერთი ფეხბურთელი შეიძლება დაუბრუნდეს.

მეკარე დავიდ დე ხეამ "სანდერლენდთან" დაპირისპირება ბარძაყის ტრავმის გამო გამოტოვა, ხოლო ანტონიო ვალენსიას ბოლო ორ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა.

"სტედიუმ ოფ ლაითზე" ჩატარებული მატჩის შემდეგ მოურინიომ განაცხადა, რომ ბრიუსელში ვალენსიას თამაშს ელის.

"სანდერლენდის" წინააღმდეგ ხელმისაწვდომი ფეხბურთელებით ვითამაშეთ. მანჩესტერში არავინ დარჩენილა იმის გამო, რომ მათი დასვენება გვინდოდა ან "ანდერლეხტთან" მატჩის გამო როტაციას მივმართეთ. სულაც არა.

სწორედ ეს ფეხბურთელები იყვნენ ხელმისაწვდომი ახლა და სხვებს რომ ვუყურებ, მხოლოდ ვალენსიაა ხელმისაწვდომი, სხვები კი, არა მგონია. ჩემი მოლოდინით, მეტი არავინ დაგვიბრუნდება",
- განაცხადა მოურინიომ.

კვირას "იუნაიტედის" მატჩი შვიდმა ფეხბურთელმა გამოტოვა, რამეთუ დე ხეა და ვალენსია კრის სმოლინგს, ფილ ჯონსს, ეშლი იანგს, ხუან მატასა და კაპიტან უეინ რუნის შეუერთდნენ მატჩის გამოტოვებაში. მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელი დე ხეას ტრავმას სერიოზულად არ მოიაზრებს, მაინც ფიქრობს, რომ მეკარის პოზიციას კვლავ სერხიო რომერო დაიკავებს.

"დე ხეას ტრავმა სერიოზული არ არის და რომერო კარგად თამაშობდა ყოველთვის, როცა მოედანზე გადიოდა. გულშემატკივარი მიეჩვია, რომ ევროპა ლიგის მატჩში კარს რომერო იცავს - ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია ლიგის თასის მოგების შემდეგ.

ევროპა ლიგა არის ტურნირი, რომლის მოგებაც შეგვიძლია, ამიტომაც რომეროს თუ ვათამაშებთ ამ ტურნირზე და მას სათამაშო თავდაჯერებულობას ვძენთ, იმის გამოა, რომ კარგი მოთამაშეა და დღეს თავად აჩვენა თავისი კომფორტული მდგომარეობა".


წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: gache1991
11 აპრილი 2017 15:54
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
golii unda gavutanot da yvelaperi damtavrdeba.gasagebia ro cudi gundi ar arii da yvelastan prtxilad maxsovs mara kargad maxsovs belgiuri Bruge ginda chvebtan da tundac tbilisshi zestapontan:))) valensias ar vatamashebdi,ch elsistan gamoviyvandi dexeasac valensiasac da ravici kide
0
№12
ავტორი: mufc1878
11 აპრილი 2017 21:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ციტატა: giorgisamnidze99
mekaris mxriv vfiqrob swori midgoma airchia joze batonma de xea sheileba finalshi chadges karshi manamde ki romero idges eg chemi azria

4 tamashi finalamde exa ori anderlextan da mere ori anu naxevar finali an seltastan an shalkestan



გამორიცხულია ფინალშიც რომერო იქნება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top