მთავარი მწვრთნელის კომენტარი "სტედიუმ ოფ ლაითზე" მოგებული მატჩის შემდეგ.
ჟოზე მოურინიო მოხარულია "მანჩესტერ იუნაიტედის" დომინაციური თამაშით "სტედიუმ ოფ ლაითზე", სადაც ზლატან იბრაჰიმოვიჩის, ჰენრიხ მხითარიანისა და მარკუს რეშფორდის გოლების წყალობით გუნდმა 3-0 გამარჯვება მოიპოვა 10-კაცია "სანდერლენდის" წინააღმდეგ.
მატჩის შემდეგ მწვრთნელმა "სქაი სპორტსა" და "ბი-ბი-სის" ინტერვიუ მისცა და შემდეგ საკითხებზე ესაუბრა.
კარგი გამარჯვება მოწყენილი გუნდის წინააღმდეგშედეგი კარგი იყო. აღვადგინეთ ის მდგომარეობა, რაც გუშინ "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულთან" გვქონდა, მათ "კი" ან "არა" ვითარებაში ჩაგვაყენეს. დღეს "კი" იყო. სამი ქულა ავიღეთ და სოლიდურად ვითამაშეთ.
ამას მოწყენილი გუნდის წინააღმდეგ მივაღწიეთ, ნორმალურია. მოწყენილი გუნდის წინააღმდეგ თუ პირველი გაიტან, მერე რეაგირება უჭირთ. გუნდის ირგვლივ ნეგატიურ განწყობას გრძნობ. ეს შეგრძნება ყოველთვის ახლავს თავს გუნდს, რომელიც გასავარდნ ზონასთან ახლოს არის. პოზიტიურად დავიწყეთ. არ ვამბობ, რომ ჩვენი თამაშის ინტენსიურობის აგრესია გამოვავლინეთ, მაგრამ კომფორტულ და კონტროლირებად თამაშს ვთამაშობდით. როცა გოლი გაგაქვს, მოწყენილი გუნდის წინააღმდეგ თამაშობ. ხოლო, როცა მათ კარში იტან გოლს, ასეთ პირობებში, მატჩს კლავ და მეორე ტაიმში, მეორე გოლით, 10-კაციანი გუნდის წინააღმდეგ, უკვე კომფორტულად ხარ. ბრწყინვალე თამაში არ იყო, მაგრამ კომფორტული კი ნამდვილად იყო."
ლუკ შოუთი კმაყოფილებაშოუ იმიტომ გავიყვანე, რომ ყვითელი ბარათი ჰქონდა და მაყურებელიც ზეწოლას ახდენდა. ასე მის დასაცავად მოვიქეცი, მაგრამ კარგი იყო, რომ ერთი საათი ითამაშა და შეცდომები არ დაუშვია, ამიტომ მისით მოხარული ვარ.
ზლატანის გოლის მნიშვნელობა0-0-ზე არაფერი იყო ცხადი. ვაკონტროლებდით, მაგრამ ხიფათს ვერ ვქმნიდით. კომპაქტურად და სოლიდურად ვთამაშობდით. ასეთი ფეხბურთელები გარდატეხის შესატანად არიან საჭირო. ყველა გუნდს ჰყავს რამდენიმე მათგანი. ზლატანმა ეს შეძლო. ძალიან მნიშვნელოვანია და მისთვის კიდევ ერთი გოლი შესანიშნავ რიცხვს აგროვებს გატანილი ბურთებისა. ვიგრძენით, რომ თამაშის სადავეები ჩვენს ხელთ იყო. ამ მშვენიერ ამინდში თამაში უფრო ნელი ინტენსიურობით მიმდინარეობდა.
10-კაციანი გუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ადვილი არ არისროცა 10-კაციანი გუნდი არ მარცხდება, თამაშის ჩაკეტვა შეუძლია, უფრო დაცვით ფეხბურთს თამაშობს, ავტობუსს აყენებს და იცავს. როცა აგებენ და ერთი ფეხბურთელით ნაკლები ჰყავთ, ისინი შეტევაში მიდიან, უფრო მეტ სივრცეს აჩენენ და როგორც წესი, თამაშს შენ იგებ.
მეორე გოლის დრო დიდებული იყომეორე ტაიმში ვუთხარი მათ, რომ თამაში უნდა მოგვეკლა. ყველაფერს ვაკონტროლებდით, მაგრამ მეორე გოლი გვჭირდებოდა მეტოქის მენტალურად დასაჯაბნად. მაგრამ არ მეგონა, რომ ერთ წუთში გავიტანდით. ჩემი აზრით, ჩვენი შემტევი ფეხბურთის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ გავიტანდით. მაგრამ თამაში დავიწყეთ, გოლი გავიტანეთ და თამაში მოვკალით.
წყარო:
manutd.com