თბილისი:
მანჩესტერი:
9-04-2017, 20:16
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2769,
კომენტარები: 15
მოურინიოს რეაქცია "სანდერლენდთან" გამარჯვებაზე
მთავარი მწვრთნელის კომენტარი "სტედიუმ ოფ ლაითზე" მოგებული მატჩის შემდეგ.
მოურინიოს რეაქცია
ჟოზე მოურინიო მოხარულია "მანჩესტერ იუნაიტედის" დომინაციური თამაშით "სტედიუმ ოფ ლაითზე", სადაც ზლატან იბრაჰიმოვიჩის, ჰენრიხ მხითარიანისა და მარკუს რეშფორდის გოლების წყალობით გუნდმა 3-0 გამარჯვება მოიპოვა 10-კაცია "სანდერლენდის" წინააღმდეგ.

მატჩის შემდეგ მწვრთნელმა "სქაი სპორტსა" და "ბი-ბი-სის" ინტერვიუ მისცა და შემდეგ საკითხებზე ესაუბრა.

კარგი გამარჯვება მოწყენილი გუნდის წინააღმდეგ

შედეგი კარგი იყო. აღვადგინეთ ის მდგომარეობა, რაც გუშინ "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულთან" გვქონდა, მათ "კი" ან "არა" ვითარებაში ჩაგვაყენეს. დღეს "კი" იყო. სამი ქულა ავიღეთ და სოლიდურად ვითამაშეთ.

ამას მოწყენილი გუნდის წინააღმდეგ მივაღწიეთ, ნორმალურია. მოწყენილი გუნდის წინააღმდეგ თუ პირველი გაიტან, მერე რეაგირება უჭირთ. გუნდის ირგვლივ ნეგატიურ განწყობას გრძნობ. ეს შეგრძნება ყოველთვის ახლავს თავს გუნდს, რომელიც გასავარდნ ზონასთან ახლოს არის. პოზიტიურად დავიწყეთ. არ ვამბობ, რომ ჩვენი თამაშის ინტენსიურობის აგრესია გამოვავლინეთ, მაგრამ კომფორტულ და კონტროლირებად თამაშს ვთამაშობდით. როცა გოლი გაგაქვს, მოწყენილი გუნდის წინააღმდეგ თამაშობ. ხოლო, როცა მათ კარში იტან გოლს, ასეთ პირობებში, მატჩს კლავ და მეორე ტაიმში, მეორე გოლით, 10-კაციანი გუნდის წინააღმდეგ, უკვე კომფორტულად ხარ. ბრწყინვალე თამაში არ იყო, მაგრამ კომფორტული კი ნამდვილად იყო."

ლუკ შოუთი კმაყოფილება

შოუ იმიტომ გავიყვანე, რომ ყვითელი ბარათი ჰქონდა და მაყურებელიც ზეწოლას ახდენდა. ასე მის დასაცავად მოვიქეცი, მაგრამ კარგი იყო, რომ ერთი საათი ითამაშა და შეცდომები არ დაუშვია, ამიტომ მისით მოხარული ვარ.

ზლატანის გოლის მნიშვნელობა

0-0-ზე არაფერი იყო ცხადი. ვაკონტროლებდით, მაგრამ ხიფათს ვერ ვქმნიდით. კომპაქტურად და სოლიდურად ვთამაშობდით. ასეთი ფეხბურთელები გარდატეხის შესატანად არიან საჭირო. ყველა გუნდს ჰყავს რამდენიმე მათგანი. ზლატანმა ეს შეძლო. ძალიან მნიშვნელოვანია და მისთვის კიდევ ერთი გოლი შესანიშნავ რიცხვს აგროვებს გატანილი ბურთებისა. ვიგრძენით, რომ თამაშის სადავეები ჩვენს ხელთ იყო. ამ მშვენიერ ამინდში თამაში უფრო ნელი ინტენსიურობით მიმდინარეობდა.

10-კაციანი გუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ადვილი არ არის

როცა 10-კაციანი გუნდი არ მარცხდება, თამაშის ჩაკეტვა შეუძლია, უფრო დაცვით ფეხბურთს თამაშობს, ავტობუსს აყენებს და იცავს. როცა აგებენ და ერთი ფეხბურთელით ნაკლები ჰყავთ, ისინი შეტევაში მიდიან, უფრო მეტ სივრცეს აჩენენ და როგორც წესი, თამაშს შენ იგებ.

მეორე გოლის დრო დიდებული იყო

მეორე ტაიმში ვუთხარი მათ, რომ თამაში უნდა მოგვეკლა. ყველაფერს ვაკონტროლებდით, მაგრამ მეორე გოლი გვჭირდებოდა მეტოქის მენტალურად დასაჯაბნად. მაგრამ არ მეგონა, რომ ერთ წუთში გავიტანდით. ჩემი აზრით, ჩვენი შემტევი ფეხბურთის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ გავიტანდით. მაგრამ თამაში დავიწყეთ, გოლი გავიტანეთ და თამაში მოვკალით.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: giorgisamnidze99
10 აპრილი 2017 01:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ეხა მთავარია ჟოზემ ბიჭები მოამზადოს ანდერლეხტის დიდი ანგარიშით დამარცხება და ვსო პირველივეში მოუკლან გასვლის საშვალება ანდერლეხტს მაგალითად 4 - 1 5 - 0 და გადავერთოთ ეპლზე მერე ჩელსი უნდა გავწილოთ
0
№12
ავტორი: stepno
10 აპრილი 2017 12:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: giorgisamnidze99
ეხა მთავარია ჟოზემ ბიჭები მოამზადოს ანდერლეხტის დიდი ანგარიშით დამარცხება და ვსო პირველივეში მოუკლან გასვლის საშვალება ანდერლეხტს მაგალითად 4 - 1 5 - 0 და გადავერთოთ ეპლზე მერე ჩელსი უნდა გავწილოთ

გეთანხმებიი ძალიან გვჭიორდება ეხლა ანდერლეხტთან მოგებაა და თან კომფორტული სხვაობით. ჩელსისთან კიდე იმედია ცოტა იღბალიც ჩვენსეკ იქნება დაა დავამარცხებთ ბოლობოლო რაა რა გაგვიხდა ეს ჩელსიიი :))))
0
№13
ავტორი: Phil Jones
10 აპრილი 2017 12:56
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: gache1991
vinme tu amixsnis mourinio moweuli you nasvami gachxerili tu ra chirda tamashis win kapitnad felaini ro daayena?!! mteli gulit mcxvenia:))))

მაგან უცებ მეც გამაკვირვა, მაგრამ რო დავუკვირდი ძირითადში არცერთი სტაჯიანი მანჩესტერელი არ იყო, დაჟე დე ხეაც არ იყო ))ზლატანის კაპიტნობა ცოტა ტეხავს ერთი წელიც არაა გუნდშია და ან ფელაინი უნდა ყოფილიყო, ან არაადეკვატური როხო და ან უწვერულვაშო ერერა ))) ასე რომ ფელაინი ჯობდა კიდევ ამ სამიდან ))
0
№14
ავტორი: Gamkrelidze
10 აპრილი 2017 14:20
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ციტატა: Phil Jones
ციტატა: gache1991
vinme tu amixsnis mourinio moweuli you nasvami gachxerili tu ra chirda tamashis win kapitnad felaini ro daayena?!! mteli gulit mcxvenia:))))

მაგან უცებ მეც გამაკვირვა, მაგრამ რო დავუკვირდი ძირითადში არცერთი სტაჯიანი მანჩესტერელი არ იყო, დაჟე დე ხეაც არ იყო ))ზლატანის კაპიტნობა ცოტა ტეხავს ერთი წელიც არაა გუნდშია და ან ფელაინი უნდა ყოფილიყო, ან არაადეკვატური როხო და ან უწვერულვაშო ერერა ))) ასე რომ ფელაინი ჯობდა კიდევ ამ სამიდან ))

ერერა ძალიან მაგარი კაპიტანი დადგება :) ლიდერუნარიანი და ბოლომდე მებრძოლი ბიჭია.
0
№15
ავტორი: SAF
10 აპრილი 2017 15:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top