თბილისი:
მანჩესტერი:
9-04-2017, 13:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3222,
კომენტარები: 14
შნეიდერლინი: "იუნაიტედში" რობოტად მაქციეს"
მორგანი ლუი ვან გაალს თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
შნეიდერლინი:
მორგან შნეიდერლინი ლუი ვან გაალს აკრიტიკებს და მას თამაშში თავისუფლების წართმევაში ადანაშაულებს, რის მაგალითზეც აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" რობოტად იქცა.

ფრანგი ფეხბურთელი "ოლდ ტრაფორდზე" 2015 წელს სწორედ ჰოლანდიელმა მწვრთნელმა შეიძინა.

ახალ კლუბში მორგანი პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნახევარმცველის სტატუსით გადავიდა, მაგრამ 2017 წლის იანვარში "იუნაიტედი" დატოვა და იმედების გაუმრთლებლობის შემდეგ "ევერტონში" აღმოჩნდა.

შნეიდერლინი მიიჩნევს, რომ მისი დაღმასვლა მწვრთნელის მეთოდების ბრალია, რაც მისთვის მოქმედების თავისუფლების შეზღუდვაში გამოიხატება.

"ლუი ვან გაალთან გატარებული პირველი წელი გასახსენებლადაც არ ღირს. მოედანზე ვერავითარ სიამოვნებას ვერ ვიღებდი. ჩემს თამაშში მცირე თავისუფლებას მიტოვებდა მხოლოდ, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება მაქვს.

მისი ხელმძღვანელობით თავი რობოტად წარმომედგინა. მეუბნებოდნენ: "მოედნის ამ მონაკვეთსი არასდროს გადახვიდე და ბურთი არ მიიღო, ეს არ გააკეთო, ის არ გააკეთო." ეს ისტრუქციები დისკომფორტს მიქმნიდა.

როცა ფეხბურთელი თამაშის დროს საკუთარ თავს ეკითხება - "რა სურს მწვრთნელს ჩემგან ამ სიტუაციაში?" - ნაკლებად ეფექტურია. განსაკუთრებით "მანჩესტერ იუნაიტედში", სადაც მედია ყოველ მატჩს დაწვრილებით განიხილავს და ყველა მხრიდან სწრაფად გაკრიტიკებს".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
9 აპრილი 2017 13:54
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ვიცოდით ახალი ამბავი არაა ვან გალიი რო დრაკულა იყო, მეტი ამგალითი რადგინდა სავარჯიშო ბაზაზე კამერები დააყენა და მის არყოფნაში გუნდს ამითაც არ აზლევდა ტავისუფლებას იმენა სულ სტრესში ყავდა იგროკები, აი ფერგი ვაფშე მონეტის მეორე მხარე იყო ვანგაალისგან განსხვავებით, ფერგი ეუბნებოდა გადით და გამაოცეთო:))) აი მარტივად და რამხელა აზრია იმენა არ ზღუდავდა არავის იცოდა ყველას სესაძლებლობა და თავისუფლებას აძლევდა ეგაა დონე, ვან გაალს მოიესის დარჩენა მერჩივნა მაშინაც ამაზრზე ვიყავი და დღესაც.
2
№2
ავტორი: SANDROGRIGA
9 აპრილი 2017 14:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ვან გაალის პერიოდი ჩემთვის ყცელაზე ცუდი იყო იუნაიტედის ისტორიაში, მოიესზე ცუდიც კი :/
1
№3
ავტორი: LASHQARA
9 აპრილი 2017 14:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ზომბი ლენდი იყო ვანგაალის მანჩესტერი, ეხლა დაეტყო მოუს ხელი, სულ სხვა ფეხბურთს თამაშობს გუნდი და უკეთესის პერსპექტივაც ჩანს, თორე ესეც არაფერია ჯერ კიდევ მოსამატებელი აქ გუნდს შეტევაში love am
0
№4
ავტორი: JuanMata
9 აპრილი 2017 14:27
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ისედაც ეტყობოდა მთელ გუნდს, ძაან შებოჭილები იყვნენ. ახალი გადმოსული ხალხი ყოველთვის კარგად იწყებდა, სანამ მწვრთნელი არ დააჩლუნგებდა. დიმარიასაც ალბათ იგივე დამართა, რა მაგრად დაიწყო თამაში და მერე ვაფშე გაქრა.
ახლა მოუს რომ ყოლოდა დიმარია, სულ სხვა გუნდი იქნებოდა მანჩესტერი შეტევაში.

მანჩესტერი იმ დროებით ჩავარდნას თავს დააღწევდა მალევე, ვან გაალი რომ არ მოეთრიათ, მიწასთან გაასწორა გუნდი.
0
№5
ავტორი: GeorgeBest
9 აპრილი 2017 14:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო ეს ტრანსფერი ჩემთვის და პირველ რიგში ვვან გაალის კისერზეა ამის ესე გაშვება
0
№6
ავტორი: Mike
9 აპრილი 2017 14:51
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
ჩემი აზრით ვან გაალი "იუნაიტედის" ისტორიაში ყველაზე ცუდი მწვრთნელია
1
№7
ავტორი: dachi_mu
9 აპრილი 2017 15:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
სამარცხვინო ასოებით ჩავწერდი მაგ გახრწნილი კაცის წლებს მანჩესტერში,წარმოიდგინე,ნანის რო ეტყვი ამის იქეთ არ შეხვიდე მაღალი არ ჩააწოდო,ჩიჩარიტოს რო გახსნას და მოძრაობას ასწავლი,ფეხბურთელს რო იმას ასწავლი პირისპირ რო ხარ მაღალი დაარტყიო,აქ ყველაფერია ნათქვამი,ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა ხალხმა რა ნეხვში იყო გუნდი და იძირებოდა და იძირებოდა ნეხვის მორევში,აბა მწვავე პასი გაეკეთებინა ვინმეს? ალპობდა სკამზე ეს თახ**** crying angry
0
№8
ავტორი: Mixito
9 აპრილი 2017 15:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
ეგ ვიცით შნეიი
0
№9
ავტორი: dzia_David
9 აპრილი 2017 16:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ფეხბურთელისთვის იმაზე რთული არაფერია მგონი როცაა ასეთი შეზღუდულია მოედანზე შენი მოქმედებები, შეიძლება იმის მინიმუმიც და ელემენტარულიც ვერ შეასრულო რაც დავალება გაქვს
0
№10
ავტორი: ikeoni
9 აპრილი 2017 16:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Vangaalis dedas ******iii dagupa gundi
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top