თბილისი:
მანჩესტერი:
9-04-2017, 22:55
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2517,
კომენტარები: 17
ზლატანი თავის სათამაშო ფორმას გამოეხმაურა
იბრაჰიმოვიჩი დროსთან ერთად ახალგაზრდავდება.
ზლატანი თავის სათამაშო ფორმას გამოეხმაურა
"სანდერლენდთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი აცხადებს, თავს ფილმის გმირ ბენჟამინ ბატონივით გრძნობს.

სწორედ 35 წლის ფორვარდმა გახსნა ანგარიში შეხვედრაში და თავისი 28-ე გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირზე.

იბრაჰიმოვიჩის შთამბეჭდავი ფორმა წლების განმავლობაში იმითაც დასტურდება, რომ 30 წელს გადაცილების შემდეგ მან თავისი 250-ე გოლი გაიტანა.

მიმდინარე თვეში ჩასატარები ცხრა მატჩიდან "იუნაიტედმა" სამი უკვე ჩაატარა და დარჩენილი განრიგი ზლატანს გადატვირთულ გრაფიკს ჰპირდება, მაგრამ ბენჟამინ ბატონი, როგორც ის უწოდებს თავის თავს, ყოველ თამაშში ახალგაზრდავდება.

"ბევრს ვვარჯიშობ. ჩემი თავის მჯერა და ვიცი, რაც შემიძლია. არ ვდარდობ. რაც უფრო ასაკში შედიხარ, უფრო გამოცდილი, უფრო ბრძენი ხდები, ენერგიას ისეთ რამეებზე არ ხარჯავ, რაც არ გჭირდება. თავს ბენჟამინ ბატონად ვგრძნობ. მოხუცი დავიბადე და ახალგაზრდა მოვკვდები", - განაცხადა შვედმა.

"იუნაიტედი" ამჟამად მეხუთე ადგილზე გადავიდა და მეოთხე ადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 4 ქულით ჩამორჩება, ფორვარდს კი მიაჩნია, რომ მის გუნდს ჯერ კიდევ შესწევს ოთხეულში შესვლის ძალა.

"დღეს კარგი გამარჯვება მოვიპოვეთ. კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ, უნდა ვიშრომოთ და გვჯეროდე, რომ ოთხეულში შევალთ. ამის გვჯერა კიდეც და ყველაფერს გავაკეთებთ იქ მოსახვედრად".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: kaxeti
10 აპრილი 2017 12:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
მორჩი რაკარუკს და გოლები გაიტანე გაიგე თუ არა
0
№12
ავტორი: stepno
10 აპრილი 2017 12:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მე პირადად მიხარია რომ ესეთ გუნდებთან დაგვრჩა თამაში და რატოო მიხარია ეხლაა, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესბ რა სტილით ვეთამაშებით. როგორც ჩელსისთან მე – 2 გუნდი ვიქნებით და დავიჩაგრებით, თუ პირიქით შეეცდებიან რო 1 გუნდი ვიყოოთ. მინდა დავრწმუნდე რომ მართლა ღირსებივართ ამ გუნდებზე მაღლა დგომის და ჯობია ჩვენ დავაკარგინოთ ქულები ვიდრე ველოდოთ რო სუონსი, ბორმუთი ან რომელიმე გუნდი შემთხვევით გაუნიჩიავებს ან მოუგებს. ერთი სიტყვით თუ ჩვენ გვინდა რომ მოვხდეთ ჩემპლიგაზე მაშინ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რო ჩელსის, ტოტენჰემ, არსენალს და ლივერპულს ვაჯობოთ.
0
№13
ავტორი: Phil Jones
10 აპრილი 2017 12:59
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მოგება ხო გამიხარდა, მაგრამ გუშინ რო სამივე გოლი თამაშიდან თან სამივე შემტევმა რო გაიტანა ეგ ძალიან კარგია, ფსიქოლოგიურად გამოადგებათ ამ დატვირთულ პერიოდში, ერთი მარსიალსაც რო გაეტანა კარგი იქნებოდა.
0
№14
ავტორი: nugo-nugo
10 აპრილი 2017 13:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
ზლატან დამპყრობელაფი ხარ wink
0
№15
ავტორი: Gamkrelidze
10 აპრილი 2017 14:01
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
მიდი ჰიტლერ შეუგდე ანდერლეხტს ერთი-ორი გოლი და გავიდეთ შემდეგ ეტაპზე wink
0
№16
ავტორი: I L C
10 აპრილი 2017 14:49
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
მართლა სასწაულებს აკეთებს ეს კაცი და მაგალითს აძლევს ყველა ასაკოვან ფეხბურთელს რომ 30 წელს რომ გადაცდებიან ამით არაფერი იცვლება love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№17
ავტორი: irakli87
10 აპრილი 2017 16:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
საშინელი პასები აქვს. იქნებ ეგ გამოასწორო ოდნავ მაინც. ელემენტარულ სიტუაციაშიც ვერ აკეთებს ზუსტ გადაცემას.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top