თბილისი:
მანჩესტერი:
7-04-2017, 21:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2796,
კომენტარები: 13
მოურინიო 15 ქულას 10 ფრეს ამჯობინებს
პორტუგალიელი აცხადებს, რომ სამომავლო პერსპექტივისთვის გუნდის მიმდინარე შედეგი უკეთესია.
მოურინიო 15 ქულას 10 ფრეს ამჯობინებს
ჟოზე მოურინიომ პოზიტიურად შეაფასა "მანჩესტერ იუნაიტედის" იმედგაცრუების კვირეულის შედეგები, რომლის განმავლობაში ნაჩვენები წაუგებელი სერია თავისი არაშთამბეჭდაობის მიუხედავად პორტუგალიელს მომდევნო სეზონისთვის მზადების პროცესში მნიშვნელოვნად მიაჩნია.

ოთხეულში მოხვედრის იმედებს დარტყმა მიაყენა "ოლდ ტრაფორდზე" "ვესტ ბრომსა" და "ევერტონთან" ბოლო შვიდ დღეში ნათამაშებმა ორმა ფრემ, რომელთაგან მხოლოდ ერთში გაიტანა გუნდმა გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩის პენალტის წყალობით.

ლიგის თასის მფლობელები კვირას "სანდერლენდს" ეწვევიან და იმედოვნებენ, რომ ჩამორჩენას შეამცირებენ მეოთხე ადგილზე მყოფ "მანჩესტერ სიტისთან", რომელსაც ოთხქულიანი უპირატესობა აქვს მეტოქეებთან.

ამ მატჩს "წითლები" 20-მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდებიან, რომლის განმავლობაშიც მხოლოდ 10 მატჩის მოგება მოახერხეს.

მიუხედავად მოპოვებული 40 ქულისა, მოურინიო აცხადებს, რომ ურჩევნია 10 ფრე ჰქონდეს, ვიდრე 5 მოგება და 5 წაგება.

"მომდევნო სეზონის შემხედვარე კარგია იმის შეგრძნება, რომ ბევრ მატჩს არ ვაგებთ და პრემიერ ლიგაში ფანტასტიკური 20-მატჩიანი წაუგებელი სერია გვაქვს.

მეც ვიცი, რომ 10 ფრე 10 ქულაა და 10 მატჩში ხუთის მოგება 15 ქულას უდრის. რომელი ჯობია? 15 ქულა, რა თქმა უნდა.

მაგრამ მომავალზე გათვლით, მირჩევნია, 10 მატჩში 10 ქულა გვქონდეს, რადგან ის გექნება, რისი მოპოვებაც ადვილი არ არის.

მენტალურად სოლიდურად გრძნობ თავს, რთულად დასამარცხებელი ხდები და რთული პირობების წინააღმდეგ იბრძვი",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Silver
7 აპრილი 2017 21:07
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 151
ძალიან შეიცვალა გუნდი და მომავალ სეზონზე უკეთესი იქნება და 1 სეზონში მაინც გასაკვირია თამაშის ასეთუისე გამოსწორება და 3 წაგება პრემიერლიგაში. ნორმალურადაა ყველაფერი მაინც
0
№2
ავტორი: ikeoni
7 აპრილი 2017 21:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Gasagebia rasac gulisxmobs))
0
№3
ავტორი: LASHQARA
7 აპრილი 2017 21:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ძალიან სწორი მიდგომაა, ვინც სწორად წაიკითხავს და გაიგებს არაა რთული მისახვედრი რასაც გულისხმობს love am
0
№4
ავტორი: gela-manutd
7 აპრილი 2017 21:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
4ული დადე ის იქნება კაი შედეგი ამ სეზონში
0
№5
ავტორი: giorgisamnidze99
7 აპრილი 2017 22:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
სწორი ხარ მოუუუუ სეზონი რო დაამთავრო მომავალ წელს 28 რო მოიგო და 10 ნიჩია გააგორო წაგებას მაინც ჯობია 96 ქულლაა რაც ჩემპიოს გაგვხდის
0
№6
ავტორი: giorgiginturi
7 აპრილი 2017 22:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ციტატა: LASHQARA
ძალიან სწორი მიდგომაა, ვინც სწორად წაიკითხავს და გაიგებს არაა რთული მისახვედრი რასაც გულისხმობს love am

მართალი ხარ ძმაო, ამას რომ არ ეშლება ლაპარაკი აქ 2 აზრი არარის wink და ეს რეალობის ნაწილიცაა, სამომავლოდ ....
0
№7
ავტორი: reddevil12
7 აპრილი 2017 22:28
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 180
ვის არ ამოუვიდა ყელში ასეთი არც აქეთ არც იქით მანჩესტერი? ეს წელი გაკვეთილი ყოფილიყოს, როგორც მოურინიოსთვის ისე იმ ფეხბურთელებისთვის ვინც მომავალ სეზონშიც ითამაშებენ. თუ შემდეგი სეზონიც ისეთი საზიზღრობა იქნება, როგორებიც ფერგის წასვლის მერე იყო გუნდი ნელ-ნელა საერთოდ დაკარგავს სხვა კლუბებისთვის საშიშროებას. ამიტომ მოურინიომ პირველ რიგში ზაფხულში კარგი ტრანსფერები უნდა გააკეთოს. ბაიი მშვენიერია, ძალიან მაგარი მოიყვანა, მხითარიანიც კარგია უბრალოდ ჯერ ბოლომდე ვერ ადაფტირდა და პოგბა და იბრა იდეალური ტრანსფერებია, რომლებიც განხორციელდა ერთი მოკლევადიანი პერსპექტივით და მეორე ანუ პოგბა გრძელვადიანი. ახლა გვინდა ვინ? ან ლუკაკუ ან ობამეიანგი ან გრიზუ. + მცველი და საყრდენი. მომავალ წელს მნიშვნელოვანი თასი უნდა დაიდოს, რაც ფერგის წასვლის მერე არ დადებულა.
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
7 აპრილი 2017 22:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მთავარია ლივერპულივით არ მოგვივიდეს, შემდეგი წელი ჩვენიაო derpneutral
0
№9
ავტორი: Phil Jones
7 აპრილი 2017 23:55
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მართლაია 3 წაგება ძაან ცოტაა და თან ამ 3დან ერთადერთი ჩელსიმ გვაჯობა დანარჩენ ორ შეხვედრაში მსაჯების არაადეკვატური გადაწყვეტილებების გამო წააგეს , სიტისთან ხო საერთოდ კატასტროფა იყო მსაჯობა თუარვცდები ცანცარა კლატენბურგი და უოტფორდთან მარსიალზე ჯარიმა რომ არ დადეს და ისე ჩატვალეს გოლი... დაჟე ჩელსისთანაც თუ სწორად მახსოვს ლუისი უნდა გაეგდოთ მერე სხვანაირტად იქნებოდა საქმე!!! სეზონის დასაწყისში კი ვფიქრობდი რომ ოთხეული არ გაგვიჭირდებოდა, მაგრამ რაც არ უნდა იყოს შარშან სულ რო მეოთხეზე გასულიყო გუნდი და წელს მე6ზე აშკარაა რომ შედარებაც არაა ფეხბურთის ხარისხს შორის, ბოლობოლო კარშI არ ურტყამდნენ შარშან და ეხლა მომენტებს მაინც ქმნიან. ვნახოთ რა იქნება მომავალ წელს...
0
№10
ავტორი: shotkin
8 აპრილი 2017 00:38
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ისე მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის მოუსთვის, იმაზე არაფერს ვამბობ რო რაც 10 თვეში ქნა და გუნდი გუნდს დაამსგავსა ის ვან გაალმა ვერ ქნა 2 წელში, რა სედარებაა ვან გაალის დროს ყოველ მესამე მატჩს ვაგებდით ვერ აბავდნენ 4 მოგებაზე მეტს ან 3 მოგებაზე მეტს ელემენტარულად, თამაშის დონემ და ხარისხმაც მოიმატა და ამ გუნდს ეტყობა რო პერსპექტივა აქვს რაც ვანგაალის გუნდს არეტყობოდა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top