თბილისი:
მანჩესტერი:
9-04-2017, 22:55
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2516,
კომენტარები: 17
ზლატანი თავის სათამაშო ფორმას გამოეხმაურა
იბრაჰიმოვიჩი დროსთან ერთად ახალგაზრდავდება.
ზლატანი თავის სათამაშო ფორმას გამოეხმაურა
"სანდერლენდთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი აცხადებს, თავს ფილმის გმირ ბენჟამინ ბატონივით გრძნობს.

სწორედ 35 წლის ფორვარდმა გახსნა ანგარიში შეხვედრაში და თავისი 28-ე გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირზე.

იბრაჰიმოვიჩის შთამბეჭდავი ფორმა წლების განმავლობაში იმითაც დასტურდება, რომ 30 წელს გადაცილების შემდეგ მან თავისი 250-ე გოლი გაიტანა.

მიმდინარე თვეში ჩასატარები ცხრა მატჩიდან "იუნაიტედმა" სამი უკვე ჩაატარა და დარჩენილი განრიგი ზლატანს გადატვირთულ გრაფიკს ჰპირდება, მაგრამ ბენჟამინ ბატონი, როგორც ის უწოდებს თავის თავს, ყოველ თამაშში ახალგაზრდავდება.

"ბევრს ვვარჯიშობ. ჩემი თავის მჯერა და ვიცი, რაც შემიძლია. არ ვდარდობ. რაც უფრო ასაკში შედიხარ, უფრო გამოცდილი, უფრო ბრძენი ხდები, ენერგიას ისეთ რამეებზე არ ხარჯავ, რაც არ გჭირდება. თავს ბენჟამინ ბატონად ვგრძნობ. მოხუცი დავიბადე და ახალგაზრდა მოვკვდები", - განაცხადა შვედმა.

"იუნაიტედი" ამჟამად მეხუთე ადგილზე გადავიდა და მეოთხე ადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 4 ქულით ჩამორჩება, ფორვარდს კი მიაჩნია, რომ მის გუნდს ჯერ კიდევ შესწევს ოთხეულში შესვლის ძალა.

"დღეს კარგი გამარჯვება მოვიპოვეთ. კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ, უნდა ვიშრომოთ და გვჯეროდე, რომ ოთხეულში შევალთ. ამის გვჯერა კიდეც და ყველაფერს გავაკეთებთ იქ მოსახვედრად".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
9 აპრილი 2017 23:00
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ჩელსის ყველაფერს რო თავი დავანებოთ პრინციპის გამო უნდა მოუგონ, არსენალის წაკუზვა არც არასდროს გვიჭირდა არც იქ და არც აქ, აი სიტისთან იოლი არიქნება გასვლა მარა თუ წამყვანმა მოთამაშეები მოლოდინს გაამართლებენ მინიმუმ ქულა ჩვენია და ტოტენჰემში ამგრად გავიჭირდება და იმედია მაგ დროისთვის სლივერპული საკუთარ ტრადიციულ მეთოდს მიმართავს და ე.წ "ხარაკირი" გაკეთებული ექნება უკვე, დალშე ჩვენ ვიცით!!
3
№2
ავტორი: Lady in red
9 აპრილი 2017 23:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ბენჟამინ ბატონი არა, მაგრამ ზლატან დამპყრობელი არის ნამდვილად love
1
№3
ავტორი: dzia_David
9 აპრილი 2017 23:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
რთული თამაშები დაგვრჩა მაგრამ ეს ფეხბურთია, ეს პრემიერ ლიგაა, ეს ზლატან დამყრობელია და ეს ლივერპულია სად გასძვრება ქულა კაცმა რომ არ იციის ;დდ ასე რომ შეუძლებელი არაფერია... მარა მაინც ევროპას მივაწვეთ ოფლის ბოლო წვეთამდე ჯობია ;დდდ
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
9 აპრილი 2017 23:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
წინ ძაან მნიშვნელოვანი თამაშებია და ყველაში მაქსიმუმი უნდა დადონ რო ლიგაზე გავიდნენ რამენაირად
0
№5
ავტორი: ikeoni
9 აპრილი 2017 23:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Aucileblad unda gavidet ligaze aucileblad
0
№6
ავტორი: ROONEY-RUNI
9 აპრილი 2017 23:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ეს კარგ ფორმაშია და ძაააან კარგია მაგრამ რუნიმ ძააან დაგვივიწყა და ზლატან თუ არ შეწუხდები ასწავლე როგორ უნდა მოიქცეს რააა
0
№7
ავტორი: ROI
10 აპრილი 2017 00:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ზლატან მაგარიხაააარ:*
0
№8
ავტორი: giorgisamnidze99
10 აპრილი 2017 00:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ზლატან მგელოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო ეს კააცი მართლა მარადიულია კიდე ჩვენთან 3 წელი ზლატანშეეეეეეეეეეეეეეეე ეხა ბოლო წვეთამდე ბოლო წუთამდე ბოლო მაჩჩამდე მაჩჩიდან მაჩჩამდე გამარჯვება ოფლი დაღლა ცივი სისხლი ჩესლის დაბომბვააა და 8 მაჩიდან ეპლში 24 ქულააააააააააააააააააააააააააააააა
0
№9
ავტორი: dybbuk
10 აპრილი 2017 01:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1594
რა მასტია :DDDDDD ამას მოფიქრება ხო უნდოდა :D ევროპა ლიგა უნდა იქცეს პრიორიტეტად, აქ იმდენად გაირთულეს საქმე რო უკვე სხვების ასეჩკებზე ვართ დამოკიდებული იმ შემთხვევაში თუ ჩვენსას მოვიგებთ და რა კალენდარივ გვაქვს ყველას კარგად მოგვეხსენება. რა თქმა უნდა იმას არ ვიძახი რო შარშანდელი ლივერპული გაიმეორონ, მაგრამ წელს იქ არც სევილიაა და არ არიან ისეთი გუნდები რო რეალურად შეწინააღმდეგება შეძლონ, მოკლედ ამ ტურნირს თუ ვერ მოიგებენ და მართლა არ ყოფილან არაფრის ღირსები, ჩვენ რა დავაშავეთ ბალეშიკებმა თორე ჰო
0
№10
ავტორი: levionok
10 აპრილი 2017 10:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
მეგობრებო რთული კალენდარი გვაქვს მაგრამ გადავხედოთ იმ გუნდებს რომლებთანაც გვაქვს სათამაშო დავეთანხმები შოტკინს და მეც ვფიქრობ არსენალთან არ უნდა გაგვიჭირდეს სამი ქულის აღება,შემდეგ ტოტენჰემი რომელიც ჩვენთან ვერსდროს ვერ თამაშობს,ჩელსის თავშ შეაკლავენ და უნდა მოუგონ პრინციპის საკითხია და ეს ის თამაშია სადაც მოტივაცია გაათმაგებული იქნება და რევანშია საჭირო აუცილებლად 0-4 ის შემდეგ სიტი დალაგებული გუნდი არ არის სტაბილურობისგან შორს დგას(როგორც ჩვენ) და არავინ იცის რა მოხდება მაგ თამაშში თუმცა ქულა ასაღები გვექნება,ლივერპული კი ბოლო თამაშებს ვერ მოიგებს გუნდი გადაღლილი და განახევრებულია და მინიმუმ 6 ქულას დაკარგავს დარჩენილ თამაშებში ჩვენ მაგაზე ნაკლებს თუ დავკარგავთ აუცილებლად შევალთ ოთხეულში....

გუნდის ასაშენებლად კი ლიგაზე გასვლაა აუცილებელი იგივე ზლატანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top