მორგან შნეიდერლინი ლუი ვან გაალს აკრიტიკებს და მას თამაშში თავისუფლების წართმევაში ადანაშაულებს, რის მაგალითზეც აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" რობოტად იქცა.
ფრანგი ფეხბურთელი "ოლდ ტრაფორდზე" 2015 წელს სწორედ ჰოლანდიელმა მწვრთნელმა შეიძინა.
ახალ კლუბში მორგანი პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნახევარმცველის სტატუსით გადავიდა, მაგრამ 2017 წლის იანვარში "იუნაიტედი" დატოვა და იმედების გაუმრთლებლობის შემდეგ "ევერტონში" აღმოჩნდა.
შნეიდერლინი მიიჩნევს, რომ მისი დაღმასვლა მწვრთნელის მეთოდების ბრალია, რაც მისთვის მოქმედების თავისუფლების შეზღუდვაში გამოიხატება.
"ლუი ვან გაალთან გატარებული პირველი წელი გასახსენებლადაც არ ღირს. მოედანზე ვერავითარ სიამოვნებას ვერ ვიღებდი. ჩემს თამაშში მცირე თავისუფლებას მიტოვებდა მხოლოდ, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება მაქვს.
მისი ხელმძღვანელობით თავი რობოტად წარმომედგინა. მეუბნებოდნენ: "მოედნის ამ მონაკვეთსი არასდროს გადახვიდე და ბურთი არ მიიღო, ეს არ გააკეთო, ის არ გააკეთო." ეს ისტრუქციები დისკომფორტს მიქმნიდა.
როცა ფეხბურთელი თამაშის დროს საკუთარ თავს ეკითხება - "რა სურს მწვრთნელს ჩემგან ამ სიტუაციაში?" - ნაკლებად ეფექტურია. განსაკუთრებით "მანჩესტერ იუნაიტედში", სადაც მედია ყოველ მატჩს დაწვრილებით განიხილავს და ყველა მხრიდან სწრაფად გაკრიტიკებს".